დღეს 24 საათში იყო ბაჯოზე მაგარი სტატია.ავკრიფე და თუ არ დაგეზარათ წაიკითხეთ

რობი
1994 წლის მსოფლიო ჩემპიონჯტას ვენაში ვუყურებდი.მაგარი უფერული ტურნირი იყო.მარადონას დადოპინგებული სიფათი საბერძნეთთან გოლის მერე,ბროლინ-დალინის დაქოქილი წყვილი,უსიამოვნო,მაგრამ მაინც მაგარი ბულგარეთი,უკლასო და ჯიგრული ამერიკა,ტურნირის ჯოკერი რომარიო,სალენკოს სიაფანდი რეკორდი,მილას თეძოები და ვიში ანადის სახელობის გუნდი...იტალია რა.
ფეხბურთს მარტო ბრაზილის თამაშობდა,ბრაზილიაზე მაგრად არგენტინამ იყომარა და დოპინგთან ძმაკაცობისთვის დიეგოს ბანი დაადეს.მერე მარადონას გერლფრენდმა კლაუდიო კანიჯამაც მოხია მაერიკიდან და არიგო საკიმ ანტი-ფეხბურთით იტალია ფინალში გაიყვანა.იტალიას ამერიკაში ფეხბურთი არ უთამაშია .ანუ 690 წუთი საკის ჩეკერებმა 1 ლამაზი ტაიმი ჩაატარრეს ბულგარეთთან,ესპანეთთან 20 წუთით დაივიწყეს ანანდობა და ფინალში არ გაუშვეს.ვერც შეაგდეს,მერე საკიმ საპენალტო ხუთეული დააყენა და სერიის დაწყებიდან სადღაც 6-7 წუთში ჟოაო აველანჟმა თასი დუნგას ჩააბარა.დუნგაც მაგარი კაცი იყო,ხრისტო სტოიჩკოვმაც დაგლიჯა,ტომას რაველიმ და მიშელ პროუდომმა მეგასეივები აკეთეს,ანდი მიოლერმა ბულგარეთთან ნერვოზი აიკიდა და კიდევ ერთი პერსონა იყო,რომელიც მეტს გაცილებით მეტს იმსახურებდა.
ჩემპიონატამდე 1 წლით ადრე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რობერტო ბაჯო გახდა,მაგარ ცუდ "იუვენტუსში" ბაჯო ღმერთი იყო,იტალიის ნაკრებშიც მთავარი ფიგურა უნდა გამხდარიყო და რამდენიმე ჩაგდებული ტაიმის მიუხედავად,რობი ამერიკაში იტალია იყო.მაგარი ჩემპიონატი ჰქონდათ ფრანკო ბარეზის,დინო ბაჯოს,რობერტო მუსის,მაგრამ იტალია ფინალში რობიმ მიაჩოჩა.ბაჯო გენიოსი არ იყო გენიოსები უფრო ჯობ ლენონი,კურტ კობეინი,მილოშ ფორმანი ან ხავიერ ბარდემი იყვნენ.რობიმ ძალიან დიდხანს ითამაშა ფეხბურთი და იტალიელი რომ არ ყოოფილიყო მეტსაც შეაგდებდა,ნაკლებსაც ინერვიულებდა და ჩარჩოებში ჩასმული არ შერჩებოდა.
1990,იტალია,ოტომ სკილაჩის 6 გოლი,ვალტერ ძენგას თითქმის რეკორდი,ჯუზეპე ჯანინის უმგაგრესი მეგობარი გოგონა და იტალია-ინგლისში შეგდებული გოლი.მართლა შესრულებული და არა კარში შეტანილი,ხაზზე დამიწებული.ბაჯომ ნახევარი ინგლისი დაიხია,პიტერ შილტონს პენსია იქვე გამოუწერა და იტალია მესამეზე გავიდა.რობიმ მაშინ ორი გოლი შეაგდო,მაგრამ ის არ იყო,ვერ იქნებოდა ბაჯოს ტურინირი.ბაჯო ამერიკაში იყო პირველი.იტალია მიყვარს იტალიაში ფეხბურთი უყვართ და იტალიაში ვერ რისკავენ თამაშს.მარტივი მიზეზის გამო ვერ ვნახავდი 1978 წლის მსოფლიოს და როგორც ვიცი,მაშინ პაოლო როსი და ბრიგადა მართლა ფებხურთს თამაშობდნენ.წაგებულები უფრო ლამაზები იყვნენე,ვიდრე სხვები და ალბათ,იმის მერე იტალიას უკომპლექსო ფეხბურთი არ უთამაშია.ყველას ერთ სქემაშI ვერ მოაქცევ.უხცერხულია ერთ სქემაში ბაჯოს,დელპიეროს,ტოტის ჩასმა და თუ ზედმეტი მოინდომეს,იოლი ხდება მათი შემადგენლობიდან მოტეხვა.ბაჯოსაც ხშირად ტეხავდნენ.ვერ ჯდება სქემაში,გაზარმაცდა,უმოტივაციო გახდა-რობერტო ბაჯო ამერიკის მსოფლიოს მერე უფრო ზედმეტი იყო ვიდრე საჭირო.და ყოველთვის უფრო საჭირო ხდებოდა ის ფიგურა,რომლის გამოც იჩაგრებოდა.იტალიამ ჯგუფური ეტაპი ბებერი ბოზივით ითამაშა და საუკეთესო მესამე ადგილით გაძვრა ფლეი-ოფში.მერე იყო ემანუელ ამუნიკეს გოლი და ნიგერია 89 წუთამდე იგებდა.ბაჯოც,სხვებიც უფრო მოთამშეების აუციელბელ კვოტას ავსებდნენ ვიდრე ფეხბურთს უბერავდნენ.რობიმ ძირითადში ერთი მიარტყა ბურთს,მუსის ფლანგურის მერე შეაგორა ბურთი კარში და დამატებითში პენალტიც შეაგდო.ბაჯო თითქმის არ ჩანდა,ამგრამ გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.იტალიას ესპანეთთანაც გაუმართლა.სალინასს იმდენი ბურთი უნდა შეეგდო რამდენიც იტალიას მანამდე გამართულ ყველა შეხვედრაში არ გაუშვია,მაგრამ ცისფრები გადარჩნენ,ემრე კი რობიმ შეასრულა.ოვერტაიმის დაწყებამდე 2 წუთით ადრე ბაჯომ ერთხელაც შეასრულა და იტალია უკვე ნახევარფინალშია.
ბულგარეთთან კი ბაჯო იტალიის მარადონა,პუშკაშიგარინჩა,კრუიფი,ზიკო,ვან ბასტენი იყო.ორი გოლი,მასტერკლასი მთელი 90 წუთის განმავლობაში,საოცრად ინსპირაციული ფეხბურთი და ბოლოში,დაღლილს რომ გაეცინა...ბაჯო ბედნიერი იყო,ბედნიერი იყო იტალიაც ,ჩვენც,ვინც ცისფრების მოგება გულით გვინდოდა და გვიხაროდა.ფინალში რობიმ,ბარეზიმ და პალიუკამ მიკროტრავმებით ითამაშეს.ბრაზილიას ორჯერ უნდა შეეგდო იტალიას ერთხელ უნდა გაეტანა და ფინალის პაროდია პენალტებამდე მივიდა.
რობიმ ვერ შეაგდო,რომც შეეგდო,ბრაზილიას კიდევ ერთი შანსი რჩებოდა სერიის მოსაყომარებლად.ბრაზილია უკეტესი იყო ვიდრე იტალია და ბაჯო უკეთესო იყო ვიდრე მთელი ბრაზილია.უბრალოდ რობერტო იტალიის ნაკრებში სოლირებდა რაც მაგარი რთული,უმადური საქმეა.იქ ხომ უფრო იაკუინტაა ფებხურთელი ვიდრე დელპიერო და კრისტიან ვიერის იქმადე არ შეცვლიან ვიდრე კორეასთან 27 მაგარი შანსს არ გააფუჭებს.იტალიაში ელოდებიან იმას,რომ სხვამ ვერ გაძლოს და თვითონ იმდენს გაძლებენ რამდენსაც მწვრთნელი გააქაჩინებს.ბაჯო გაუშვეს "იუვედან",ნაკრებიდან და ორივეგან მას დელპიერო ამჯობინეს.ამ ორს ერთად თითქმის არ უთამაშია და მაგრად გული მწყდება,1998 წლის მსოფლიოზე ცისფრების ცისფერმა მწვრთნელმა ჩეზარე მალდინიმ ბაჯო და დელპიერო უაზრო და უდროო შეცვლებით გაახუნა,ერთად არ დააყენა.რობი ალესაზე მაგარ ფორმაში იყო,დელპიეროს კი მუხლი ჰქონდა ნატკენ და ტურნირზე დამძიმებული,გადაღლილი,ფორმიდან ამოვარდნილი ჩავიდა.დაგლიჯა რობიმ "ბრეშაში","ბოლონიაში",მანამდეც "მილანში","ინტერში" თავის საქმეს აკეთებდა და "იუვემდე" "ფიროენტინაში" მთელი გუნდი იყო.
მაგარი მშვიდი,გაწონასწორებული ადამიანი,ვიზუალურად სხვებისგან გამორჩEული და თამაშის მანერით ყველაზე მაგარი,მართლა ყველაზე მაგარი.
"ფეხბურთში ორი კერპი მყავს,დიეგო მაადონა და რობერტო ბაჯო.მათგან ბევრი ვისწავლე და დღესაც სიამოვნებით ვუყურებ რობის და დიეგოს ჰაილაითებს,თუ დრო მაქვს-მთლიან მატჩებს.მარადონა და ბაჯო ყველა გენერაციაში პირველები იქნებოდნენ.დიეგოს კარგად არ ვიცნობ,რობერტო კი ჩემი მეგობარია და მისგანბევრ რამეს არამარტო მოედანზე,ცხოვრებაშიც ვსწავლონ"-იტყვის დელპიერო 1998 წლის მფოსლიო ჩემპიონატის შემდეგ.
ბაჯოს სანაკრებო დონეზე არაფერი მოუგია.იტალია იყო ანტიგუნდი და იმიტომ.მაშინდელი ფორმაციის აძურა იყო ერთი დიდი სქემა,რომელშიც ხშირად,უშუალოდ მწვრთნელებიც ბოლომდე ვერ ეკრვეოდნენ.
"გული მწყდება,რომ კარიერას მსოფლიოს ტიტული გარეშე ვასრულებ.იტალიას სამივეჯერ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა და სამივეჯერ პენალთებით წავაგეთ.საკუთა თავს არაფერში ვადანაშაულებ.ბრაზილიასთან პენალტი ვერ გავიტანე და ეს ყველაზე მეტად მე განვიცადე.იმ ტკივილით გავდიოდი მოედანზე და ვცდილობდი მგობრებისთვის,ტიფოზებისთვის,თანაგუნდელებისთვის არაფერი არ მეგრძნობებინა.ვიცი რომ ბევრს გული ვატკინე არამერტო იმ პენალტით,არამედ გამოუყენებელი მოემენტებითაც და მინდა ყველას ბოდიში მოგიხადოთ.ფეხბურთს ფეხბურთის სიყვარულის,თქვენი პატივისცემის გამო ვთმაშობდი.რომ შემეძლოს,მოედანზე ეხლაც გავიდოდი.იტალიაში ფეხბურთი რელიგიაა და ბედნიერი ვარ,თუ ვინმესთვის რობერტო ბაჯო მისაბაძი ფიგურა იყო.უბრალოდ რწმენა არ უნდა დაკარგოთ"-რობის სიტყვები მისი გამოსათხოვარი მატჩის შემდეგ.
იტალიაში ფეხბურთი დღესაც რელიგიაა.ოღონდ სალოცავის გარეშე.დაბერდა დელპიერო,ტოტი... და ბაჯო ორივეზე დიდი იყო.ალბათ,ყელა დროის უდიდესი იტალიელი.
ნაღვლიანი თვალები,ელეგანტური სირბილი,ბურთთან თბილი,საყვარელ ადამიანს რომ ეფერები,დაახლოებით ისეთი მოპყრობა და ნიჭი,რომელიც იტალიამ ვერ დააფასა და ვერ გამოიყენა.
ბაჯო თითქმის ღმერთი იყო.
ავტორი:ზულა თალაკვაძე