მოკლედ, ამ ქართულ ლინკებზე ინტერვიუს ბოლო ამონაგკლეჯი აქვთ მარტო, მე არ ვენდობი ჩვენს ინფორმაციას და გაძეტას იტალიურად წაკითხვა დავიწყე

კანავარომ შეაქო პრანდელი, მაგრამ ბევრი სამუშაო ექნებაო-როგორც ზემოთ აღვნიშნე.
მერე ამბობს, რომ ყველაზე უარესი ჩემპიონატი ჰქონდა იტალიას, კორეის 2002ზე უარესიც კი.
წაგებას რაც შეეხება, ლიპიმ კი აიღო თავის თავზეო, მაგრამ მთელს გუნდზე ნაწილდება ეს პასუხისმგებლობაო; გარკვეულად იცავს ლიპის, კანამ ისიც ახსენა, რომ კასანო და ბალოტელი არ წაიყვანეს და ამას აჟიოტაჟი მოჰყვა, მაგრამ ლიპი გაამართლა:კასანო ევროზე გვყავდა და ვერ მოვიგეთ იქაცო, და ბალოტელის რაც შეეხება, ძალიან საინტერესო კანდიდატურაა და მომავალში ექნება შესაძლებლობა თავი გამოიჩინოსო, თუმცა ჯერ ისეთი არაფერი უჩვენებიაო. დასაწყისშივე რომ მოგვეგო, ახლა სხვანაირად წავიდოდა საქმეო.
მომავალი კაპიტანი იქნება ბუფონი, და მის შემდეგ კიელინიო, ახალგაზრდებში ყველაზე უფროსია და ამ ამპლუის ხასიათი და თვისებები გააჩნიაო.
ბოლოს ამბობს იმას, რომ პოლიტიკა უნდა შეიცვალოსო, უნდა გავზარდოთ ჩვენი ფეხბურთელები, ჩვენს ახალგაზრდებს უნდა მივხედოთ, თორემ ასეთ შედეგს გაიზიარებენ და კიდევ 25 წ ვერ გავხდებით ჩემპიონებიო.
ნაკრები კლუბების მდგომარეობას წარმოადგენს და ლიგა მართალია ინტერმა მოიგო, მაგრამ ცოტა იტალიელი ჰყავსო.
(ანუ შეეხო იტალიელებისთვის მგრძნობიარე ნაციონალისტურ თემას

აქამდე რომ მიიყვანეს, მე ის მიკვირს იტალიელებისგან).
ShotaSBარა, ეგ კითხვა იყო და არა ჩემი აზრი..
This post has been edited by Venera on 26 Jun 2010, 00:59