პატარა რევიუ რომ გავაკეთოთ
A ჯგუფი:
ყველაფერი ლოგიკურად მიდის, ვიცოდით რომ საფრანგეთს გაუჭირდებოდა, დიდი მნიშვნელობა მიენიჭა მეორე ტურს, ალბათ ბევრი რამ გადაწყდება მეორე ტურში, ძალიან ბევრი, ვფიქრობ აფრიკელები გავლენ ჯგუფიდან და ასევე ვგონებ ბაყაყი ჭამიებიც გავლენ
B ჯგუფი
არგენტინამ ითამაშა პირველ თამაშში მხოლოდ 20-25 წუთი, შემდგომ გაჩერდა, ამ გუნდს აქვს უდიდესი შესაძლებლობა შეტევაში, მაგრამ ძალიან ნელდება დაცვა როცა ტემპი მაღალია, რამდენჯმერმე შეინიშნა ეს ნიგერიასთან თამაშში, მაინც მგონია რომ არგენტინის დაცვის ხაზი ერთ ისეთ შეცდომას დაუშვებს რომ მთელი გუნდის ბედს გადაწყვეტს ( სავარაუდოდ ფლეი ოფში )
ნიგერია - დარბოდნენ მაინც ადრე, ეხლა მომენტებში თუ რამეს იზავდნენ, ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს საკმაოდ კარგი, ვნახოთ რას უზავენ ბერძნებს, მგონია რომ ბერძნები ქულას აიღებენ მათთან
სამ.კორეა - კარგად დაიწყეს, მაღალ ტემპში, არგენტინასთან ფრისთვის იბრძოლებენ , თუ გამოუვიდათ 90% ჯგუფიდან გავლენ.
საბრეძნეთი - მინდოდა გასულივყნენ ფლეი ოფში, ერთადერთი იმ მიზეზით რომ ჩვენთან სათამაშოდ უფრო დაღლილები იქნებოდნენ მაგრამ რაც ვუყურე ამათ თამაშს ერთი სული მაქვს როდის გავარდებიან რომ მეტი აღარ ვნახო
C ჯგუფი
ალბათ ყველაზე არა საინტერესო ჯგუფი
ინგლისი - მაინც პირველ ჩვენებას ვაწვები

და მგონია რომ ამერიკას ამ ფრით უდიდესი დახმარება აგაუწიეს, ასევე მშვენიერი შანსი აქვთ რომ მთავარი კოზირები არ გამოაჩინონ ფლეი ოფამდე, ალჟირთან და სლოვენიასთან არ შეექმნებათ სირთულეები და 6 გოლზე მეტს გაიტანენ ორივეში ერთად
ამერიკა- ითამაშა დალაგებული თამაში, ცენტრში კარგად იდგნენ, შუა დაცვა მომეწონა, მაგრამ კრაინები მხოლოდ მარცხნივ თამაშობდა, ისიც მილნერი სანამ იყო მოედანზე, ჯგუფიდან გავა სავარაუდოდ ინგლისთან მოპოვებული ერთი ქულის წყალობით
სლოვენია და ალჟირი - გადავღებოთ და გადავყაროთ, ალჟირი სულ გადასაგდებია, ხოლო სლოვენიელებს ვაფასებ რუსების აფრიკაში არ ყოფნის გამო

D ჯგუფი
გერმანია - ითამაშა მშვენიერი ფეხბურთი , მაგრამ ავსტრალია არაა ის გუნდი რომლითაც შეიძლება გაიზომოს გერმანიის კარგი თუ ცუდი გუნდობა, საუდის არაბეთიც დაიჭირეს ეგრე მარა რა.
ნახევარდაცვა კარგია მაგრამ არა იმ დონის რომ ესპანეთის და ინგლისის დარ გუნდების ნახევარს გაუძლოს. აუ ფიდერ ზეინ დოიჩ ცოტა ხანში ( ფრინგისის არ წაყვანის გამო მინდა რომ გავარდნენ მალე )

ავსტრალია - 11 კენგურუ და ერთი კოალა მწვრთნელად უფრო კარგი იქნებოდა ვიდრე ეს ლონდრეები, სანამ ბურთი თავზე არ დაახუროს ვერ მიხვდნენ რომ კრაინები ამოეწია და ერთი შუა ნახევარმცველი უფრო მოძრავად ექცია. რაგბში მაგრები არიან

სერბეთი - გამიხარდა რომ წააგეს განელებთან, ისიც იმიტომ გამიხარდა რომ დარწმუნებული ვარ გერმანიას შეჭამენ 18 ში, ეს კი ძალიან გაართულებს გერმანელების შანსებს, განა უპრობლემოდ არა მაგრამ მოუგებს ალბათ ავსტრალიას ერთი ბურთით მაინც. მგონია რომ ამ ჯგუფიდან სერბეთი გავა, ასევე გერმანიაც მაგრამ ჩემი სურვილი იქნება რომ განამ ჩატოვოს გერმანია ( მხოლოდ სურვილია ვიცი

)
E ჯგუფი: არცერთი თამაშისთვის არ მიყურებია, ჰოლანდია - დანიას შევხედე 20 წუთი და ვერაფერს ვიტყვი


ეს პროსტა, ჩემსას მაინც ვახარებ რა
მიმაგრებული სურათი
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari