სავარაუდოდ ალბათ მართალი ბრძანდები(თ)!
უბრალოდ ერთ მეტად მნიშვნელოვან დეტალს არ ითვალისწინებთ.
მარტივად რომ აგიხსნათ არსებობენ ფეხბურთელები რომელთა შეფასება თანხის ოდენობით არ არის მართებული მიუხედავად იმისა ეს სავარაუდო თანხა რამდენ ნოლს შეიცავს.
ტორესი შეუფასებელია!
სხვათა შორის ისევე როგორც სტივი, კარა ამ წუთას მათთან ერთად პეპე, აგერი რა თქმა უნდა ასევე თავის დროზე რობი და სხვა მათ დარად 'ლამაზად' ჟღერადი გვარის შვილები!
მათი შეფასება დოლარების ან გინდ ფუნტების ოდენობით ლივერპულის ქომაგისათვის არ შეიძლება და არც 10 000 და არც
100 000 000 ფუნტი არ ღირს უერთგულესი უპატიოსნესი ადამიანების სანაცვლო ფასად!
აქ რაულ მადრიდი კი არ არის სადაც თავიანთ ლეგენდას შალკეში გააბითურებენ მაშინ როდესაც ვიღაც პილასოსში 100 000 000 შეიძლება გადაყარონ და ასე ნოლების ოდენობით აფასებენ პიროვნებებს!
იყო და არის ხოლმე მოსაზრება რომ აი ზიდანი მაგარი იყო ან ფიგუ ან სხვა ნებისმიერი იქ სხვა და სხვა დროს გადასული მობურთავე. მე მათ მიმართ მათ მისამართით ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს ბოი ვასოს დარად: პატიოსანი და მაგარი ფეხბურთელი მადრიდის რეალში კი არ გადავა არამედ ერთი ორს სხვაგან გააგორებს და სახელს იქ მოიხვეჭავს მართლაც დამფასებელი ფეხბურთის ქომაგის თვალში ხო მართლა ტიტულებსაც იქ იმ პატიოსან ქომაგის გასახარად მოიპოვებს მართლაც დიდი ფეხბურთელი.