ესპანეთს როგორც ნაკრებს ამ ფორმაციით და განსაკუთრებით ამ მწვრთნელის ხელში მე ვერ ვუქომაგებ!
აი ტორესს პირადად და რეინას(თუ მოხდა და როგორმე ძირითადში დააყენეს) რა თქმა უნდა მხოლოდ წარმატებებს უსურვებ!
არგენტინას რაც შეეხება მაქ ყველაფერი უკუღმაა ესპანეთისგან განსხვავებით. მანდ მხოლოდ მწვრთნელს ვქომაგობ.
გერმანიას ამ ფორმაციისას განსაკუთრებით როგორ უნდა უქომაგო, მაგათი ოზილი დედა ვატირე.
მე მაპატიეთ და ბრაზილიის მარცხი ისევე მახარებს მე პირადად ყოველთვის როგორც მოსკოვის სპარტაკის ან მადრიდის რეალისა თუ რივერ პლაიტის და კიდე სხვა და სხვა ხარახურა კლუბების.(მათთან პირადი ანგარიში მაქვს რომელსაც დიდწილად ლივერპულთან კავშირი არ აქვს.)
ჰოლანდია მომწონს მაგრამ ამ წუთას იმ ფუტბოლს არ თამაშობს რომ აღფრთოვანება მომგვაროს.
ურუგვაის როგორც ასეთი მსაჯებიდან დაწყებული მათი ფეხბურთელებით დამთავრებული ხსენება და გაგონებაც კი აღარ მინდა!
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეხ გული მეთუთქება და რა ვქნა.
როგორი ნაღდი შანსი ჰქონდა ამ ფორმაციის ინგლისს და როგორი თავისუფალი გასაკეთებელი და გასავლელი მარტივი გზა ჰქონდათ იდეაში ამ ოხრებს.
არადა როგორ მოუხდებოდათ სტივის კარას და ჯონსონს ოქროს მედლები.