ნუ როცა ამდენი ცნობილი ფეხბურთელი იტყვის, რომ ბურთი კი არა იდიოტობააო, ალბათ ასეა. მაგათ თუ არ დაეჯერებათ აბა ჩვენ საერთოდ რა ვიცით. ვნახე კადრები თუ როგორ მზადდება ეგ ბურთი. იბერება რაღაც კაპსულა და მერე წნეხის ქვეშ ედება მას გარედან ტყავის მატერიალი, ანუ აწებებენ. ასე რომ ნაკერები მართლა არა აქვს და მართლაც ბავშვების გასართობ რეზინის 2 ლარიან ბურთს გავს. კატასტროფულია ისევ შორიდან დარტყუმების მაჩვენებელი. გოლები ძირითადად საჯარიმოს შიგნიდან გადის. მართალია მეორე ტურშ თამშის ხარისხი ცოტა გამოცწორდა, მაგრამ დისტანციებიდან ბურთი როგორც მიფრინავდა კარიდან გაცილებით მაღლა ან გვერძე, ისევე მიფრინავს. ეტყობა ამ კომპონენტში ჯერ მუღამი ვერ დაუჭირეს მოთამაშეებმა. მოჭრილი და დაბალ ან მაღალ კუთხეში გატანილი გოლების დეფიციტია შორი დისტანციებიდან. წინა ჩემპიონატებზე სხაპასხუპით რომ გადიოდა. თუმცა თავს ზემთ ძალა არ არის. ახლა სანამ კარის ხაზთან არ მოგიგორდება ბურთი მანამდე ვერაფერს გააკეთებ. აფსუს...