ესეც მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი

ესპანეთის ნაკრები. პირინეელების უძლეველი არმადა, უვარსკვლავესი, უშემადგენლობესი, თურმე უმწვრთნელესი(დღესაც გამოჩნდა დონე მწვრთნელთან... თორე ისე არა უშავს დელ ბოსკეს, მაგრამ ძალიან გაბერილია)...
ვინმე სახელოვანმა კი არა, ერთმა ჩვეულებრივა, ორგანიზებულმა, სიმპათიურმა, ჟილკიანმა გუნდმა წამოიცვა

ბაზარი არაა, შეიძლება ესპანეთი სულ ფინალში გავიდეს მაინც(რაშიც დიდი ეჭვი მეპარებოდა აქამდე და ახლაც არა მგონია ეს მოხდეს), მაგრამ დღევანდელმა მატჩმა მაინც ბევრ რამეს გაუსვა ხაზი და ბევრი დაამტკიცა

იმედია ახლა მაინც შენელდება რაღაც უაზრო აჟიოტაჟები - აშკარა ფავორიტია, ყველაზე მაგარი შემადგენლობა ჰყავს და ა.შ. ტექსტები... ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს მეგობრებო

უდავოდ მაგარი გუნდია, სუპერ შემადგენლობა, დაბალანსებული და ყველაფერი, მაგრამ ეგ არ არის მთავარი ფეხბურთში, ფეხბურთი ამითაა მაგარი

ყველაფერი საჭიროა და არა რაღაც ამოჩემებული დეტალები, ფინტები და ყურით კენწვლები.
რასაც ვამბობდი ის ახდა. ჯერ არ არის მზად ფსიქოლოგიურად ესპანეთი, არ აქვს ის ,ბაგაჟი', რაც საჭიროა მსოფლიოსთვის, ეს ევროპა არაა(ის ევროპაც ცალკე თემაა კიდე), ეს სულ სხვა პონტია და მზად რომ არ არის იმანაც აჩვენა, უთავბოლოდ რომ უტევდნენ, დაბნეულები ბრინჯივით.
მართლა სიმპათიური ნაკრებია, მაგრამ პატივისცემის მიუხედავად - იყო, არის და იქნება სულით არასერიოზული გუნდი, რაც დადასტურდა კიდევ ერთხელ. განა სხვანარად როგორ იქნებოდა ბარსელონას ბირთვით დაკომპლექტებული ნაკრები - ბარსა ხომ ,სიმაგრის', მაგრამ სულით არასერიოზულობის ზეკლასიკური მაგალითია და სრული თანხვედრა მოხდა რა, იდილიაა

დაიწყეს პროფესორობა და წკაპუნი და ქუსლები. არ გამოვა ეგრე ყოველთვის. ინიესტა ყველაზე მეტს პროფესორობდა და აწკაპუნებდა, არადა გაიტანე რა... თუმცა ცდილობდა ინიესტა. ნავასი ჩაერთო მერე მაგრად. ხაბი ალონსო კაცია, მაგარი დაარტყა. ვილიაც ფაფხურობდა, მაგრამ ისე ვერა... მოკლედ იყო მომენტები ცხადია და ტექნიკურ არსენალში უპირატესობა იგრძნობოდა, მაგრამ ამ სულით არასერიოზულობის გამო, ესპანელებმა სახე ვერ მიცეს ამ შეტევებს და უბრალოდ გატანაც არ გამოუვიდათ.
ჰიცფელდის პატარა გაკვეთილი დელ ბოსკესთვის, ისევ დაიდო
თან გაითვალისწინეთ, შვეიცარიას აკლდა ფრაი, არაფრისგან გოლის გამომჩხრეკი იგროკი და ბარნეტა არ იყო ბოლომდე მწყობრში, მაგრამ მაინც იყომარა. ასევე ეგრევე დაეტრავმა ერთ-ერთი ლიდერი სენდეროსი... ეს ყველაფერი გასათვალისწინებელი და დასაფასებელია.
ქება და ქება ბენალიოს! უმაგრესად ითამაშა.
საერთოდ ყველას ქება და დიდება. ბრწყინვალე თავდადება გამოაჩინეს და ყოველთვის ვამბობდი, შვეიცარია მესიმპათიურება კარგი გუნდიათქო, ამ ფორმაციის შვეიცარია. ძალიან ორგანიზებული და მწყობრი. სულ ცოტა რაღაც აკლიათ, უფრო წინ და ვაბშე მაგრები იქნებოდნენ.
დერდიოკი ძალიან ტექნიკურია, ის მომენტი მაგრა შეასრულა იდეაში და სულ ცოტა არ გაუმართლა. მეორეც რო გაეტანათ ბევრად მშვიდად იქნებოდნენ დარჩენილ დროში და იმენაა გასასვლელი ბურთი იყო რა. თუმცა მთავარია მოიგეს
ფეხბურთისთვის ასე ჯობია და ბრაზილია უნდა გავიდეს და ესპანეთი მაგარია და რაღაც ტექსტები არ მაინტერესებს და არ ვაღიარებ. თუ მაიმუნობის გარეშე უგებს ერთი გუნდი მეორეს, ე.ი. დაიმსახურა ეს მოგება და ფეხბურთისთვის ჯობია სამართალი იყოს და ვინც დაიმსახურა ის გავიდეს...
ამიტომ, თუ ჩილე....

მოკლედ მიმიხვდით უკვე რა გეგმაც დავსახე. ჰონდურასი არც ისე სუსტია, მაგრამ იმედია შვეიცარია მოახერხებს და მაინც მოუგებს და მერე დიდწილად ჩილე-ესპანეთში გადაწყდება ამბავი და გაგება... ჩილე ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ არის ორი პრობლემა - დიდი შანსია ზედმტად აყვეს ტინგიცობასა და ტემპში ესპანეთს და მეორე ის რომ ჩილელები ყველაფერს კარგად აკეთებენ, მაგრამ ბოლო ფაზაში უჭირთ და მომენტების განიავება შეიძლება არ ეპატიოთ ესპანელებთან.
რა ვქნა, მახსენდება 1998 წელი - ნიგერია, პარაგვაი,ესპანეთი, ბულგარეთი და ... )))
მოკლედ ეს იყო კიდევ ერთი კარგი გაკვეთილი ესპანეთისთვის და ფეხბურთში არცთუ კარგად გარკვეული ხალხისთვის, თავი პროფესორები რომ ჰგონიათ. ასევე უაზრო აჟიოტაჟი და ესპანეთომანია(ინგლისომანიისა არ იყოს) უნდა დააცხროს ცოტა, დროებით მაინც.
არასახარბიელო შემადგენლობის მქონე გერმანია დგება და ავსტრალიას 4:0-ს უგებს
უსუსტესი სასტავის მქონე იტალიაში მაინც მოიძებნება გლეხი სიმონე პეპე და სხვანი, იტალია უტევს და ძალზედ მძლავრ პარაგვაისთან არ აგებს
ბრაზილია მძიმედ და უხასიათოდ იწყებს, მაგრამ მაინც იგებს ელანოთი და ,არაპაპუასური სასტავით'
...
იმიტომ, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს და უნდა იცოდეს ეს

ეს სამი დიდი საფეხბურთო ნაციაა პირველ რიგში(იქვე ახლოს არგენტინაც). ჰოდა რთულ სიტუაციებშიც ახერხებენ რაღაცის გამოჩხრეკას. ხოლო დიადი შემადგენლობის მქონე უძლეველი პირენეული არმადა ერთ საშუალო დონის, ორგანიზებულ ჯიგრულ გუნდთან მარცხდება... ამიტომ არ გვინდა ხოლმე ეს აჟიოტაჟები რა

ჯერ გადავხტეთ... ოლა(ჰოპლა) მერე დავიძახოთ
ეს სულ სხვა სიმაღლეებია
This post has been edited by Goodman on 16 Jun 2010, 20:59
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani