ძალიან მოკლედ, მხოლოდ ჩემი მოსაზრებები
A ჯგუფი
ურუგვაი - ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ...... თუ ასე გააგრძელეს, პატარა ყისმათის შემთხვევაში არ გამოვრიცხავ ოთხეულში ამოყოს თავი;
საფრანგეთი - რაღაცნაირი უფანტაზიო, ჯაგლაგი გუნდი, რომელიც რიბერის იმედად თუ იქნება;
მექსიკა - შორს წავიდოდა დაცვაში ღია კარის დღე რომ არ ქონდეს გამოცხადებული ......... რაც შეეხება მეკარეს - NO COMMENT;
სამხრეთ აფრიკა - ამ გუნდმა თავისი მაქსიმუმი უკვე აჩვენა - 1 ქულა ურიგო საქმე როდია.
B ჯგუფი
არგენტინა - ძალიან ძლიერი და კარგად დაბალანსებული გუნდია ...... კიდევ უფრო გაძლიერდება თუ მარცხენა ფლანგზე დი მარია გაამართლებს გაცემულ ავანსებს ...... რა ჩემი საქმეა, მაგრამ მაინც - აფსუს ძანეტი;
ნიგერია - წაგების მიუხედავად მგონია, რომ გავა ჯგუფიდან, რაც ამ გუნდის მაქსიმუმად მიმაჩნია;
სამხრეთ კორეა - ბერძნებთან გამარჯვების მიუხედავად არაა ეს კორეა რაიმე სერიოზულის გამკეთებელი;
საბერძნეთი - NO COMMENT.
C ჯგუფი
ინგლისი - კაპელოს გენიის მიუხედავად ისევ იმ აზრზე ვდგევარ, რაზეც ჩემპიონატის წინ ვიდექი - ჩემპიონობის #1 კანდიდატად შერაცხული გუნდის მაქსიმუმი 1/4 ფინალი მგონია, ისიც მაგარი გამართლების შემთხვევაში ...... ძალიან ძნელია რიოს ტრავმით გამოწვეული სიცარიელის ამოვსება დაცვის ცენტრში, გუნდს არ ჰყავს საიმედო მეკარე, თავდასხმაში მხოლოდ რუნის იმედად შეიძლება ყოფნა და რაც ყველაზე მთავარია, ერთი შეხედვით უძლიერეს ნახევარდაცვაში არ არის შემოქმედი ფეხბურთელი (ჩამშლელ-ტერორისტები იცოცხლე ბევრია) ისეთი, როგორიც თავის დროზე თუნდაც ბექზი იყო;
აშშ - ბრწყინვალედ ორგანიზებული და სწორი ფეხბურთის მოთამაშე მაგრად დაბალანსებული გუნდი, ბევრს გაამწარებს, დამიჯერეთ
სლოვენია - ალჟირი - თვითონაც არ იციან რა უნდათ და მე რაღა დავწერო

D ჯგუფი
გერმანია - I ტურში საოცარი ფეხბურთი აჩვენეს ფრიცებმა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს რამოდენიმე მომენტი - ა) მათი მეტოქე ავსტრალია იყო, ბ) ევრო2008-ზე ჰოლანდიას რაც დაემართა ვშიშობ ის არ დაემართოს ბუნდესნაკრებს ანუ არის ზღვარი, რომლის იქით იმაზე უკეთ ვეღარ ითამაშებ, რასაც თამაშობდი, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ყველა მატჩში ავსტრალიასთან ნაჩვენები დონის შენარჩუნება წარმოუდგენლად ძნელი იქნება, თან მეტოქეებიც გაცილებით ძლიერი გუნდები იქნებიან ........ ყოველ შემთხვევაში გერმანელებს პირადად მე ვუსურვებდი - ტაკ დერჟატ, ამით ფეხბურთიც მოიგებს და ჩვენც, რიგირთი გულშემატკივრებიც მაგრად ვისიამოვნებთ;
განა - მაგარი შეკრული, ოხერი გუნდია ...ესიენი რომ ყავდეთ შეიძლება შორს წასულიყვნენ, მარა ეხლა 1/8 მგონია მაგათი მაქსიმუმი.
სერბეთი - უნიჭო, უფანტაზიო გუნდი (სამწუხაროდ) .... მიხარია რომ ეს პროგნოზიც მოვარტყი (ბილეთი მაქვს ერთი, სადაც ჯგუფში ჩატოვებული მყავს მექსიკა, საბერძნეთი, სერბეთი, ალჟირი და პორტუგალია)
ავსტრალია - შეიძლება სერბეთს მოუგოს, მაგრამ ჯგუფიდან ვერ გავა
E ჯგუფი
ჰოლანდია - აშკარად აკლდათ რობენი, მაგრამ მაინც კარგი თამაში აჩვენეს და დამსახურებულადაც მოიგეს ...... 1/4- მდე მივა და მერე არ ვიცი რა მოხდება;
დანია - წაგების მიუხედავად მაინც მგონია, რომ გავა ჯგუფიდან ......... კარგადა შეკრული გუნდია, გამართულ ფეხბურთს თამაშობენ, ბენდტნერიც ატამაშდეს იქნება და .....
იაპონია - იაპონელთა მოგება მაინც შემთხვევითობა მგონია, ვნახოთ
კამერუნი - იგივე ვფიქრობ, რაც სლოვენია-ალჟირზე დავწერე
F ჯგუფი
იტალია - მაპატიონ მაკარონიკების ქომაგებმა, მაგრამ ამ გუნდის პერსპექტივა ძალიან მუქ ფერებში მესახება ...... არა მგონია 1/8 ფინალს გასცდნენ
პარაგვაი - ტოჟე სამოე, ჩტო ი იტალია
სლოვენია-ახალი ზელანდია - ორი დებიუტანტი, რომელთაც დასაკარგი არაფერი აქვთ ...... სლოვენიელებისგან მოველი რაღაც გოთვერნობას, ჩუიუ სპინნიმ მოზგომ
G ჯგუფი
ბრაზილია - ბრაზილიის ქომაგი ვარ 32 წელის უკვე და ვერ ვიქნები ობიექტური სელესაოს შეფასებისას. მით უმეტეს, რომ აშკარად ისეირნეს პირველ თამაშში, იმედი მაქვს შემდეგ მატჩებში გაცილებით სერიოზულად მიუდგებიან საკითხს;
კოტ დ'ივუარი - აფსუს დროგბა რომ არ ჰყავდათ........ მაინც მგონია, რომ ჯგუფიდანაც გავლენ და ძალიან შორსაც წავლენ, შეიძლება ოთხეულშიც ვიხილოთ სპილოს ძვლის ნაპირელები ...
პორტუგალია - მაგარია კრისწინა, მარა გუნდია ნული ...... ფრთხილდა იყვნენ, ემანდ კომუნისტებთან არ გამოკრან ხელი ბრწყინვალე შაჰის ცოლობას;
კომუნისტური კორეა - ვიღაცას გაამწარებს და ეს ვიღაცა ალბათ მიხვდით ვინცაა

H ჯგუფი
შვეიცარია - ბრავო ჰერ ოტმარ !!!!!!! ...... მაგარი გუნდი ყავს ძია ოტმარს, თან შვეიცარელების ბოლოდროინდელ უდიდეს პროგრესს თუ გავიხსენებთ ყველა ასაკის სანაკრებო დონეზე, არ უნდა გაგვიკვირდეს თუ რატომ გამოწველეს დღეს როჯერ დიდის თანამემამულეებმა ფურია როხა
ესპანეთი - რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ესპანელები - ჯერ ჩემპიონატის წინ ატეხილი აჟიოტაჟი გავიხსენოთ მათ #1 ფავორიტობაზე (2 შვილს გეფიცებით მეცინებოდა ამაზე, ეხლა კი უფრო მაგრა მეცინება) ...... ამას დაუმატეთ ის, რომ ფურია როხამ აუცილებლად უნდა მოუგოს სწრაფ და საკმაოდ ტექნიკურ ჩილეს ...... პლიუს ის, რომ ტორესი ფორმაში არაა, ბარსელონელებმა ნამეტანი ბევრი მიჰქარეს დღეს (ძნელია 2-3 წელიწადი სულ უმაღლეს დონეზე თამაში, ნამეტანი ძნელია) და ა.შ. მოკლედ ძალიან მძიმე დღეშია ესპანეთი
ჩილე - ჰონდურასი მამენტ არაა დიდი ს აზომი და საჯილდაო ქვა, მაგრამ რაც ჩილელებმა აკეთეს, იმასაც ხომ უბნდა შესრულება - ბურთის უსწრაფესი ამოტანა დაცვიდან შეტევაში, ელვისებური კონტრშეტევები და ა.შ. ასე რომ ე სპანელებს ძალაინ მძიმე ბრძოლა ელით ბიელსას ბიჭებტან;
ჰონდურასი არა ღლე

მეკარეს გავიხსენებთ ხოლმე, ის საოცრება ბურთი რომ აიღო ეგაა და ეგ
მადლობთ ყურადღებისათვის