გადავიკითხე გუშინდელი პოსტები და ვერ გავიგე რას ავალდებულებდა ეს ხალხი ესპანეთს, კი შეწყვიტეს თამაში 15 წუთით ადრე მაგრამ, რომელი გუნდიც მარცხდებოდა ის არ უტევდა და იდგა და ამათ თავი რატომ უნდა მოკლათ, რატომ უნდა დაღლილიყვნენ და ყვითლები რატომ უნდა მიეღოთ? პირველად ნახეთ ასეთი რამე?
იტალია მექსიკა გაიხსენეთ 0:0 რო დამთავრდა, იქ საერთოდ იტალია თავის ნახევარზე აგორავებდა ბურთს და მექსიკა თავის ნახევარზე იდგა.
და თუ ვინმე ფიქრობს რო ჩაწყობილი იყო, გამორიცხულია. მოვლენების განვითარებამ მოიტანა ასე და ვერც ერთ გუნდს ვერ მოთხოვდი თავქუდმოგლეჯილი შეტევაში წასვლას როცა ერთი გოლის გაშვებას ჯგუფში ჩარჩენა შეიძლებოდა მოყოლოდა.
და იმას რაც შეეხებ რომ არასპორტული საქციელი იყოო, გინდა არ გინდა ჯგუფურ ეტაპს ახასიათებს ეს და ვერაფერს შევცვლით. თან ძალების დაზოგვაც აუცილებელი იყო მომქანცველი სეზონის შემდეგ და პლეიოფებისა წინ. აი დაიწყება მერვედფინალები და.....
ისე იმაზე ვიკაიფე სილვა რო არ შეუშვეს

რა ტყუილა იდგა ხაზთან