ჩილე საკმაოდ რთული გუნდია ესპანეთისთვის.
არ ვამბობ რო ვერ მოუგებენ მაგრამ არაფერი არ არის გამორიცხული.
მოდი დავაკვირდეთ როგორ გუნდებს უგენს ესპანეთი იოლად.
გერმანია
რუსეთი
შვედეთი
საბერძნეთი
არგენტინასაც კი მოუგო მაგრამ მაშინ მარადონა ისე იყო არეული არ ითვლება
ანუ ეს იმ კატეგორიის გუნდებია რომლებიც მეტ ნაკლებად კარგად ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ მაგრამ იწყებენ
ესპანელები თავის საფირმო მოკლე პასებს +ინი/ხავი/ფაბრიგასი/სილვა ბურთის დამალვას და ამ შენი ორგანიზებულობიდან არაფერი არ რჩება.
ჩილელები
1. არიან ნაკლებად ორგანიზებულები დაცვაში, აქედან გამომდინარე არასტანდარტული ქმედებები მათ რიგებს დიდათ ვერ ურევს რადგანაც იდეალური წესრიგი არასოდეს არ სუფევს.
ისინი რუსების, შვეიცარელების და გერმანელებისგან განსხვავებით მიჩვეული არიან დაცვაში ე.წ. ფორს მაჟორში თამაშს.
2. არიან სწრაფები და ტექნიკურები. ერთი შეხედვით ესპანელების პატენტები. მაგრამ მეორეს მხრივ ის რაც იციან ესპანელებმა ხუთიანზე ჩილელებმა იციან ოთხიანზე. აქედან გამომდინარე ისინი უფრო გამოიცნობენ
რა მწიფდება ხავის ან ფაბრეგასის თავში ვიდრე მერთეზაკერი ან ბაშტრუბერი.
3. მოხსნილი აქვთ ფსიქოლოგიური წნეხი. მუნდიალზე 2 თამაში მოიგეს. თუ ესპანეთთან წააგეს და ისე გამოვარდნენ კრიტიკა ძალიან რბილი იქნება, თუ იქნება საერთოდ.
4. ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ეროვნულ ჩემპიონატში. იქ ჯერ შუა სეზონია და შესაბამისად დაღლილობამაც არ უნდა შეაწუხოს.
5. გრანდების შიში ამ ნაკრებს ისევე როგორც ნებისმიერ სამხრეთ ამერიკულ გუნდს არ გააჩნია. ყოველ წელს მინიმუმ ერთხელ მაინც ხვდებიან ბრაზილიას და არგენტინას. ამიტომ ვაიმე ესპანეთი ევროპის ჩემპიონია და
ხავი მოდი ხელი ჩამოგართვა და მერე 1 წელი არ დავიბან ეგეთი მომენტი არ არსებობს.
მოკლედ იოლი გამარჯვება რო არ იქნება მაგაში დარწმუნებული ვარ.
მე კი მინდა დიდი ანგარიშით მოიგოთ, თუ რატომ მიხვდებით ალბათ იოლად, მაგრამ მე მგონი არ იქნება ეგ ადვილი საქმე.