მაგ თემაში რა გინდა?

meta: Le Roi
SIDCFCმაგ შემთხვევაში უნდა ვითამაშოთ 4-5-1 და შემოდის დამატებითი ნახევარმცველი. Yლე კე(ა)რიკი რასაკვირველია არ უნდა იყოს, რჩება ისევ ჯერარდი...
რუნი-ჰესკი არ გვინდა, რუნი-კრაუჩი არ გვინდა და მაშინ რუნი-Yლეფო? :O
ეგ ჯობია ალჟირელებთან ეთამაშებინათ, ალჟირი და უიგანი მაგის სტიქიაა

სლოვენიასთან ტერის აპსონი შეუწყვილდება
ორშაბათი, 06.21.2010, 10:29pm (GMT+4)
ინგლისის ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საბოლოო მატჩში ინგლისის დაცვის ხაზში ჯონ ტერის "ვესტ ჰემის" კაპიტანი მეთიუ აპსონი შეუწყვილდება.
ინგლისელები სლოვენიელებს ოთხშაბათს, 23 ივნისს გაეჯიბრებიან. სწორედ ამ მატჩის რეზულტატი გადაწყვეტს იმას, გავლენ თუ არა ფაბიო კაპელოს შეგირდები ჯგუფიდან. ინგლისელ ფეხბურთელებს ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევთ.
თუმცა ოთხშაბათს ინგლისელებს ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული ლედლი კინგი და დისკვალიფიცირებული ჯეიმი კარაგერი. ორ ცენტრალურ მცველს აპსონმა და დოუსონს შორის იტალიელმა სპეციალისტმა არჩევანი ბევრად უფრო გამოცდილი აპსონის სასარგებლოდ გააკეთა.
31 წლის აპსონი შესარჩევ ეტაპზე ინგლისელთა დაცვის ბურჯი იყო. სწორედ მეთიუ ცვლიდა რიო ფერდინანდს, რომელიც გასულ სეზონში მუდამ ტრავმირებული იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ მეთიუმ საკუთარ კლუბში საკმაოდ წარუმატებელი სეზონი ჩაატარა, რის გამოც ბოლო მატჩებში კაპელო აპსონს აღარ ენდობოდა.
შეგახსენებთ, რომ სლოვენიელებთან წაგების შემთხვევაში ინგლისის ნაკრებს ჩემოდნის ჩალაგება და სახლში დაბრუნება მოუწევს. ფრის შემთხვევაში კი ინგლისელთა ბედს C ჯგუფის მეორე მატჩი გადაწყვეტს, რომელიც ალჟირსა და აშშ–ს შორის გაიმართება.
This post has been edited by GreenWestHam on 21 Jun 2010, 22:48