მოკლედ ვინც არ უნდა გახდეს მწვრთნელი ჩემი აზრი ესეთია.
უნდა დაბრუნდეს ის დამოკიდებულება რაც იყო ბრაზილიაში 50-60-იან წლებში ანუ:
კოპა ამერიკა, კონფედერაციის თასი, ოქროს თასი, ოლიმპიადა და ა. შ. თუ მოიგონეს კიდევ რამე ტურნირი, არანაირ განსაკუთრებულ ფასეულობას არ წარმოადგენს
ჩვენთვის რადგან ბრაზილიას როცა უნდა ამ ტურნირებს მაშინ მოიგებს.
ბოლო წლებში ამ მეორეხარისხოვან ტურნირებზე იმდენი ტრიუმფი იყო (4 კოპა 97,99,2005,2007 და 3 კონფედერაცია 97, 2005, 2009) რომ მომდევნო მათგანის მოგება არ მოგებას არანაირი პრინციპული
მნიშვნელობა არ აქვს.
ისინი უნდა გამოვიყენოთ მუნდიალისთვის, რომელიც ბრაზილიაში ტარდება, მოსამზადებლად.
უნდა იყოს ბევრი ექსპერიმენტები და მხოლოდ ესე მოხერხდება დაახლოებით 2013 წელს (თუ ყველა არ დავიბრიდეთ მაგ დროს

) ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევა.
უკვე შემოდგომაზე უნდა იქნან მიწვეული ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან ანდრე, ნეიმარი, ერნანდესი და პაულო ჰიკი.
აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ ნაკრებში პატო და მარსელო.
2014 წლისთვის ოპტიმალურ ასაკში იქნებიან.
დაცვა ეწყობა ტიაგო სილვას გარშემო. მაიკონი ალვეში რჩებიან. ისეთ ხოდზე არიან გაქაჩავენ 2014-მდე. ისევე როგორც ჟულიო სეზარი.
ლუსიო ძალიან მაგარია მაგრამ უნდა წავიდეს.
არ ყოფილა ისტორიაში შემთხვევა მცველს თავისი 4 მუნდიალი მაღალ დონეზე ჩაეტარებინოს.
ჟილბერტო სილვა, მელო და საერთოდ ყველა დღევანდელი აპორნი მიდის.
მელო გასაგები მიზეზების გამო, დანარჩენებს ასაკი აღარ შეუწყობთ ხელს.
ამ პოზიციაზე ყველაზე მეტი სამუშაო და სელექციაა ჩასატარებელი.
რონალდინიო არ ბრუნდება თუ მეორე სუნთქვა არ გაეხსნა.
თეორიულად 34 კაცს შეუძლია ითამაშოს მუნდიალიზე მაგრამ დღეს რონის თამაშს ამის პერსპექტივა არ ეტყობა.
რობინიო უპირობოთ რჩება და მასზე ეწყობა გუნდი. შეუძლია ამ კაცს ლიდერობა, წელს დაამტკიცა.
კაკაც 32 წლის იქნება და თავისუფლად შეგვიძლია დავტოვოთ ოღონთ თუ ესეთი ცუდი სეზონი ექნა კლუბში როგორც წელს ქონდა
მაშინ ალტერნატივა უნდა ვეძებოთ.
და რაც მთავარია. მოეშვას ეს ფულის ღორი ტეიშეირა ამხანაგური თამაშების ლონდონში გამართვას.
აბსოლიტურად ყველა ამხანაგური უნდა ჩატარდეს ბრაზილიაში. ფეხბურთელები უნდა მიეჩვიონ საკუთარი პუბლიკის წინაშე თამაშს,
თორე შესარჩევში სტუმრად უკეთესი შედეგი გვქონდა ვიდრე სახლში და ესეთ პირობებში სახლში ჩატარებული მუნდიალი სელესაოს არანაირ უპირატესობას არ მისცემს.
კიდევ ერთი, თუ სერია ა-ს ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელები 19-20 წლის ასაკში რუსეთში ან უკრაინაში გაიქცევიან სათამაშოდ იმ ფაქტს უნდა შევეგუოთ რომ 1/4 ფინალი ჩვენი მაქსიმუმია.