ეხლა ნაკრებს უნდა არა ლეონარდო არამედ ერთი კარგი გამოცდილი მწვრთნელი.
1000 კლუბში რო უმუშავია და არც ტორსიდის კრიტიკის ეშინია და არც საშინელი ბრაზილური პრესის(ინგლისის მერე რა თქმა უნდა

) გავლენის ქვეშ ექცევა.
ცოტა ნაგიჟარი უნდა იყოს დუნგასავით და ყველას აზრი ერთ ადგილზე ეკიდოს.
ხალხის გამოკითხვით შედგენილი ნაკრებების არ მწამს.
სელესაოს ჯეოსტარი არ არის ვინც მეტ ესემესს მიიღებს ის ხვდებოდეს გუნდში.
და რატო ეხლა გეტყვით. საშინელი წნეხი იქნება ნაკრებზე 2014 წელს.
თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვლება ფეხბურთელები იქნებიან უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმის ქვეშ.
ჯერ ერთი ისედაც სელესაოსგან ყოველთვის ჩემპიონობას მოითხოვენ, მეორე მუნდიალი ბრაზილიაში ტარდება და ეს მოთხოვნა 2-ჯერ უფრო გაიზრდება და მესამე 50 წლის კოშმარი ყველას კარგათ ახსოვს.
ამ შემთხვევაში არაადამიანი უნდა იყო მოედანზე გამოხვიდე და არ ინერვიულო, თან სად რიოსა და სან-პაულოში სადაც ყველაზე პრეტენზიული პუბლიკაა და ჩვენსავით საკმარისია ფეხბურთელმა ბურთი
კარგად ვერ გააჩეროს, ან რაიმე მცირე შეცდომა დაუშვას მოედანზე, მაშინვე იწყებენ სტვენას და გინებას.
სელესაოს ტორსიდა ძალიან განსხვავდება ვთქვათ ფლამენგოს ტორსიდისგან.
ერთნი მცირე შეცდომებზე თვალს ხუჭავენ და გუნდს ბოლომდე ამხნევებენ, მაგრამ ნაკრებს უკვე სუსტად თამაში არ ეპატიება და პუბლიკა ნებისმიერ ცუდად ნათამაშებ ეპიზოდს მტკივნეულად აღიქვამს.
ამიტომაც არის სელესაოს ბოლო დროს სახლში უფრო უჭირს თამაში ვიდრე გასვლებზე.
რა მოაშორებს ფეხბურთელებს ამდენ სტრესს და ფსიქოლოგიურ დატვირთვას.
პასუხი ერთია ძალიან პრინციპული მწვრთნელი. დუნგა 2
ეხლა ცოტა უცნაურ რამეს დავწერ მაგრამ ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალი ეს არის.
მწვრთნელმა უნდა მიიღოს არაპოპულარული გადაწყვეტილებები და ამით მთელი დარტყმა წარუმატებლობის შემთხვევაში აიღოს თავის თავზე.
ვიღაც რონალდინიოს მაშტაბის ვარსკვლავი უნდა დატოვოს სახლში, ამით საშინელი წნეხის ქვეშ თვითონ მოექცევა, ფეხბურთელებს კი ეცოდინებათ რომ ვაითუ წააგეს მათ ხალხი ნაკლებად გააკრიტიკებს რადგან
განტევების ვაცის

პოვნა ძალიან ადვილი იქნება მწვრთნელის სახით.
ეს მოუხსნის მათ ფსიქოლოგიურ წნეხს და უფრო თავისუფლად ათაშდებიან.
რატო დატოვა სკოლარიმ სახლში 2002 წელს რომარიო, ჟარდელი და ელბერი. არ იცოდა რო სამივე ედილსონს და ლუიზაოს ჯობდა. იცოდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ
რონალდო, რივალდო და რონალდინიო არავის ახსოვდა და ყველა გამწარებული სკოლარის აგინებდა

ფეხბურთელები კი წყნარ ვითარებაში განაგრძობდნენ ვარჯიშს და მომზადებას.
არაგონესის და რაულის ვარიანტიც იგივე ტაქტიკაა.
მე მგონი მარადონამაც იგივე ცადა, მაგრამ არც არაგონესია და არც სკოლარი ამიტომ, მაგარი სირობა გამოუვიდა.
გააკეთებს მსგავს რამეს ლონარდო, გავს ეგ ყველაფერის თავზე ამღებ კაცს. მე მგონი რო არ გავს.
კარგი ტიპია და სელექციაც ეხერხება მაგრამ ესეთ შორს გათვლილ ნაბიჯებს ძალიან დიდი სამწვრთნელო გამოცდილება ჭირდება თორე არგენტინა დაგემართება
ჩემთვის ლეონარდო, რომელიც ყველასთან კარგათ არის, ტეიშეირასტან, ბერლუსკონისთან, გატუზოსთან თუ პირლოსთან ყველაზე ცუდი ვარიანტია და ესეთი ტიპი მწვრთნელად 2014 წლის მუნდიალზე კოშმარშიც არ მინდა წარმოვინგინო
ვინმე ჟოაო სალდანიასნაირი გიჟი გვინდა, ფედერაციის პრეზიდენტს შესასვლელში რო უპადიეზდებს და იარაღს ესვრის
ემერსონ ლეაო და ვანდერლეი ლუქსემბურგო (თუმცა ამ ბოლო დროს ეგაც ძაან კომპრომისებზე მიდის) 1000 გზის მირჩევნია ლეონარდოს.
სკოლარიც ამ როლს თავის თავზე ვეღარ აიღებს. ყველამ დაიჯერა რო გენიალური მწვრთნელია და მისი გადაწყვეტილებები პრესისთვის სატყუარას როლს ვერ ითამაშებს.
მე მგონი კუკა ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, თან ეხლა მე მგონი უმუშევარია.