მოკლედ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.
II მსოფლიო ომის შემდეგ მხოლოდ ორჯერ მოხდა რომ სელესაო საუკეთესო 8 გუნდში ვერ მოხვდა.
სხვების არ ვიცი და მე ეს ამბავი კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმომიდგენია
ჩვენთვის ყველაფერი ეხლა იწყება.
აქამდე ვინ როგორ ითამაშა, ვინ როგორ ფორმაშია მნიშვნელობას კარგავს.
მთავარია პარასკევს გუნდის შესაძლებლობების 100 % დაიდოს.
გუშინ კაკა და რობინიო იმის გამო რომ ჯგუფის ბოლო მატჩში დაისვენეს ცოტა ამოვარდნილი ჩანდნენ რიტმიდან.
ჩილესთან მშვენიერი ვარჯიში გამოვიდა ასე რომ წესით გუნდი ჰოლანდიასთან თამაშს საუკეთესო ფორმაში უნდა შეხვდეს.