მოკლედ აღარ ხდება რა ეგრე.
ციფრული ტექნოლოგიების დროში ვცხოვრობთ და რაღა დროს აღმოჩენებია
აღმოჩენა ხდებოდა 20-30 წლის წინ.
როცა ხალხი მარტო საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატს უყურებდა და გარშემო რა ხდებოდა მხოლოდ მუნდიალებზე იგებდნენ.
ძველი თაობის გულშემატკივრები რო ამბობენ ბრაზილიის ვბალეშიკობდითო აბა კითხეთ წელიწადში რამდენჯერ უყურებდნენ ნაკრების თამაშებს ან თუნდაც ჰაილაითებს.
ბრაზილიის ჩემპიონატის თამაშის ყურება კი მათთვის ისეთივე აუხდენელი ოცნება იყო როგორც ჯინა ლოლობრიჯიდასთან ღამის გატარება.
იცოდნენ ლელოდან რო ბრაზილიაში იყო კაცი რომელსაც თეთრ პელეს ეძახდნენ სახელად ზიკო.
მერე გამოვიდოდა ვინმე ნელინიო ჩაახვევდა რაღაც სასწაულად და იყო კიდევაც ეს ფეხბურთელი იმათთვის აღმოჩენა.
არადა ნელინიომ ესეთი დარტყმებით თავის კარიერაში 200-ზე მეტი ბურთი გაიტანა და შეიძლება ბრაზილიაში იმასაც კი თვლიდნენ რომ ამ კაცმა მუნდიალზე თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა.
ეხლა ვინ უნდა მოხვდეს სელესაოში ისეთი(სხვა ნაკრებების გულშემატკივრები დარწმუნებული ვარ ესევე იქნებიან) რო მისი თამაში გამიკვირდეს. ციდან ხო არ ჩამოფრინდება. სადღაც თავი ხო უნდა გამოიჩინოს.
ხოდა ვინც ამ ფორუმზე აქტიურად პოსტავს ფეხბურთის განყოფილებაში აქტიურად ადევნებს ამ თამაშს თვალს და ყველა ფეხბურთელს ასე თუ ისე იცნობს.
ამიტომ ეს მოვლენა რო ვიღაც მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენაა და ასე შემდეგ არ არსებობს.
არიან უბრალოდ ფეხბურთელები რომლებიც კარგ ფორმაში შეხვდნენ მუნდიალს: სუარესი, ფორლანი, ბუსკეტსი, ვილია, კლოზე, მიულერი, ბასტოსი, ფაბიანო და ლუსიო.
და არიან ისეთებიც რომლებმაც ვერ შეძლეს საუკეთესო თვისებების გამოვლენა.
როგორც ახალ მიწას ვერ აღმოაჩენ დედამიწაზე, ისე ახალ ვარსკვლავს ვერ აღმოაჩენ 2010 წელს მუნდიალზე