მოკლედ მივყვეთ თავიდან
მეკარეები
ბრაზილიას აშკარად უკეთესი ყავს.
სტეკელენბურგს დასაწუნი არაფერი არ ჭირს მაგრამ სეზარი მაინც სხვა დონეა. მინიმუმუ მეორეა მსოფლიოში დღეს ბუფონის შემდეგ.
ცენტრალური დაცვა.
აქაც აშკარად ბრაზილია ლიდერობს.
ლუსიო-ჟუანი გამოცდილებით, ერთად ბევრი ჩატარებული თამაშით და ბოლოს და შესაძლებლობებით ერთი თავით მაღლა დგანან.
განაპირა მცველები. +1 კიდე ბრაზილიას.
საყდენები. ჟილბერტო სილვა ცოტა დაბერდა და მელო არ ითამაშებს. აქ უპირატესობა ჰოლანდიის მხარეს არის.
შემტევი ნახევარმცველები. +1 აქაც ჰოლანდიას.
თავდასხმა. ფაბიანო რონალდო არ არის მაგრამ კარგ ფორმაშია და არაფრისგან შეუძლია გოლი შექმნას. აქაც უპირატესობა ბრაზილიის მხარეს არის.
ფსიქოლოგია.
+1 ბრაზილია.
ფიზიკური მომზადება
+1 ბრაზილია.
თამაშის დალაგებული გეგმა და რგოლებს შორის კოორდინაცია.
+1 ბრაზილია.
ჰოლანდია ორი პირობით დაამარცხებს ბრაზილიას.
1. თუ სნაიდერი, რობენი და ვან პერსი წლის საუკეთესო თამაშს ითმაშებენ.
2. თუ სელესაოს ფატალურად არ გაუმართლებს.
ისეთი თამაშით როგორიც ბრაზილიამ ჩილესთან და კოტ-დიუვართან ითამაშა ამ ჰოლანდიის დამარცხების შანსი 70-80%-ია.
ისეთი თამაშით როგორიც ჰოლანდიამ ბოლო ოთხ შეხვედრაში აჩვენა ბრაზილიის დამარცხების შანსი 15-20%-ს არ აღემატება.
მოკლედ ჰოლანდიამ უნდა მოუმატოს და ბრაზილია დასლევდეს.