თემა იყო გახსნილი რატომ და როდიდან გულშემატკივრობთ ესპანეთსო და კაი დიდი პოსტი დავწერე რატომ შეიძლება კაცს ესპანეთი მოსწონდეს.
ამასობაში თემა დაუხურია მოდერატორს და ჩემი ნაწერის ესე წყალში გადაყრა შემეცოდა ცოტა არ იყოს
კაი დიდი პოსტი გამოვაცხვე და იყოს აქ

სულ დაკარგვას.
MjaviToარაფერი იმაში არ უნდა იყოს გასაკვირი როცა კაცი ესპანეთს გულშემატკივრობს.
შევეცდები მე გაგცე პასუხი ბრაზილიის გულშემატკივარმა რადგან ამ შემთხვევაში უფრო ობიექტური ვიქნები.
ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია.
ნებისმიერ გუნდს რომელსაც აქვს თავისი სტილი ყავს გულშემატკივრები.
მე ვიცნობ ადამიანს რომელიც შოტლანდიის გულშემატკივარია და ვიცნობ მექსიკის გულშემატკივრებსაც.
მაგრამ იშვიათად რომ სადმე შეგვხდეს რუმინეთის ან ბულგარეთის გულშემატკივარი, მიუხედავად იმისა რომ ეს ორი ნაკრები უფრო წარმატებულია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში
თუ ცალკეულ მონაკვეთებს ავიღებთ. არაფერს ვამბობ პოლონეთზე. გუნდი 70-იან წლებში ორჯერ გავიდა მესამე ადგილზე მუნდიალებზე (ბრაზილიასაც კი ჯობეს) მაგრამ იმის გამო რომ ძალიან სწორ (მაგრამ სხვებისგან) არაფრით განსხვავებულ ფეხბურთს არ თამაშობდა არც პოლონეთის და არც სხვა აღმოსავლეთ ევროპულ ნაკრებებს ქვეყნის გარეთ გულშემატკივრები არ ყავთ.
ჩეხეთი ავიღოთ, ან იუგოსლავია მათი მიღწევების გამეორება წლების განმავლობაში ოცნებად რჩებოდა ესპანელებისთვის მაგრამ არ არსებობს ამ ქვეყნის გულშემატკივარი სხვაგან.
თვითონ ჩეხებს და პოლონელებს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა. შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ მატჩში სიმპათია. აი ნახეთ პატარა ქვეყანაა და რას შვებიან პრინციპით ,მაგრამ არა გულშემატკივრობა.
რატო ხდება ეს. იმიტომ მათ თავისი თვითმყოფადი სტილი არ გააჩნიათ.
არსებობს აღმოსავლეთ ევროპული ფეხბურთის სამი სახე.
1. ლიდერზე აგებული. რუმინეთი-ჰაჯი. ბულგარეთი-სტოიჩკოვი.
2. გუნდურობაზე როცა გუნდში ბევრი ტექნიკური ფეხბურთელია. ჩეხეთი-96, ხორვატია-98 და უნგრეთი 66.
3. დაცვაზე ორიენტირებული სვარკა. 70-იანი წლების პოლონეთი, წლევანდელი სერბეთი და უკრაინა ბოლო მუნდიალზე.
ყველა ეს ნაკრები სხვადასხვა წლების განმავლობაში იცვლის სახეს. იმისდა მიხედვით ძლიერი გამთამაშებლები ყავთ თუ კარგი მცველები და ბულგარეთმა და რუმინეთმა ერთი მატჩის წინ მაისურები რო გაცვალონ
შეიძლება ვერ გაარჩიო რომელი რომელია.
აბა გაცვალონ ესპანელებმა და ინგლისელებმა მაისურები თუ აგვერევიან ერთმანეთში.
აი გუშინ კი იყო ესპანური ფეხბურთის პიკი. რაც თავი მახსოვს ესპანეთი ცდილობდა ეთამაშა ისე როგორც გუშინ ითამაშა.
ვიმეორებ ცდილობდა, აქამდე მთელ რიგ შემთხვევებში არ გამოსდიოდათ მაგრამ მთელი მათი მცდელობა სწორედ ამისკენ იყო მიმართული. თუმცა სიმართე უნდა ითქვას 2008 წელსაც გამოუვიდათ.
როგორც ბრაზილიამ მიაღწია თავის პიკს 82 წელს, შედეგს ყურადრებას ნუ მიაქცევთ, გერმანიამ 74, ხოლო იტალიამ 2006 წელს ისე ესპანეთმა ამას მიაღწია ბოლო ორი წლის განმავლობაში
ეს იყო ესპანური ფეხბურთის იდეალური სურათი.
ბურთის გენიალური კონტროლი ფლეიმეიკერების მიერ, გაცოფებული ჩამშლელბი და მოკლე პასი, მოკლე პასი, მოკლე პასი, მოკლე პასი კიდევ ერთი მოკლე პასი
ეს სტილი ძალიან გამოკვეთილია.
ამიტომაც ესიმპათიურება ესპანეთი უამრავ ადამიანს და არა მარტო ჩვენთან.
ამიტომ ნუ იკითხავთ რატო მოსწონს და გიჟდება ხალხი ესპანეთზე.
ამისთვის არანაკლები წინაპირობა არსებობს ვიდრე ვთქვათ გერმანიის, ინგლისის ან ბრაზილიის საგულშემატკივროდ.
და როცა შენ შენი სტილი გაგაჩნია და იცი საითკენ უნდა განვითარდე შედეგი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა.