მთავარი რატომაც ფეხბურთი არის ნომერ პირველი სპორტი არის მისი მრავალფეროვნება.
ვინმე თუ იტყვის რით განსხვავდება ერთმანეთისგან მაიამი ჰიტი და ბოლტონ სელტიკსი.
მხოლოდ მასში მოთამაშე კალათბურთელების სიძლიერით და მენეჯმენტის დონით.
NBA-ის უდუდესი პატივისცემის მიუხედავად ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან ჩრდილოურ და სამხრეთულ სკოლას.
თუ მაინც არსებობს ეს განსხვავება ის იმდენად უმნიშვნელოა რომ მე, რომლისთვისაც კალათბურთი #2 სპორტია ვერ ვარჩევ.
ფეხბურთში კი წარმოუდგენელი იყო ერთმანეთში აგრეოდა ბრაზილიელი და გერმანელი ფეხბურთელები. იმდენად განსხვავებული თამაშის ხედვა და პლასტიკა ქონდათ მათ.
განსხვავდებოდა თამაშისადმი მიდგომა და საფეხბურთო ფილოსოფიაც. ეს მარტო გერმანელებს და ბრაზილიელებს არ ეხებათ. ყველა დიდი საფეხბურთო სკოლა განსხვავდებოდა და მეტნაკლებად
ეხლაც განსხვავდება ერთმანეთისგან.
დღეს კი რა ხდება?
ყველამ დაიწყო ერთნაირად თამაში.
დღეს ჩვენ ვუყურებთ კოკტეილს რომელიც ინგლისურ-ჰოლანდიურ-იტალიური ფეხბურთის ნაზავს შეადგენს
იტალიური მწყობრად დგომა დაცვაში, ჰოლანდიური ტოტალური ფეხბურთის პრინციპები და სისწრაფე+ინგლისური ხასიათი რაც თამაშის ყველა ეპიზოდში ბოლომდე ჩართვას გულისხმობს.
მე არ ვამბობ რომ ეს ცუდია. პირიქით შეიძლება ოპტიმალური შერწყმაც კი იყოს მაგრამ როცა ყველა ესე თამაშს ცდილობას, რამდენად გამოსდით ეს უკვე სხვა საქმეა, ფეხბურთი კარგავს უკვე იმ ხიბლს, რაც მას თუნდა 90-იან წლებში ქონდა.
როცა ბრაზილიელები ევროპულად თამაშობენ და პორტუგალიაა მოედანზე თუ იტალია ძნელი გასარჩევია, მუნდიალი ნელ-ნელა ემსგავსება ამერიკული პროფესიული ფეხბურთის ლიგას.
96 წელს პორტუგალია რო ვნახე ევროზე მათი რბილი თამაშის სტილით მოვიხიბლე. მაშინ კრისტინას დონის ვარსკვლავი არ ყავდათ. დღეს რამ უნდა მოგხიბლოს ამ ნაკრებში.
დაცვაში მწყობრათ თამაშმა?
იტალიელები რით არიან უარესები?
ბოლომდე ბრძოლამ?
ურუგვაიც მშვენივრად იბრძვის?
ტექნიკამ?
რომელი საუკუნეა? ტექნიკით დღეს ვის გააკვირვებ.
ანუ 2 ვარიანტია, ან ძველი სიმპატიები მოგყვება ამ ნაკრების მიმართ ან რომელიმე ვარსკვლავის გამო უნდა ამოიჩემო.
მისაღები ვარიანტია, მაგრამ ძველი ვარიანტი ჯობდა, როცა ნაკრებს მათი თამაშის სტილის გამო ირჩევდი და არა ცალკეული ფეხბურთელებისა.
ესპანეთი დღეს არის ერთადერთი ნაკრები თანამედროვე ნაკრებებს შორის რომელმაც განსხვავებული სტილი შემოინახა.
ისინი ტიკი-ტაკათი თამაშს ყოველთვის ცდილობდნენ და აი ბოლო 2 წელია გამოუვიდათ კიდეც. სხვა საქმეა რამდენად მოგწონს ფეხბურთისადმი ესეთი ეკონომიური მიდგომა.
გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ფაქტი ერთია თანამედროვე ფეხბურთი ესპანეთის ნაკრების გარეშე კიდე უფრო გაღარიბდებოდა.
ამიტომაც ალალია მათზე ჩემპიონობა(არ ვამბობ რო ჰოლანდია არ იმსახურებს) და ამიტომ ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებენ.
სანამ გულშემატკივრები იმის შესახებ ვიდავებთ მისაღებია ეს სტილი თუ არა, რითაც რომელიმე ნაკრები წარმატებას აღწევს, ფეხბურთი ყოველთვის საინტერესო თამაში იქნება.
როცა რომელიმე სტილი გაბატონდება და ყველა ერთნაირად ათამაშდება (თუნდაც ეს ჩემთვის ყველაზე მისაღები რიოული ზედმეტად გახსნილი და შემტევი ფეხბურთი იყოს) ჩათვალეთ რომ რეგრესი დაწყებულია.
This post has been edited by babaiaro on 11 Jul 2010, 15:28