იცით რა მიკვირს (აქუბარდიას დიქციით)
რატომ ესპანეთი? არა, არის სიმართლე ბევრი მაგაში, მაგრამ, მაგრამ როცა ესპანეთის მეტოქე არის გუნდი, რომელიც კიდევ უფრო ,,უფრთხილდება ბურთს" უბრალოდ ,,მტრის" სუნი უდის

მტერი კი ყოველთვის იმას ამბობს რაც მას აწყობს

მოვიყვანო ,,ნამდვილი" სტატისტიკა, თუ ,,ესპანეთი თუ გახდა, იქნება ჩემპიონი ყველაზე ნაკლები გატანილი ბურთით" დონეზეა მთელი მსჯელობა აგებული?

რა თქმა უნდა არ დავიწყებ დავას რომ ესპანეთის ნაკრები ყველაზე მეტ პასს აკეთებს არა მარტო ,,მოკლეს" არამედ თითქმის ყველანაირი კატეგორიის.
მოდი ამით დავიწყებ
ყველა გრანდი, ცდილობს რომ ჰქონდეს ბურთი და მეტი პასი გააკეთოს
ასეა საკლუბოზეც, ასეა სანაკრებოზეც, ასეა ლიგასი, ასეა ეროვნულ ჩემპიონატებში (მსურველებს დავუდებ ნაკრების თუ გუნდების პასების საშუალო რაოდენობას)
ყველაზე პასავიკი გუნდები ყოველთვის არიან
ესპანეთი, ბრაზილია, არგენტინა, გერმანია, ჰოლანდია და იტალია.
კლუბებში ბარსა, რეალი, ბაიერნი, რეალი, ჩელსი, იუვენტუსი, მანჩესტერი, ლივერპული - ყველას უყვარს ბურთი
გამონაკლისია ინტერი, რომელმაც ლიგა ბურთის გარეშე მოიგო, მაგრამ ინტერიც იტალიაში ბურთს ფლობს მეტად, ვიდრე კონკურენტები, ანუ ინტერის და მსგავსი ერთეული შემთხვევები კანონზომიერება არაა

ამას იმიტომ ვწერ, რომ უნდა მოვრიგდეთ

იმაზე, რომ თუ გუნდი ძლიერია, ის ცდილობს ,,პირველ ნომრად" ითამაშოს
ბურთს კი მაშინ თმობს, როცა მეტოქე მასზე ძლიერად ,,ითვლება"
ვინც მეტყვის რომ ინტერი ბურთს უთმობს ვინმეს იტალიის ჩემპიონატში (განსაკუთრებით სუსტებს), შემიძლია დავუმტკიცო რომ ეგრე არაა
(ამით არ ვამბობ რომ ბარსა ინტერზე ძლიერია, ანუ სხვა რამეს ვამბობ რა ნუ დამაწერინებთ მეორე ამდენ ახსნას. ინტერი რა ბურთს დაუთმობს კრემონეზეს? ან კრემონეზე ბურთს დაუთმობს ....?)
წელს ესპანეთი აკეთებს საშუალოდ 675 პასს (ყველანაირს)
2. არგენტინა 566
3. იტალია და გერმანია 518
5. ბრაზილია 516
(საკლუბშო ბურთს ყველაზე მეტად ძირითადად ფლობენ ყოველთვის ბარსა, რეალი, ბავარია, ლივერპული, ჩელსი, იუვენტუსი და ა.შ. გრანდები. რაც არ უნდა ეგონოს ვიღაციჩს რომ ჩელსი იუვენტუსი თუ ლივერპული უბურთოდ თამაშობენ)
ბარსა, გასულ წელს აკეთებდა ლიგაშI საშუალოდ 733 პასს, ანუ ესპანეთს იქამდე უკლია. თუმცა ეს ესპანეთი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ბარსა ესპანეთის ჩემპიონატში
კოლუმბიის ნაკრები 94-ში კარგა 50 პასით (საშუალოდ) მეტს აკეთებდა ვიდრე ესპანეთი. ანუ აქ ესპანეთი ტიკი-ტაკა ეს რა ვნახეო, არაა
ამას ცდილობს ყველა, ვინც თავს თვლის ძლიერად. ყველაზე მეტად ბურთის ქონას ზუსტად ბარსა, რეალი ბავარია მანჩესტერი და ვიმეორებ აშკარად.
კოლუმბიასაც ეგონა, რომ ყველაზე ძლიერები იყვნენ. ასევე - ბურთის დაჭერა რომ შეგიძლია, ეს უკვე ნიშნავს კიდეც, რომ ძლიერი ხარ. ბურთს თმობ (გათმობინებს) მხოლოდ შენზე უფრო ძლიერთან.
ახლა ამ შესავლის მერე მივედით იქამდე, რასაც ამ პოსტის ავტორი ემართლება ესპანეთს, რომ ასე ვთქვა ბურთს აგორავებენ და მოსაწყენია, გასაგებია
ჰოლანდია უფრო მეტს აგორავებს ბურთს საკუთAრ ნახევარზე, ვიდრე ესპანეთი (ეს სტატისტიკა 10-ჯერ დამიწერია სხვადასხვა თემაში)
რატომ არ აღიზიანებს ეს აქ ვაჟკაცებს?
ხოდა მივედით იქამდე. დიახ, ესპანეთი ბურთს პასის დროს უფრთხილდება, მაგალითად
4051 პასიდან მხოლოდ 201 გააკეთა საჯარიმოში, იქ, სადაც ბურთი იკარგება და ყველაზე პატარა სიზუსტე შეიძლება გქონდეს
თვით ურუგვაიც კი, გუნდი რომელსაც ბურთი არ სჭირდება, წილობრივად მეტ პასს აკეთებს საჯარიმოში
ანუ
ესპანეთი
201/4051 = 0.0496
ურუგვაი:
158/2595 = 0.0608
ვხედავთ რომ საკმაოდ დიდი სხვაობა (ამ შემთხვევაში დიდია ეგ მეასედები

)
ანუ, ის რომ ესპანეთი საჯარიმოში უშვებს საშუალოდ 33.5 ბურთს და ურუგვაი მხოლოდ 23-ს, აქ არ გამოდგება, რადგანაც როგორც უკვე ვთქვით ორივეს ბურთი უკავია თავისი ძალების შესაბამისად, ურუგვაი რასაც ახერხებს უკავია და უფრო მეტს აკეთებს ,,გამწვავებაზე" ვიდრე ესპანეთი.
გერმანია, იტალია, ინგლისი,
ანუ მსჯელობა სწორია
ჰოლანდია 117/2863 = 0.0408
ჰოლანდია მეტად უფრთხილდება ბურთს როცა მას აქვს ბურთი
ვიდრე ესპანეთი
ბრაზილია 109 / 2582 = 0.0422
ბრაზილიაც ასევე, ესპანეთზე მეტად წელავს ბურთის საჯარიმოში, ყველაზე ,,დაკარგვად" ტერიტორიაზე გაგზავნას
არგენტინა 107 / 2830 = 0.0378
არგენტინა საერთოდ უჯოკრავს ყველას ამაში
და ა.შ.
ანუ, სახეზეა მიკერძოება

(ძალაუნებური რა თქმა უნდა, ძნელია ზუსტად შეამჩნიო ეს მხოლოდ თვალით

)
თუმცა, როცა მეტოქე ჰოლანდიაა, დიახაც ადვილი იყო შემჩნევა ამისი, თუმცა არ იმჩნევთ.
* * *
და ჩემი აზრით პრობლემის სათავესაც დავწერ, ეს ჩემი ექსპერიმენტული აზრია და მეტი არაფერი

პასში კი არაა პრობლემა, პრობლემაა იმაში რომ მწვრთნელებმა თვითონ შეიყვანეს ჩიხში ფეხბურთი ამ ,,ზედმეტი გუნდურობით"
აღარაა დრიბლინგი

(იხილეთ ბარსას თემაში დრიბლინგის კლების სტატისტიკა

)
და ა.შ. ბევრი რამეა და უბრალოდ არ ღირს
ის კი ნამდვილია, რომ ბურთის ფლობით მეტოქის განიარაღება მართლაც ხდება ესპანეთის მიერ (ანუ დაცული რომ იყოს იმ თვალსაზრისით)
მაგრამ ეს არაა მარტო ესპანეთის პრობლემა, ესაა ფეხბურთის პრობლემა.
This post has been edited by გუმბერნა on 11 Jul 2010, 17:44