ძლივს მივაგნე პორტოს თემას
პორტუს 5 ფეხბურთელს პატიმრობა ემუქრება"
"პორტუს" 5 ფეხბურთელს, ჰალკს, ელტონს, საპუნარუს, ფუსილეს და კრისტიან როდრიგესს ბრალდება წარუყენეს ფიზიკური ძალადობის გამო.
პორტუგალიის გენერალურმა პროკურორმა ფეხბურთელები დაადანაშაულა სტადიონის თანამშრომლების ცემაში. ეს ფაქტი 2009 წელს სტადიონ და ლუჟზე, "ბენფიკასთან" მატჩში მოხდა. განცხადების მიხედვით "პორტუს" ხუთმა ფეხბურთელმა გასახდელში დაზიანება მიაყენა სტადიონის ორ თანამშრომელს.
ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ჰალკს, ელტონს, ფუსილეს და როდრიგესს სამ წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. საპუნარუს სასჯელის ვადამ კი შეიძლება ხუთი წელი შეადგინოს, რადგან ის ადრეც იყო გარეული ასეთ საქმიანობაში.