11 აგვისტოს შოტლანდიის ნაკრები სტოკჰოლმში შვედეთს ხვდება ამხანაგურ მატჩში და მწვრთნელმა კრეიგ ლევინმა 23-კაციანი შემადგენლობა ჩამოწერა, სადაც ვხედავთ გლაზგოს “რეინჯერსის” ლოთ მეკარე ალან მაკგრეგორს.
28 წლის მაკგრეგორი შოტლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება და ნაკრებშიც რამდენიმე შეხვედრა აქვს ნათამაშები, მაგრამ შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ მას სამუდამო დისკვალიფიკაცია გამოუწერა შარშანდელი ქცევებისთვის. მაკგრეგორი ხშირად სვამს და არცთუ მშვიდი სიმთვრალე აქვს. 2009 წლის აპრილში მორიგი დალევისას ისეთი ხმაური მოაწყო, რომ ქვეყანას დაანახვა თავისი ხასიათის ბნელი მხარეები და ფედერაციამაც სამუდამოდ მოკვეთა ნაკრებიდან. კლუბში იოლად გადარჩა, “რეინჯერსმა” მხოლოდ ორი კვირის დისკვალიფიკაცია გამოუწერა, რაც ნამდვილად სიმბოლურ სასჯესჯელად ჩაითვლება.
მაგრამ აი, შოტლანდიის უმთავრესი მეკარე კრეიგ გორდონი დამტვრეულია და კრეიგ ლევინს ისღა დარჩენოდა, ფედერციისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნა ეთხოვა.


:D