
1938 მუნდიალის გუნდი. მარცხნიდან: იაკობი, გელეში, ლერნერი, მიუნცენბერგი, გოლდბრუნერი, იანესი, ზიფლინგი, ურბანი, კუპფერი და კიტცინგერი

უვე ზეელერი
ექსკურსი გერმანიის ნაკრების ისტორიიდან:
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ნაკრებმა უნიკალურ შედეგებს მიაღწია. მეორე მსოფლიო ომამდე გერმანიის ეროვნული გუნდის საუკეთესო მიღწევა 1934 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილი იყო. ომის შემდეგ გერმანია ორ ნაწილად დაიყო. 1948 წელს აღმოსავლეთ გერმანიას საკუთარი ფეხბურთის ფედერაცია და ჩემპიონატიც ჰქონდა, მაგრამ ''მეზობელ'' გერმანიში უფრო დიდ ყურადღებას აქცევდნენ გუნდურ თამაშებს, გდრ-ში კი პირიქით, ინდივიდუალური სპორტის განვითარებაზე ზრუნავდნენ. გდრ-ის ორ უდიდეს მიღწევად 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი და ერთადერთი გამარჯვება გფრ-სთან, ანგარიშით 1:0.
დასავლეთ გერმანია 1946 წელს ფიფადან გარიცხეს, თუმცა 1950 წელს ისევ დააბრუნეს. 1954 წელს გერმანიამ ზეპ ჰერბერგერის ხელმძღვანელობით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალში გფრ-ის ფეხბურთელებმა პუშკაშის უნგრეთი დაამარცხეს 3:2. ეს უნგრელებისთვის ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ მეორე მარცხი გამოდგა.
ამის შემდეგ გერმანელებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს. 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი, 1962 წლის მუნდიალის მეოთხედფინალი და 1966 წლის სკანდალური ფინალი უემბილზე.

1966 წლის ფინალი. ვილი ვებერი 90-ე წუთზე ათანაბრებს - 2-2
70-იანი წლები ოქროს ხანად მიიჩნევა გფრ-ისა და მიუნხენის ბაიერნისთვის.
რეკორდმაისტერმა ზედიზედ სამჯერ შეძლო ჩემპიონთა თასის დაუფლება - 1974, 75,76 წლებში. გფრ-ის ძირითად ბირთვს სწორედ ბაიერნის ფეხბურთელები წარმოადგენდნენ 1974 წლის მსოფლიოსა და 1972-80 წლების ევროპის ჩემიონატებზე. 1976 წელს გფრ მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

80-იან წლებში გფრ-ში ახალ ვარსკვლავები გამოჩნდნენ: ლოთარ მათეუსი, რუდი ფიოლერი, იურგენ კლინსმანი. 1982, 1986, 1990 მუნდიალებზე გერმანია ფინალურ მატჩებში თამაშობს, თუმცა მხოლოდ 1990 წელს ახერხებს გამარჯვებას და მესამედ ხდება მსოფლიოს ჩემპიონი.

1996 წელს გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს იგებს. ამჯერად უემბლიზე გერმანელებს მეტოქეობას ჩეხეთის ნაკრები უწევს. ოლივერ ბირჰოფის ოქროს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. შემდეგი ორი დიდი ტურნირი - 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანელებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. 2002 წელს კი გერმანელები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიასთან მარცხდებიან 2:0.

2006 წელს გერმანიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანელებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ხოლო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ფინალი დათმეს, ამჯერად ესპანელებთან.

გერმანიის ნაკრების ტიტულები:
მსოფლიოს ჩემპიონი 1954, 1974, 1990
ვიცე-ჩემპიონი 1966, 1982, 1986, 2002
ევროპის ჩემპიონი 1972, 1980, 1996
ვიცე-ჩემპიონი 1976, 1992 , 2008
გერმანიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირები (ხუთეული):
1. გერჰარდ მიულერი - 68

2. იოახიმ შტრაიხი - 55 (DFV)
3. მიროსლავ კლოზე - 52 (27.07.2010 მონაცემებით)

4-5 იურგენ კლინსმანი - 47

4-5 რუდი ფიოლერი - 47
6. კარლ-ჰაინც რუმენიგე - 45
ფეხბურთელთა მიერ ჩატარებული თამაშების სარეკორდო რაოდენობა:
1. ლოთარ მათეუსი (14.06.1980 - 20.06.2000) - 150
2, იურგენ კლინსმანი (12.12.1987 - 04.07.1998) - 108
3. იურგენ კოლერი (24.09.1986 - 04.07.1998) - 105
4, ფრანც ბეკენბაუერი (26.09.1965 - 23.02.1977) - 103
5. იოახიმ შტრაიხი (08.12.1969 - 20.10.1984) DFV - 102
6. თომას ჰესლერი (31.08.1988 - 20.06.2000) - 101
6. მიროსლავ კლოზე (24.03.2001 - ???) - 101 (09.07.2010 მონაცემებით)
7. ჰანს იურგენ (დიქსი) დიორნერი 100 - (22.06.1969 - 18.05.1985) DFV
8. ულფ კირსტენი 100 DFV:49 DFB:51 (08.05.1985 - 20.06.2000)
მონაცემებით)
9 მიხაელ ბალაკი (28.04.1999 - ???) - 98
10. ბერტი ფოგთსი (03.05.1967 - 21.06.1978) - 96
პირველი საერთაშორისო შეხვედრა: შვეიცარია 5 - 3 გერმანია
(ბაზელი, შვეიცარია; 5 აპრილი, 1908)
დიდი ანგარიშით გამარჯვება: გერმანია 16 - 0 რუსეთი
(სოლნა, შვედეთი; 1 ივლისი, 1912)
დიდი ანგარიშით დამარცხება: ინგლისი 9 - 0 გერმანია
(ოქსფორდი, ინგლისი; 16 მარტი, 1909)

საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი თეო ცვანციგერი, ნაკრების მწვრთნელი იოახიმ ლიოვი და ნაკრების სპორტული დირექტორი ოლივერ ბირჰოფი
1.
გერმანელებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!2.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!3.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!4.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!5.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!6.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!7.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!8.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!9.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!10.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!11.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!12.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!13.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!14.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!15.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი!