მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის “რეალი” ბოლო ორი სეზონია უტიტულოდაა, მაინც ყველასთვის საოცნებო კლუბად რჩება. ერთ–ერთი ასეთი კი ბრაზილიელი განსოა, რომელიც “სანტოსის” ღირსებას იცავს.
განსო ვერ მალავს აღფრთოვანებას, რომ შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუსა და კაკას გვერდით მოუწიოს თამაში. მისი საოცნებო კლუბი “რეალია”. “მადრიდის “რეალი” ის კლუბია, სადაც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. ოცნება მაქვს ორ მეგავარსკვლავთან – კრიშტიანუ რონალდუსა და კაკასთან ერთად ვითამაშო”.
განსოს თქმით, ბრაზილიურ ფეხბურთს ფულის გამო არ დატოვებს. “ბრაზილიის დატოვება იმიტომ მსურს, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადავბარგდე და ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი მქონდეს. თუმცა, ორი წლის განმავლობაში “სანტოსის” დატოვებას არ ვაპირებ. თუ გუნდი მოისურვებს ჩემს გაყიდვას, რა თქმა უნდა წავალ, მაგრამ აქ ორი წლით უდიდესი გამოცდილების მიღება შემიძლია. ამჟამად ჩემი მომავალი ღმერთის ხელთაა”.
http://madridista.ge/?p=8163რებიატაა დავაიეტეე ჟიტ დრუჟნოო
მეტა:ლეოპოლდ