მიუხედავად იმისა, რომ რაულს ჯერ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია “შალკეში”, ეჭვი არ დევს იმაში, რომ თავის ახალ კლუბში რაული უკვე გულშემატკივრების “სიყვარულია”.. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ რამოდენიმე წუთში გერმანული კლუბის ოფიციალურ საიტმა ინტერვიუ ჩამოართვი ესპანეთის საუკეთესო გოლეადორს. მათ ილაპარაკეს მის გრძნობებზე, “შალკეში” გადასვლის მიზეზებსა და ახალ მიზნებზე ახალ კლუბში..
გამარჯობა რაულ, კეთილი იყოს შენი ფეხი “შალკეში”. ბევრი გულშემატკივარი მოვიდა “Veltins Arena”-ზე, რათა ენახათ თქვენი ოფიციალური პრეზენტაცია. რას გრძნობდით იმ წუტებში, როდესაც სტადიონზე პირველად გამოჩნდით “შალკეს” ფეხბურთელის რანგში?ეს იყო განსხვავებული გრძნობა. მსურს მადლობა მოვუხადო ყველა გულშემატკივარს, რომლებიც არენაზე მოვიდნენ დღეს ჩემს სანახავად. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. ჩემი დრო “მადრიდში”-დასრულდა, ხოლო ახალი, “შალკეში”-დაიწყო. მსურს მადლობა ასევე “შალკე 04″-სა და მის მწვრთნელ ფელიქს მაგატს მოვუხადო, ნდობისთვის, რომელიც მათ გამიწიეს. ჩემი მიზანია საკმაოდ ნათელია-მომავალ ორ წელში მსურს წარმატებების აღნიშნვა ამ კლუბთან და მის შესანიშნავ გულშემატკივრებთან ერთად..
თქვენ შეგეძლოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კლუბებში გადასვლა, რატომ არჩიეთ “შალკე”?თავდაპირველად იმიტო, რომ კლუბის ჩემს მიმართ დიდ ინტერესს იჩენდა, განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში. თავიდანვე ვგრძნობდი, რომ “შალკეს” ჩემი შეძენა სურდა. ამან მოახდინა ჩემზე დადებითი წარმოდგენა. მე სხვა წინადადებებიც მქონდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი იყო. ახლა იმედი მაქვს კარგად გავეცნობი ახალ ქვეყანას ჩემს ოჯახთან ერთად. ჩემი პირველი შთაბეჭდილება გერმანიაზე, განსაკუთრებით კი “შალკეს” მცხოვრებზე მეტად დადებითია..
როგორც ამბობენ “რეალის” ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ცდილობდა თქვენს დატოვებას…ნამდვილად. ჩვენ შევხვდით, მაგრამ იმ მომენტში უკვე მქონდა “შალკეში” გადმოსვლა გადაწყვეტილი. მე შესანიშნავი დრო გავატარე მადრიდში, მას არასდროს დავივიწყენ და ყოველთვის ტკბილად გავიხსენებ. მაგრამ ახლა მე მზად ვარ რაიმე ახლისათვის..
“შალკე”-გერმანიაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. რა იცით თქვენთვის ახალი კლუბის შესახებ?ბევრი, რადგან მე კლუბის ისტორია შევისწავლე. ასევე ინფორმაციას ვიღებდი ჩემს ახალ თანაგუნდებელის შესახებ. მათთან წარმატების მიღწევა მსურს, ბოლო ბოლო მე კრისტოფ მეთსელდერს ვიცნობ, ჩვენ ერთად “მადრიდში” ვთამაშობდით. ბევრი მომიყვა “შალკეზე” მან. რაც შეიძლება მალე მსურს დებიუტირება ასეთ ფანტასტიურ გულშემატკივრების წინ..
ბუნდესლიგით დაინტერესების დრო გქონდათ?რა თქმა უნდა. ჩემთვის გერმანიის ჩემპიონატი-მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მომწონს, რომ იგი ძალიან თანაბარია. ამასთან ერთად სტადიონი მუდამ გადატვირთულია და ატმოსფერო ყოველთვის შესანიშნავია..
პირადი მიზნების შესახებ რას იტყვით?პირველ რიგში გუნდის წარმატება. მსურს, რომ გუნდი ჩემპიონატის ტოპ-კლუბებს შორის იყოს, რაც შეიძლება შორს გავიდეს თასზე და როგორც მინიმუმ დაძლიოს ჯგუფური ეტაპი ჩემპიონტა ლიგაზე. მსურს ამ ყველაფერს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მივაღწიო, ასევე მსურს ბევრი გოლის გატანა..
ევროთასების საუკეთესო ბომბარდირებს შორის თქვენ ფილიპო ინძაგისთან ერთად, 68 გოლი გაიტანეთ. იმედი გაქვთ ამ რეკორდს ახლო მომავალში გააუმჯობესებთ?ეს გრანდიოზული იქნებოდა რა თქმა უნდა. შევეცდები გავიტანო ერთი ან ორი გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც რადგან ვიცი, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩემი გუნდისათვის. მე-გუნდური ფეხბურთელი ვარ..
ნება მიბოძეთ კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ. გერმანულად საუბრობთ?Ein wenig [ცოტათი]. მსურს ენა რაც შეიძლება მალე ვისწავლო, რადგან შემეძლება საუბარი ჩემს თანაგუნდებებთან და გულშემატკივრებთან. არ იქნება ადვილი, მაგრამ მე შევეცდები, რადგან მსურს თავი ვიგრძნო ისე, როგორც სახლში. ამისათვის კი ენის ცოდნაა საჭირო..
ინფორმაციის წყარო: schalke04.comhttp://madridista.ge/?p=7220ვისაც არ გაქვთ წაკითხული...
This post has been edited by beqa331 on 30 Jul 2010, 15:55