50-იანი წლების მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა60-იანი წლების მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა1968 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი - სურათები1968 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი - გადმოსაწერი ლინკები70-იანი წლების მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა - I70-იანი წლების მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა - II70-იანი წლების მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა - III80-იანი წლების მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა - I80-იანი წლების მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა - II90-იანი წლების მანჩესტერ იუნაიტედის შემადგელობა - I90-იანი წლების მანჩესტერ იუნაიტედის შემადგელობა - II - რაიან გიგზი90-იანი წლების მანჩესტერ იუნაიტედის შემადგელობა - III - ერიკ კანტონა90-იანი წლების მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა - IV - გარი ნევილი90-იანი წლების მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა - V - პოლ სქოულზი90-იანი წლების მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა - VIAndrei Kanchelskisეს ნახევარმცველი იუნაიტედმა 1991 წლის მარტში შეიძინა 650 000 ფუნტად დონეცკის შახტარიდან. იუნაიტედში მას დებიუტი ჰქონდა 1990-91 წელის სეზონის ბოლო მატჩში კრისტალ პალასთან მატჩში. 1991-92 წლების სეზონიდან კანჩელსკისი რეგულარულად თამაშობდა იუნაიტედის რიგებში და 34 თამაში ჩაატარა. იუნაიტედის რიგები მან 145 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 48 გოლი. 1995 წელს იგი ევერტონში გადავიდა.
Paul Parkerეს მარჯვენა მცველი ფერგიუსონმა 2 მილიონ ფუნტად შეიძინა QPR-დან 1991 წლის აგვისტოში და იმავე თვეში შედგა მისი დებიუტი ნოთსთან მატჩში. მისი კარიერა სავსე იყო ტრავმებით. მან გამოტოვა 1994-95 წლების სეზონის უმეტესი მატჩები და ვეღარ შეძლო შეეცვალა 1995-96 წლის სეზონში ახალგაზრდა გარი ნევილი. ამის გამო მან კლუბი დატოვა და 1996 წელს დერბის შეუერთდა.
Peter Schmeichelმანჩესტერში გადასვლამდე შმეიხელი დანიურ კლუბ ბრონდიუში თამაშობდა და 1991 წელს იგი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების სიაში 10-ე ადგილას გავიდა. ფერგიუსონმა იგი შეიძინა 500 000 ფუნტად. იუნაიტედის რიგებში შმეიხელმა ითამაშა 8 სეზონის მანძილზე და ამ დროის განმავლობაში მან მოიგო 5 PL, 3 FA, 1 - ლიგის თასი და ერთხელ CL.
1992-93 წლების სეზონში შმეიხელს ჰქონდა 22 clean-sheet. 1993 წელს იგი დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ.
1999 წელს იგი კაპიტნობდა CL-ის ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს ბაიერნთან წინააღმდეგ.
იმ სეზონის ბოლოს შმეიხელმა დატოვა მანჩესტერ იუნაიტედი და სპორტინგში გადავიდა.
ჯამში იუნაიტედის რიგებში ნათამაშები აქვს 398 მატჩი და გატანილი აქვს 1 გოლი.
David Beckhamდევიდმა საფეხბურთო კარიერა დაიწყო ტოტენჰემის ახალგაზრდული კლუბის რიგებში. სადაც მან 4 წელი ითამაშა. 1991 წელს 15 წლის იგი ჩაირიცხა მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდული აკადემიის რიგებში.
1992 წელს დევიდმა და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა FA Youth Cup მოიგეს. მისი დებიუტი იუნაიტედის ძირითად გუნდში შედგა 1992 წლის 23 სექტემბერს FA Cup-ის მატჩში ბრაიტონთან შეხვედრაში.
1994 წელს ბექჰემის დებიუტი შედგა CL-ის მატჩში გალათასარაისთან შეხვედრაში, სადაც მანც გოლიც გაიტანა.
1994-95 წლების სეზონში ის 1 წლით გაანათხოვრეს პრესტონში რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა. ბექჰემმა პირველ 5 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1995 წელს მანჩესტერში დაბრუნდა. იმავე სეზონში 1995 წლის 2 აპრილს შედგა მისი დებიუტი PL-ში ლიდსის წინააღმდეგ.
როდესაც 1995 წლის ბოლოს პოლ ინსმა, კანჩელსკისმა და ჰიუზმა დატოვეს კლუბი, ბექჰემი, ბატი და ნევილები ძირითადი გუნდის წევრებად იქცნენ.
1996-97 წლების სეზონის დასაწყისში ბექჰემს მისცეს 10 ნომერი,რომელიც მანამდე ჰიუზს ეცვა. იმავე სეზონში მან ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა უიმბლდონის მეკარეს, როდესაც ცენტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი.
1997 წლის 18 მაისს ერიკ კანტონამ დაასრულა კარიერა მანჩესტერში და განთავისუფლდა 7 ნომრიანი მაისური და ვინაიდან კანტონას შემცვლელად ტოტენჰემდიან ტედი შერინგემი იყიდა მანჩესტერმა, დევიდმა 10 ნომრიანი მაისური მას მისცა და თვითონ 7 აიღო.
ბექჰემი იყო იმ გუნდის წევრიც,რომელმაც 1998-99 წლების სეზონში ტრებლი შეასრულად.
მიუხედავად ბექჰემის კარგი თამაშისა მანჩესტერ იუნაიტედში,მას ბევრი აკრიტიტებდა 1998 წელს ინგლისი - არგენტინის თამაშის დროს მიღებული წითელი ბარათის გამო.
2000 წელს იყო ჭორები იმაზეც რომ ის თითქოს იუვენტუსში უნდა გადასულიყო.
2001-02 წლების სეზონი იყო ბექჰემისთვის საუკეთესო. მან 42 თამაშში 16 გოლი გაიტანა.
2003 წელს მისი ურთითერთობა დაიძაბა ფერგიუსონთან,როდესაც FA Cup-ზე არსენალთან მარცხის შემდეგ ფერგიუსონმა მას ბუცი ესროლა.მიუხედავად იმისა,რომ გუნდმა ის სეზონი ცუდად დაიწყო, დეკემბრის შემდეგ თამაში გააუმჯობესეს და ბექჰემი იყო გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. 52 თამაშში მან 11 გოლი გაიტანა.
2003 წლის სეზონის ბოლოს,იგი რეალ მადრიდში გადავიდა და 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იუნაიტედმა მის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი აიღო.ეს იყო ყველაზე მაღალი თანხა რაც გადაუხდიათ იუნაიტედის ფეხბურთელში იმ დროისთვის.
ჯამში ბექჰემს მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში ჩატარებული აქვს 394 შეხვედრა და გატანილი აქვს 85 გოლი.
Nicky Buttეს ფეხბურთელიც არის მანჩესტერის ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილი და მისი დებიუტი იუნაიტედის ძირითად გუნდში შედგა 1993 წელს ოლდემთან მატჩში. მაგრამ ძირითადი გუნდის მოთამაშედ ის არ ითვლეობოდა 1994-95 წლების სეზონამდე, როდესაც მან ტრავმირებული როი კინი შეცვალა. მას შემდეგ რაც 1995 წელს ინსი ინტერში გადავიდა, ნიკი ბატი კინს შეუწყვილა ფერგიუსონმა ცენტრში.
ნიკი ბატი იყო ასევე 1998-99 წლების ტრებლის გუნდის წევრი.
2004 წელს მან მანჩესტერი დატოვა და იგი ნიუკასლმა იყიდა 2.5 მილიონ ფუნტად გარი სპიდის შემცვლელად რომელიც იმ დროს ბოლტონში გადავიდა.
ჯამში ნიკი ბატს მანჩესტერის რიგებში ჩატარებული აქვს 287 შეხვედრა და გატანილი აქვს 26 გოლი.
This post has been edited by OTO_777 on 12 Aug 2010, 02:00
Anything that can go wrong, probably will.