სერხი გომესის იმედზე თუა გვარდიოლა კარგად ყოფილა ჩვენი საქმე

კარგია რომ გამოჩნდა
ძალიან უკმაყოფილო ვარ სერხი გომესით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში (მიუხედავად იმისა რომ 2-ვე გოლი მეორესი გავიდა, ვისი თუ არა მისი ზონიდან უნდა გასულიყო, ამაში შეიძლება ვერ დავადანაშაულოთ, მაგრამ კი გავიდა იქიდან საიდანაც გავიდა. არც მილიტო კრეფს პრეტემპორადაზე და დღეს მითუმეტეს ვარსკვლავებს)
მიუხედავად ფლანგებიდან ბარსას შევიწროებისა მაინც ვთვლი რომ ფლანგის მცველებმა უფრო იმუშავეს (მიუხედავად საერტოდ მოსიარულე და პოზიცია დაკარგული ალვეშისა და სულელივით მორბენალი აბიდალისა), ცენტრები არ ვიცი მე რა იყო ცენტრების თამაში
ორიოლ რომეუთი კმაყოფილი ვარ, მებრძოლი ძაღლივითაა : D
იბრაჰიმოვიჩის შეიძლება საუკეთესო თამაში იყო ბარსას რიგებში, თითქმის უნაკლო ყველაფერში (პირველ ტაიმში)
ჯონათანმა ვერ აიტანა ალბათ ამდენი ცვლა პოზიციის, ხან იმას შეეგუე, ხან ამას, ასე არაა მაგ ასაკის ფეხბურთელზე
საერთოდ საშინელი თამაში იყო პირველი 15 წუთითაც ჩანდა, ასეთებს იგებს ბარსა და მერე ქება მიდის სასტიკი და ხმას ვერ ამოიღებ
უი მესამე გაგვიტანეს : D
უი საერთოდ გაგვარღვიეს
მგონი ბრმის გარდა ყველა დაინახავდა რომ სერხი გომესის ნდობა კი არა მილიტო/აბიდალის (კიდევ ერთი ცენტრის გარეშე) იმედად ყოფნა არ შეიძლება
ცენტრ მცველია საჭირო ყველაზე მეტად და საყრდენიც საჭიროა
და გარემარბიც საჭიროა!
პ.ს. გვარდიოლას კომენტარი გამოვიცნო? ,,მე კმაყოფილი ვარ ბიჭების გარჯით და ტრანსფერებს მაინც არ ვაპირებთ" : D
წავედი იმედით დავიძინე, მაინც იმედი მაქვს იყიდიან საყიდს და უკვე დაგვიანებული არაა