კოპი პასტე ბარსამანიადან : D
ოხ შევრჩი

სურათზე: ,,ელმუნდოდეპორტივოს” შეფასებები 4 ბალიანი სისტემით. 4 ვარსკვლავი - ძალიან კარგი; 3 ვარსკვლავი - კარგი. 2 ვარსკვლავი - ნორმალური; 1 ვარსკვლავი - ცუდი;
პეპ გვარდიოლამ თავისი მესამე სეზონი ოფიციალურ თამაშებში კვლავ მარცხით დაიწყო (ისევე როგორც პირველი (,,ვისლასთან”) და მეორე (,,ნუმანსიასთან”). წაგება მაინცდამაინც გასაკვირი არ იქნება, თუ ფეხბურთელების საშუალო ასაკს ვნახავთ - 21.8 წელი, - ყველაზე ახალგაზრდული გუნდი უკანასკნელ 13 წელიწადში ,,ბარსას” მწვრთნელების მიერ დაყენებული სასტარტო შემადგენლობების გათვალისწინებით. გარდა ამისა ეს მხოლოდ მეორე ორთბურთიანი დამარცხება იყო გვარდიოლას გუნდისა (,,ინტერის” შემდეგ).
კატალონური პრესა ლოიალურად მიუდგა დამარცხებას, თავს იკავებს ფეხბურთელების კრიტიკისგან და იმედი აქვს ორბურთიანი სხვაობის გაბათილებისა.
საუკეთესოდ საყოველთაოდ ზლატან იბრაჰიმოჩს აღიარებენ. ასევე გამოყოფენ მაქსველსა და ჯონათანი/რომეუს ნორმალურ თამაშს ურთულეს პოზიციებზე.
,,ემდ”-ს მოკლე დახასიათებანი:
გვარდიოლა - გაბედული. ,,კანტერას" სიძლიერე ,,ბლეფი" არ არის. პირველი თამაში იბრასთან, ალვეშთან და ბაშვების ჯგუფთან ერთად. ვნახოთ.
მინიო - შეიძლება ნდობა. ცუდია რომ კარგი თამაში ცუდმა ფინალმა გაუფუჭა.
ალვეში - ,,მატორი". მისმა ულევმა ენერგიულმა კარგი და ცუდი შედეგები მოიტანა. ყველაზე ცუდი მაინც პალოპისთვის ,,დარტყმა" იყო.
სერხი გომესი - ,,დაჭირდათ". მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ფორვარდ ფაბიანოსთან მისი თამაში ნაადრევია. დაუშვა შეცდომები გამოუცდელობის გამო.
მილიტო - პასუხისმგებლობის გრძნობით. არათანაბარი იყო დაცვაში. გუნდურ თამაშში უკეთესი. აკლდა გამჭრიახობა.
აბიდალი - ფლანგის მცველი. შორსაა თავისი საუკეთესო ფიზიკური ფორმისგან, რაც მისი ტიპის მოთამაშისთვის უმთავრესია.
ორიოლ რომეუ - მონათლული. ბუსკეტსის ,,მესაჭურვლედ” მოაზრებული. კარგი იყო გუშინ, მაგრამ მას უფრო სერიოზული ,,გამოწვევები" ელის.
ჯონათანი - ,,დაღვინებული". ყოველ დღე უფრო და უფრო ხდება პირველი გუნდის დონის მოთამაშე. ძალიან კარგი იყო ნახევარდაცვაში, მისი პოზიციის სირთულის გათვალისწინებით.
კეიტა - ერთფეროვანი. ალვეშივით ფიზიკურად კარგია, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ასეთ ,,ექსპერიმენტულ" გუნდსი მეტი უნდა აეღო თავის თავზე.
მაქსველი - შესანიშნავი. გაიბრწყინა თავის მეგობარ იბრასთან ურთიერთქმედებაში. ,,ჩავის პასი" გააკეთა.
ბოიანი - ,,დამძიმებული". ფლანგზე იყო და საერთოდ ვერ შეეგუა. ძალიან უნდა მოუმატოს.
მესი - ცოტა დისციპლინა. მიუხედავად ფორმაში არყოფნისა ყველანაირად სცადა. ყოველთვის მოგება უნდა.
ტაიგო - დაზარალებული. ყველაზე ცუდ დროს ,,შეაგდეს" თამაშში.
ადრიანო - ,,უძღები შვილი". სახლში დაბრუნდა.
იბრაჰიმოვიჩი - საუკეთესო. ძალიან კარგი ,,დეტალებში" და ძალიან ეფექტური. თუ ძირითადში სურს თამაში ზუსტად ასე უნდა ითამაშოს ხოლმე. გუშინ ის მართლა იყენებდა თავის ,,აღნაგობას" და მისი მოქმედებებიც ტექნიკის მხრივ გააზრებული იყო და არა უბრალოდ საჩვენებლად.
,,სპორტის” შეფასებები და მოკლე დახასიათება:
RUBEN MIÑO: 5 შემჩერებელი. პირველ ტაიმში ჯერ ნავასს აუღო, შემდეგ ფაბიანოს. არ გაუმართლა პირველი გოლისას (გაშვებისას), გაუშვა რა ფაბიანოსგან, კანუტესთან კი არაფერი შეეძლო გაეკთებინა. ფეხით თამაშითაც უფრო ზუსტი იყო ხოლმე, ვიდრე არაზუსტი
ALVES: 5 ასწრაფებული. მოიარა მსოფლიო და მაინც დაუღალავად ირბინა. ყველგან იყო. მაგრამ პეროტისთან ჩავარდა. ამის გარდა დაცვას უფრო უნდა დაეხმაროს ხოლმე.
SERGIO GOMEZ: 5 სერიოზული. მხოლოდ 19 წლისაა და ეს ზოგჯერ გამოჩნდა კიდეც. მაგრამ ასევე ანახა რომ მომავალი აქვს. ვერაფერი უშველა ასეთ დაცვას.
MILITO: 5 დებიუტანტივით. იმ დონეზე რასაც ველით ვერ ითამაშა, არადა ვეტერანი ბარსას მცველებში. ცუდი იყო მოკლეზე თამაშით და ,,ჩაჭრაზე". თამაშგარეს კი კარგად აკეთებდა.
ABIDAL: 5 საფრანგეთის ნაკრებივით. იქ მიღებული ტრავმა ჯერაც კვალს აჩენს. აკლდა რიტმიც და ფიზიკური ძალაც. ცუდი იყო ნავასთან, მაგრამ ისიც მართალია რომ არავინ ეხმარებოდა.
ORIOL ROMEU: 6 ,,გაბუსკეტსებული". მარტივად თამაშობდა, ერთი-ორი შეხებით, არ ირთულებდა საქმეს. როცა საჭირო იყო დამაჯერებლად შედიოდა კონტაქტში. ჯერ ახალგაზრდაა და ასეთი თამაშები მისთვის ნაადრევია, თუმცა მომავალში აუცილებლად შეძლებს ამ პოზიციაზე კარგად თამაშს.
JONATHAN DOS SANTOS: 6 პასუხისმგებლობის გრძნობით. არც ჩავი იყო, არც ინიესტა, არც ბუსკეტსი და ნახევარდაცვაში თამაშის მთელი სიმძიმე მან იტვირთა. დაცვით თამაშში დაუღლელი, შეტევაში - საუკეთესო პასები. როცა გავიდა, მაშინვე დაეტყო ნახევარდაცვას.
KEITA: 5 ,,სოლიდარული". ეხმარებოდა მუდმივად თანაგუნდელებს და შეტევების დაწყებასაც ცდილობდა. აკლდა ზოგიერთ დეტალში რაღაცა, როდესაც სევილიამ დაწოლა გააძლიერა. არ იმალებოდა.
BOJAN: 5 შეჩერებული. ვერ ითამაშა მარჯვნივ, დაბომ თითქმის ყველაფერი მოუგო. ფინეთთან (ახალგაზრდული) თამაშის გამო რაღაცა დააკლდა. თუმცა მეორე ტაიმში, მესისთან ერთად და იბრას გარეშე - თავისი თამაში გაცილებით გააუმჯობესა.
IBRAHIMOVIC: 7 საუკეთესო. აღმდგარი. პეპის ორჭოფულ პასუხებს თავის შესახებ მოედანზე პასუხი გოლით და ბრწყინვალე პასით (ბოიანზე) გასცა. კარგად უთამაშებდა სხვებს ბურთს და იყო შეტევის ,,ძრავა". ვილიას ყიდვა მას წაადგა, იბრა ,,ყნოსვას" არ კარგავს.
MAXWELL: 7 ცოცხალი. თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა. ამის გარდა საუკეთესო პასიც გააკეთა. დაადასტურა რომ საუკეთესო ალტერნატივაა.
MESSI: 6 ,,ფეხბურთელი". არც ფული უნდა, არც ტიტულები, მისთვის მთავარი თამაშია. მას სიამოვნებს ფეხბურთი და აჩვენებს კიდეც რომ სიამოვნებს.
THIAGO: 5 ფრთხილი. გუშინ არ გააჩნდა ის ,,ნაპერწკალი" რაც მას ახასიათებს ხოლმე. ასე რომ ,,თამაშგარე" აღმოჩნდა.
ADRIANO: 6 მოტივირებული. 10 წუთში გამოჩნდა რომ ,,უკვე ბარსასია". ეს ნავასთან ბურთისთვის ბრძოლამაც დაადასტურა.
გულშემატკივრების შეფასებები:
This post has been edited by მურთხი on 15 Aug 2010, 09:22