სერია ა-ს წინასამატჩო მიმოხილვა
goal.ge გთავაზობთ სერია-ს მერვე ტურის პრევიუს.
ტურის ცენტრალური თამაში
ნაპოლი – მილანი
ორშაბათი, 25 ოქტომბერი 22:45, ნეაპოლი, სან-პაოლოს სტადიონი
მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის ძალზედ რთული პერიოდი დგება – ჯერ იყო მომქანცველი თამაში რეალთან, შემდეგ ნაპოლი, ისევ რეალი, იუვენტუსი, პალერმო, ინტერი. ამ თამაშებში გამოჩნდება შესწევს თუ არა მილანს ამ სეზონში გაუწიოს კონკურენცია ინტერს.
პირველი გამოცდა მილანმა ვერ გაიარა. ჟოზე მაურინიოს ბრწყინვალედ ათამაშებულ რეალს ვერაფერი დაუპირისპირა. ნაპოლიმაც ვერ ითამაშა ხეირიანად ევროთასებზე. ლივერპულის ფაქტიურად დუბლ შემადგენლობას ვერ მოუგო.
ნაპოლის მთავარი დამრტყმელი ძალა ედისონ კავანია, რომელმაც სერია ა-ს შვიდ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ეზეკილ ლავესი და მარეკ ხამშიკი.
მილანის შემადგენლობაში იქნება რამდენიმე ცვლილება. ტრავმამოშუშებული რონალდინიო სავარაუდოდ სათადარიგო სკამიდან დაიწყებს თამაშს, ძირითადში კი მის ადგილს რობინიო დაიკავებს. ასევე სათუოა კრისტიან აბიატის და ტიაგო სილვას თამაში. ნაპოლის შემადგენლობაშიც არის დანაკლისი. დისკვალიფიცირებულია კაპიტანი პაოლო კანავარო, რომელსაც სავარაუდოდ ბრაზილიელი კრიბარი შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ მილანს 1998 წლიდან ნეაპოლიდან სამი ქულა არ წამოუღია. შარშან ის ახლოს იყო ამასთან, 2:0-ს იგებდა ბოლო წუთებამდე, ხოლო 91-ე და 93-ე წუთებზე ორი გოლი გაუშვა და ის შეხვედრა ფრედ დასრულდა.
სავარაუდო შემადგენლობა:
ნაპოლი: დე სანკტრისი, კამპანიარო, კრიბარი, არონიკა, მაჯიო, პაციენსა, გარგანო, დოსენა, ხამშიკი, ლავესი, კავანი.
მილანი: აბიატი, ძამბროტა, ნესტა, ბონერა, ანტონინი, ბოატენგი, პირლო, ზეედორფი, პატო, რობინიო, იბრაჰიმოვიჩი.
ტრავმირებულები: ლუკარელი – ამბროზინი, იანკულოვსკი, ტიაგო სილვა
დისკვალიფიცირებული: კანავარო.
ბოლონია – იუვენტუსი
ერთი კვირის “იუვენტუსმა” “ლეჩეს” უმასპინძლა და გაანადგურა 4:0. დღესაც სუსტი მეტოქე ყავს და ალბათ ადვილად გაიმარჯვებს.
დანაკლისი: ესპოზიტო, დელა როკა, პერესი – ბუფონი, ტრაორე, ლანძაფამე, რინაუდო, გრიგერა
კიევო – ჩეზენა
საწყის ტურებში გალიდერებული კიევო ნელ-ნელა სატურნირო ცხრილის შუაგულისკენ მიიწევს. ჩეზენამაც კარგათ დაიწყო სეზონი, თუმცა შემდეგ ჩავარდნა დაეწყო და ახლა მე-12 ადგილზეა. ორივე გუნდი კონტრშეტევებზე აწყობს თამაშებს, მაგრამ დღეს ერთ-ერთმა უნდა პირველ ნომრად ითამაშოს., სავარაუდოდ ეს კიევო იქნება.
დანაკლისი: ლუსიანო, დე პაულა, სარდო, როგონი – ბუდანი, პაონესა
ჯენოა – კატანია
“ჯენოა” და “კატანია” სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან განლაგებული. სიცილიელები 1 ქულით უსწრებენ გენუელებს. “ჯენოა” ბოსები ძალზედ იმედგაცრუებულნი არიან, რადგან რამოდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი შეიძინეს და შედეგი ჯერ არ ჩანს. ამიტონაც ჯანპიერო გასპერინი თავს მშვიდად ვერ გრძნობს, მისი სამწვრთნელო კარიერა ბეწვზე კიდია. გუნდის არასტაბილურ თამაშს კიდე ტრავმების ეპიდემია დაემატა, ერთმანეთის მიყოლებით მიგელ ველოსუ, ხუსეინ ხარჯა და როდრიგო პალასიო დაიტრამვნენ.
სანაკლისი: იანკოვიჩი, ველოსუ, პალასიო, ხარჯა, სკული – აუგუსტინი, ლედესმა
ინტერი – სამპდორია
ძალზედ საინტერესო მატჩი გაიმართება ჯუზეპე მეაცაზე, სადაც ჩემპიონი ინტერი უმასპინძლებს ამბიციურ სამპდორიას. სამპდორიას ძალზედ დაეტყო ლუიჯი დე ნერის წასვლა, რადგანაც იგივე შემადგენლობით მყოფი გენუელები წელს ისე შთამბეჭდავათ ვერ გამოიყურებიან. ინტერი ლიდერ ლაციოს ორი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ინტერი ვერ აჩვენებს კარგ თამაშს და რომ არა გამართლება კალიარისთან და პალერმოსთან, ის სამ ქულას ვერ მოიპოვებდა.
დანაკლისი: მოტა, მანსინი, მილიტო, სტანკოვიჩი, მარიგა, სუაზო – სემიოლი, ლუკინი
ლაციო – კალიარი
ჩემპიონატის მოულოდნელი ლიდერი სახლში კალიარის მასპინძლობს. კალიარის გასახდელში ძალიან დაჯაბული ვითარებაა, გუნდს მხოლოდ ერთი მოგება აქვს და ფეხბურთელები ძალზედ ნერვიულები არიან. სავარაუდოდ ლაციო იოლ გამარჯვებას მოიპოვებს, რადგანაც ერნანდესის და მაურის გაჩერება სარდინიელებს ძალზედ გაუჭირდებათ.
დანაკლისი: მაგნი, კავანდა – რაგაცუ, კონტი, პიზანო
ლეჩე – ბრეშა
ორივე სერია ა-ს ახალწვეულმა ჩემპიონატი კარგათ დაიწყო, ისინი ცხრილის შუაგულში იმყოფებიან. მაგრამ სეზონის ბოლოს ალბათ დარჩენისათვის ბრძოლა მოუწევთ და ამიტომაცაა ძალზედ მნიშვნელოვანი დღევანდელი თამაში.
დანაკლისი:რეგინიუსენი – ბერარდი, დიამანტი
პარმა – რომა
ორივე გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო. პარმა მე-19 ადგილზე იმყოფება, მაგრამ დღეს სებასტიან ჯოვინკოს დაბრუნება პარმას კარგათ უნდა დაეტყოს.
დანაკლისი: გალოპა, პალოსკი, პაჩი – მენესი, ადრიანო, დე როსი, პეროტა
http://goal.ge/?p=679