მერვედფინალში რომ ვერ გავიდოდნენ, ვიცოდი, მაგრამ იმედი მქონდა, ევროპის ლიგაზე მაინც მოხვდებოდნენ და იქ ქულებს მოუტანდნენ გერმანიას ((((((
არამხოლოდ შააფი, მთელი ხელმძღვანელობა გასაშვებია
გუნდს, რომელსაც დაცვის მარცხენა ფალნგზე არავინ ჰყავს, მოჰყავს სილვესტრი, ნაცვლად იმისა ვინმე ნორმალური მოძებნონ;
გუნდი, რომელიც წლებია ყველაზე მეტ გოლს უშვებს ბუნდესლიგაში, დაცვის გაძლიერებისთვის არაფერს აკეთებს, არ აძლიერებს საყრდენების ზონას..
სამაგიეროდ ფულს იხდის არნაუტოვიჩში, შემტევში, სადაც ყველაზე ნაკლებად უჭირს
არადა თვითონ შააფი მცველი არ იყო? რით ვერ დაალაგეს ამდენი წელია დაცვა
რაც ყველაზე ცუდია, მგონი საბოლოოდ ჩამოუყალიბდა გუნდს ასეთი ფსიქოლოგია და სხვა, შედარებით პრაგამატული და ნორმალური მწვრთნელი რომც მოვიდეს, გაუჭირდება სისტემის შეცვლა
რასაც ესენი წლებია ლიგაზე და უეფაზე მხოლოდ მონაწილებოით ფულს შოულობენ, რამდენიმე ჭკვიანური ტრანსფერით და მიდგომით, ლიონის დონის გუნდს მაინც გამოძერწავდნენ
ახლა კი ერთი ადგილის ტკეპნას ვინ ჩივის, რეგრესს განიცდიან

აქ ალბათ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მყოფი ბრემენელი, ხელოვნურ თამაშგარეს ქმნის )))))