დუალისტური პოსტი:
თქვენი პირველი სამი თამაში მინდა შევაჯამო, რამდენად წარმატებული სტარტი გაქვთ სეზონის.
ა. ძალიან ცუდი სტარტია.
1. ჰარტის საოცრად ფენომენალური თამაში რომ არა, ლეინს 0 ქულით დატოვებდით, უკომენტაროდ.
2. მოუგეთ დაჩაჩანაკებულ ლივერპულს, ძველი დიდებიდან სახელი რომ შემორჩა მხოლოდ. და ეს გიხარიათ?
3. წააგეთ სანდერლენდთან, რომელიც სასაცილოდაც არ გყოფნიდათ მატჩამდე.
ბ. პრინციპში, რომ დაუფიქრდე არც თუ ისე ცუდი სტარტი გაქვთ... არა, პირიქით, ნახეთ:
1. ლეინიდან ქულა წამოიღეთ პრინციპულ მეტოქესთან თამაშში, იმათ სტადიონზევე.
2. მოუგეთ ინგლისური ფეხბურთის ტრადიციულ გრანდს - ლივერპულს, რომლის მიზანიც ყოველ წელიწადს ჩემპიონობაა. თქვენ კი აჩვენეთ, ვინ არის აქ ნამდვილი კანდიდატი ჩემპიონობის.
3. ნუ, რა მოხდა ახლა, სინათლის სტადიონზე ძალიან რთულია თამაში. შარშან მხოლოდ 3-მა გუნდმა მოიგო მანდ PL-ში, მხოლოდ 3-მა. თან, ბოლო წამზე დაინიშნა პენალტი, არ გაგიმართლათ.
ახლა რის თქმას ვცდილობ

არ შეიძლება არ გაგახსენდეს გამონათქვამი, "მედალს ორი მხარე აქვს". ზემოთ რაც დავწერე ორივე (ა, ბ) ვარიანტი სრული სიმართლეა, როგორც რეალობის (მედლის) ორი მხარე.
დასკვნა: ნუ იქნებით მიკერძოებულები, ზე-სუბიექტურები და მეორე მხრიდანაც შეხედეთ ხოლმე საკითხს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს თემაში შემოდიხართ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით სასაყვედურო არაფერი მაქვს და ერთეულ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, კონსტრუქციულები ხართ.