ტოტი: “წავალ, თუ გუნდისთვის ტვირთი ვიქნები”იტალიური “რომას” ლეგენდად ქცეული ფეხბურთელი, ფრანჩესკო ტოტი მზადაა გუნდი დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ ეს “ჯალოროსოსთვის” სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ბოლო დროს, 34 წლის ტოტის მიმართ კრიტიკამ იმატა. ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ტოტი მოედანზე იმ ფეხბურთელის ადგილს იკავებს, რომელიც გუნდისთვის უფრო დიდი სარგებლის მოტანას შეძლებდა.
“რომას” მაისურს 21 წელია ვატარებ და 10 წელზე მეტია კაპიტანი ვარ. ამ გუნდთან ერთად ვიზიარებდი სიხაულსა და მწუხარებას, მაგრამ ყოველთვის ვრჩებოდი უპირველეს გულშემატკივრად და პროფესიონალად. მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელებისგან პატივისცემას ყოველთვის ვგრძნობდი, არასდროს მიცდია ვყოფილიყავი გამორჩეული.
როგორც კაპიტანმა, მინდა განვაცხადო, რომ არ მსურს გუნდისთვის ტვირთი ვიყო. თუ კლუბში ვინმე თვლის, რომ პრობლემებს ვქმნი, ეს უნდა მითხრას. ყოველთვის მზად ვარ მოვიქცე ისე, როგორც ეს “რომასთვის” იქნება” უკეთესი” – განაცხადა ტოტიმ Corriere dello Sport-თან საუბრის დროს.
ტოტი “რომაში” 1989 წლიდან ირიცხება, პირველ გუნდში კი 1992 წლიდან თამაშობს. კლუბის მაისურით ჩატარებულ 578 მატჩში მას 245 გოლი აქვს გატანილი.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=11444&lang=1ვუჩინიჩი ათამაშოს საასტავში რანიერიმ და ისევ დაიწყებს გოლების გატანს ტოტი
პიზარო-დე როსი-პეროტა
ბორიელო/მენესი -----------ვუჩინიჩი
---------------------ტოტი----------
This post has been edited by Corvette on 7 Oct 2010, 20:14