ამ უსაქმურობაში
საინტერესო სტატიაა

წაიკითხეთ გაერთობით

ჩავი და ინიესტა ფეხბურთზე ლაპარაკობენ ერთმანეთში
არგენტინაში გაფრენის წინ ჩაწერეს:

(Fამილარული სტილი დაცულია

)
ჩავი: პირველ რიგში მინდა მოგილოცო ანდრეს, რადგან ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩემი 'სისუსტე' ხარ. ჩემი აზრით ოქროს ბურთს შენ იმსახურებ.
ინიესტა: ორივემ კარგად ვიცით რომ მთავარი კოლექტიური ტიტულებია და არა ინდივიდუალური, მაგრამ ყველა შემთხვევაში, შენი კარიერის და კლასის გათვალისწინებით, ყველა შანსი გაქვს რომ მოიგო.
ჩავი: სამართლიანები რომ ვიყოთ, მგონი ორივეს მესი გვჯობია. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ წლევანდელმა მსოფლიო ჩემპიონატმა შეიძლება ხელი შეუშალოს.
ინიესტა: მართალია. ლეო ყველას ჯობია. მარტოს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება.
ჩავი: წაიკითხე იბრამ რეები თქვა პეპზე? ფილოსოფოსი დაუძახა.....ცოტა უხეშად გამოუვიდა არა?
ინიესტა: არ ვიცი რას გულისხმობ, მაგრამ პეპი ბევრს გვაძლევს იმისთვის რო უკეთესები გავხდეთ.
ჩავი: ხო, პეპი 'დაავადებულია' ფეხბურთით. ყველა დეტალს აკონტროლებს. ფილოსოფოსოფოსი არა, უფრო ლექტორია.
ინიესტა: პეპისგან ყოველ დღე ვსწავლობ,ყოველთვის რაღაცას მასწავლის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩავი: ჩემთვისაც ყველაფერში სამაგალითოა. ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო მწვრთნელია, ვინც კი მყოლია. ჩვენც კარგად მოგვექცა და რწმენა და სიძლიერე მოგვცა.
ინიესტა: ხო პეპთან ერთად თავს მნიშვნელოვანად ვგრძნობ.
ჩავი: კაცო, ანდრეს შენ ისედაც მნიშვნელოვანი ხარ ყველასთვის. სადაც მიხვალ ოვაციებით გხვდებიან.
ინიესტა: მართლა სასიამოვნოა ასე რომ მხვდებიან ჩემი სახლიდან შორს. მათი მადლიერი ვარ.
ჩავი: ხალხს მადლობის გადახდა უნდა. შენთვისაც და სხვებისთვისაც. ნახე როგორ დაუკრეს ტაში ვილიას ნუევა სარდინეროზე?(რასინგის სტადიონი)
ინიესტა: ხო ეს მსოფლიო ჩემპიონატის დამსახურებაა. მივესალმები.
ჩავი: მაგარ პონტში ვართ. ახლა მაგალითად ვილია გვყავს შეტევაში. ბიჭი რომელიც ყოველთვის მოძრაობს და იხსნება. თან ჩვენ თამაშთან კარგად ადაპტირებული.
ინიესტა: ხო გუახესთან ერთად ყველაფერი უფრო ადვილი იქნება. გარდა იმისა რო კარგად იხსნება, პასებსაც კარგად აკეთებს და ბურთს კარგად ათამაშებს სხვასთან.
ჩავი: ისე სესკიც რო გადმოსულიყო მაგარი იქნებოდა....
ინიესტა:ხო სამწუხაროა....ვხედავდი რო ბედნიერი იყო და ისე ჩანდა რო ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, მაგრამ.....
ჩავი:...ბახ! წელს თუარა მომავალ წელს მოვა. ბარსას დნმ აქვს და ბოლო-ბოლო გადმოვა. მგონი ვენგერი უკვე მიხვდა რო 1 წელზე მეტი ხნით ვეღარ დაიტოვებს.
ინიესტა: ხო წელს არსენალს არ უნდოდა გაყიდვა და მაგიტომ არ გამოვიდა.
ჩავი: ნახე როგორ ჩამოვიდა მაურინიო? არ ეშვება ბარსაზე ლაპარაკს...
ინიესტა: კიდევ კარგი მაგისი არცერთი წინადადება აღარ გვჭირდება რო მოტივაცია მოგვემატოს.
ჩავი: არ ვიცი რა ვთქვა. ჩემთვის ისიც მოტივაციაა რო მადრიდშია. ძალიან პაპსა მწვრთნელია და ბევრი ლაპარაკი უყვარს.
ინიესტა: ხო, მაგრამ ჩვენ ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ.
ჩავი: რა თქმა უნდა. სულელები კი არ ვართ რო მაგის პროვოკაციებს ავყვეთ.
ინიესტა: ჩვენი წარმატებები მარტო ჩვენი დამსახურება იქნება.
ჩავი: ხო, ერთადერთი რისიც გვეშინია ტრავმებია...
ინიესტა: ხო, ვიცი თამაშის მაგ ნაწილის შესახებ. როცა თამაშობ ვერც კი იფიქრებ რო შენს თავს შეიძლება ტრავმა მიაყენო. მთავარია პრევენცია.
ჩავი: ხო ანდრეს წელს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სტატისტიკებით ყველაზე მეტი ბარსას ესპანელებმა ვითამაშეთ და ეს ადრე თუ გვიან თავის შედეგს მოიტანს...
ინიესტა: ხო, ხეზე დააკაკუნე. სხვათაშორის, ნახე ატლეტიკოს თამაში?
ჩავი:ხო, წელს ძლიერები არიან. ცუდი ისაა რო სულ 2 ტურის მერე ვეთამაშებით სტუმრად.
ინიესტა: დიდი გუნდია და იზრდება.
ჩავი: სამწუხაროდ ახლაც მახსოვს შარშანდელი სეზონის თამაში.ერთადერთი რომელიც წავაგეთ ჩემპიონატში. მე და კეიტამ ტრავმები მივიღეთ. ალვეშიც არ იყო და ბარტრამ ითამაშა.
ინიესტა: იმედია წელს უკეთესად გამოვალთ.
ჩავი: ხო, მაგრამ ჯერ ჰერკულესს უნდა მოვუგოთ კამპ ნოუზე
ინიესტა: როგორც მწვრთნელი ამბობს თამაშ-თამაშ უნდა ვიაროთ
ჩავი: ბევრს გაუკვირდა რეალის ფრე მალიორკასთან, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი რო ეგ სტადიონი ყველასთვის რთულია
ინიესტა: ამბობენ რომ ეგ შედეგი მომავალში საბოლოო შედეგზეც იმოქმედებს
ჩავი: ჩემპიონატი როცა იწყება ხალხი ერთიდაიგივეს ლაპარაკობს და ლაპარაკობს...
ინიესტა: ხო. დღეს ადრეა რამეზე ლაპარაკი. მიუხედავად იმისა რო უკვე შეგვიძლია ვიამაყოთ რასინგთან 0-3ით, ამის გამო სხვა არავინ არაფერს გვაჩუქებს...
ჩავი: ეგრეა. ჩემპიონატი გრძელია და მძიმე. არცერთ წამს არ უნდა მოდუნდე.
ინიესტა: ხოდა მაგისთვის გვყავს გვარდიოლა. მასთან ერთად ვერასდროს ვერ მოდუნდები.
ჩავი: ახლა პეპზე ვლაპარაკობთ და ისევ იბრამ გამიელვა გონებაში....ნეტა რატო
ინიესტა: შენი არ ვიცი და მე არაფერს ვუჩივი. ყველა ფეხბურთელს თავისი პირადი მდგომარეობა აქვს. მაგარი ფეხბურთელია და არ გავუშვებდი.
ჩავი: მე ყოველთვის ვამბობდი ამას: მთავარია ბედნიერი იყო. როგორც ჩანდა ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო მისი წასვლა და ახლა წარმატებებს ვუსურვებ მილანში.
ინიესტა: მართალია. მთავარია ადამიანი კარგად გრძნობდეს თავს. არ ვიცი მისი წასვლა საჭირო იყო თუ არა, მაგრამ შეთანხმება უკვე მიღწეული და მორჩა...
ჩავი: ნახე მასკერანო რა მაგარი კაცია? ამბობს რო ჩვენგან უნდა ისწავლოს
ინიესტა: ჩვენც ვისწავლით მისგან. არგენტინის ლიდერია და ლივერპულში გამოცდილი. ძალიან ბევრს დაგვეხმარება.
ჩავი: რათქმაუნდა. მასკერანო მაგარი ტრანსფერია, ისევე როგორც ადრიანო. ძალიან სრულყოფილი და უნივერსალი შემადგენლობა გვყავს ამ სეზონისთვის.
ინიესტა: იცი რო უკვე ჩემი წინა სეზონის რეკორდი გავიმეორე?
ჩავი: ანუ?
ინიესტა: ხო ძმაო. წინა სეზონში ჩემპიონატში მარტო 1 გოლი გავიტანე და ამ სეზონის პირველივე თამაშში გავიმემეორე ეგ შედეგი.
ჩავი: ხა ხა! ანდრეს იცი რა, შენი გოლები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის შემოინახე. სტამფორდ ბრიჯი, მსოფლიოს ფინალი და ახლა მგონი ჩემპიონთა ლიგის ფინალი უემბლიზე გელოდება არა?
ინიესტა: არა, მირჩევნია გატანა გავაგრძელო, მაგრამ თან ეგ ჩვევა არ დავივიწყო....
ჩავი: ჩიტმა ამბავი მომიტანა რო ზაფხულში შენ 'პლავკაზე' ბევრი იღადავეს
ინიესტა: ნახე ფოტოები?
ჩავი: არა
ინიესტა: რავიცი ჩვეულებრივი მეცვა მგონი, როგორც სხვებს....მაგრამ ზოგს არ მოეწონა
ჩავი: რატო?
ინიესტა: ვახ, რავიცი რატო...ჩემი აზრით ძალიან ლამაზი საცურაო კოსტუმი იყო და ყველას თავისი აზრი აქვს
(ესეც ის პლავკა
http://quemedices.diezminutos.es/var/qmd/s...ia_portrait.jpg )
ჩავი: სხვათაშორის, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის პრემია ჩაგერიცხა?
ინიესტა: ჯერჯერობით არა, ვნახოთ რა იქნება.....
ჩავი: ხო მეც ეგრე...საერთოდ არა...
ინიესტა: თემა შევცვალოთ, სანდროზე რას ფიქრობ?
ჩავი: სიმართლე გითხრა სასიამოვნოდ გამაკვირვა. გახსოვს სუპერთასი რო გადმოგვცეს ნოუ კამპზე, ძალიან თბილად გვექცეოდა. დარწუნებული ვარ წარმატებებს მიაღწევს. ეტყობა რო უყვარს ბარსა და ყველაფერს გააკეთებს ამ მოგებების პერიოდი რომ გაგრძელდეს...
ინიესტა: კიდევ ის უპირატესობაც გვაქვს რო უკვე ვიცნობდით. ჩანს რისი გაკეთებაც უნდა და ყველა თავისებურად აკეთებს თავის საქმეს. აშკარაა რო მისი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა, ამიტომ იგივე მიმართულებით უნდა ვიაროთ.
ჩავი: ასევე იმისთვისაც უნდა ვუთხრათ მადლობა რო ლაპორტა დაპატიჟა და ერთად აღვნიშნეთ ჩემპიონის ტიტულის გადმოცემა. ეს ბევრ რამეს ამბობს სანდროზე, რადგან ძალიან კარგი მანერაა რომ ყველა გაერთიანდეს ერთი დროშის ქვეშ.
ინიესტა: ხო, რაც მეტი ერთიანობაა, მით უკეთესი. არასპორტული საკითხები ნაკლებად ვიცით ხოლმე, მაგრამ გამპერი კარგად ჩატარდა და გავერთეთ.
ჩავი: როგორც ფიესტა სამხრეთ აფრიკაში და მერე ესპანეთში დაბრუნებისას
ინიესტა: ძმაო ყველაზე მეტად მე ეგ ვიგრძენი როცა ფუენტეალბილიაში ვისვენებდი. ბევრი ხალხი მოდიოდა ჩემს სანახავად და მაშინ მივხვდი თუ რას ნიშნავს მსოფლიო თასის მოგება, განსაკუთრებით ხალხისთვის.
ჩავი: მე ეგრე შორს არ წავსულვარ და კატალონიაში დავრჩი. მინდოდა ჩემს სახლში და ჩემს ხალხთან აღმენიშნა ეგ წარმატება.
ინიესტა: მე სარდინიაზეც წავედი და 'გამოვეთიშე ცხოვრებას'
ჩავი: და მანდ ბევრი ხალხი არ იყო?
ინიესტა: არ დაიჯერო...მშვიდი ადგილებიც არის, როცა იცი სად ეძებო....
ჩავი: ისე მართლა რაღა უნდა ვინატროთ......მსოფლიოს საუკეთესო კლუბში და მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებში ვართ
ინიესტა: ხო ეს ჩვენი სახლია. ყველა კარგად გვექცევა, ექიმები, მწვრთნელები....გუნდიც ფანტასტიურია. ასე უფრო ადვილია შედეგების მიღწევა.
ჩავი: და მაგ ყველაფერთან ერთად ნაკრებშიც 6 თანაკლუბელი გვყავს.
ინიესტა: ხო ეგეც გვეხმარება. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და ოჯახივით ვართ
ჩავი: ანდრეს თუ გახსოვს ნახევრად პირობა დადე უემბლიზე გოლს გავიტანო და თუ შესაძლებელი იქნება იანვარში ოქროს ბურთს ავიღებო
ინიესტა: ნეტავ..მაგრამ ხო მიცნობ. ვთქვი უკვე რო ინდივიდუალურ ტიტულებს კოლექტიური მირჩევნია.
ჩავი: ოე, რა სულელი ხარ, რა სულელი....ეგ უკვე ერთ ნახევარია...
ინიესტა: კაი როგორც შენ იტყვი.....წამოდი ვჭამოთ არ დაგვაგვიანდეს.....
This post has been edited by blaugranator on 5 Sep 2010, 19:11