RvP10მე მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი ამ დებატებში. ჩემს სიცოცხლეში პირველი არაქართული საფეხბურთი გუნდის სახელი რომელიც გავიგე იყო...არსენალი.
ეს უკვე ნიშნავს იმას რომ არსენალი დიდი გუნდია. სადღაც მიყრუებულ საბჭოთა საქართველოში რომ გაიგებს ჟღვლინტიანი ბავშვი რამეს, ესე იგი ეს "რამე" დიდია - ფაქტი!
ტოტენჰემი არასოდეს არ ყოფილა დიდი კლუბი და ამაზე შეთანხმებას ჩემი აზრით არ უნდა ჭირდებოდეს დებატები.
სიტი და ტოტენჰემი ერთ კატეგორიაში ვარდებიან ყველანაერ გაგებით, იმ განსხვავებით რომ სიტის შანსი გაუჩნდა გახდეს თანამედროვე ფებურთის გრანდი. ლოგიკურად ნებისმიერი კლუბი გახდება გრანდი ულიმიტო ბიუჯეტით და უკომპრომისო ტრანფსერებით - აქსიომა!
სიტიმ ძალიანაც რომ მოინდომოს პრემიერლიგის ვერმოგება, მაინც მოიგებს ამ უახლოეს მომავალში.
მოკლედ მომეცი მილიარდი და 1 კვირაში გავხდები პარიზ ჰილტონი.

ლივერი, მანიუ და არსენალი რომ ინგლისური ფეხბურთის ამბასადორები არიან უკვე 120 წელია ვგონებ ესეც არ უნდა ექვემდებარებოდეს დებატებს.
ჩელსის რაც შეეხება, ყოველთვის იყო საკაიფო ლონდნური კლუბი, თამაშობდნენ საკაიფო ფეხბურთს და ჰყავდათ საკაიფო ფეხბურთელები (მსოფლიო კლასის!). პრინციპში ჩელსი არც ბანძი იყო და არც გრანდი, 5-6 ადგილზებზე გასვლა კარგ რეზულტატად ითვლებოდა, რადგან არანაერი დაფინანსება არ ჰქონდათ.
შემდეგ გავიდა დრო და ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა ბეიტსი, ჩადო ცოტა ფარა და ჩელსიმაც დაიწყო სუნთქვა.
შემდეგ დაიშალა სსრკ, მოხდა რუსეთის ფინანსურ სისტემაში გარღვევა და.... მოვიდა რომანა კიდევ უფრო დიდი ფულით. შესაბამისად ჩელსიც გადაიქცა გრანდად.
რომანა თუ ოდესმე წავა შეიძლება ჩელსი დაუბრუნდეს ძველ "დიდებას" და მე-4 ადგილი გაუხდეს სანატრელი.
ამას მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს.
მოკლედ ფაქტებზე დისკუსიის გამართვა ცოტა მეუხერხულება და ამიტომ აქ დავასრულებ ჩემს იაფფასიან მონოლოგს.

პ.ს. ტოტენჰემის შეურაცმყოფელ პოსტად ნუ მიიღებთ სპურზის ფანები. სიტყვა დიდი ძალიან წელვადი განსაზღვრებაა. როდესაც ვიძახი ტოტენჰემი არ არის დიდი კლუბი ეს არ ნიშნავს რომ უიგანის გვერდზე ვაყენებ.
და თუ ტოტენჰემი დიდია, მაშინ ვილაც, ევერტონიც, სიტიც, ნიუკასლიც, სანდერლენდიც, შეფილდიც, დერბიც, ფორესტიც, ა.შ. უნდა მოვიხსენიოთ ტოტენჰემის გვერდზე.
არ დაგავიწყდეთ რომ ტოტენჰემი არც ვილაზე და არც ევერტონზე დიდი არ არის (ისტორიულად, ოფიციალურად და თუნდაც... ჯიგრულად

).
This post has been edited by SIDCFC on 7 Sep 2010, 16:59