დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ როგორ მიყვარს სპურსი
და არ ვაპირებ, ოდესმე, შევცვალო ჩემი კურსი.
ლექსების წერაც დავიწყე, ჯერ დამწყები ვარ, სუსტი,
მაგრამ ვეცდები, რომ ვიყო მაქსიმალურად ზუსტი.
კაპიტნები გყავთ მაგრები, კლუბიდან როგორ გარბიან,
გალასი ისე მოვიდა, არ შეუხრია წარბია.
ფაბრეგასს რაღატომ ტანჯავთ, რატომ დაგიბამთ ლაგმითა?
ერთგულებას თუ ელოდით, ვერ დაგიმტკიცათ საქმითა.
შარშან, ლეინზე, დერბიში, ჩვენი ოცნება ასრულდა
და ამის პარალელურად - თქვენი სეზონი დასრულდა.
პროგრესი რომ გვაქვს აშკარა, ამას დანახვა ხომ უნდა?
დავითა ამას ვერ ხედავს, სპურსის გალანძღვა მოუნდა.
კამათში არგუმენტები - ეს მიღებული წესია,
თქვენ კი სანაცვლოდ მოაწყეთ დილეტანტების სესია.
ჭეშმარიტება გგონიათ ყოველი თქვენი ვერსია,
საუკეთესო ყოფილა რობინ ჰუდ ვან დამ პერსია.
კლიშის ტექნიკა არა აქვს, დიაბი ძალზედ ნელია,
აწმყოში ვერაფერს აღწევთ და მომავალიც ბნელია.
რაც კი რამ მქონდა სათქმელი, მე ლექსად დამიწერია,
თქვენს ნაწერებში სიმართლე ჯერაც ვერ გამოერია...
3-2, Spurs lead!