დღეს, ჩემი ღრმა რწმენით, AVB-მ თუ სწორი შემადგენლობა დააყენა, მოგების დიდი შანსი გვაქვს ბეილის გამო.
სწორ შემადგენლობაში ვგულისხმობ ადებაიორის და გალასის დაყენებას.
ადებაიორი იმიტო რო დეფოს დაყენება თვითმკვლელობა იქნება. ისეთ გუნდებთან, რომლებიც ბურთს დიდხანს იჭერენ (არსენალი), შენც თუ არ დაიჭირე რაღაც დოზით, გადაგივლიან. და დეფო როცა თამაშობს, 10 კაცით ვართ ხოლმე, ის თავისთვისაა. მცველებთან ერთ ხაზზე თამაშობს ხოლმე და ბურთს როცა მიიღებს, 90% კარში ურტყამს, პასს არ აკეთებს. ადებაიორი, რაც არ უნდა საშინელ ფორმაში იყოს ამ სეზონში, ნახევარდაცვაშიც ჩამოდის ხოლმე (თუნდაც იმიტო რო წინ არაფერი არ გამოსდის) და კომბინაციებში მონაწილეობს.
და ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადებაიორის მოტივაციის ფაქტორი არ მიხსენებია.
გალასს რაც შეეხება, იმიტო უნდა ითამაშოს რო დოუსონი/ქოლკერის დაყენებაც თვითმკვლელობა იქნება. არსენალი მიწაზე თამაშობს და მიწაზე გალასი > დოუსონი/ქოლკერი.
+ გალასის მოტივაციაც. ემირატებზე 2-3 რომ მოვიგეთ, საუკეთესო იყო მოედანზე.
ამის მერე რჩება მარტო 1 საკითხი გადასაწყვეტი - ჰოლტბი თუ სიგურდსონი (დემპსი ტრავმირებულია). გამომდინარე იქედან, რომ ბეილი ცენტრში იდგა ბოლო თამაშებში (რა დროსაც აალაპარაკა ყველა), ახლა მაგის მარცხენა ფლანგზე გადაწევა შეცდომა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ცდუნება დიდია - ჯენკინსონი ითამაშებს არსენალის მარჯვენა მცველადო. ჰოდა, ბეილს თუ ცენტრში ვათამაშებთ, მაშინ ფლანგზე რომელი უკეთ ითამაშებს, ჰოლტბი თუ სიგურდსონი, ესაა გადასაწყვეტი. პასუხი არ ვიცი. 1-1 ტაიმით ვათამაშოთ ორივე, ასე აჯობებს ალბათ.
და რადგან AVB ჭკვიანი და კონკრეტულ მატჩზე ორიენტირებული სტილი აქვს, ასეთ შემადგენლობა იქნება, ჩემი აზრით:
ლორისი
უოკერი-გალასი-ვერტონგენი-ეკოტო
ლენონი-დემბელე-პარკერი

ლივერმორი? ქეროლი? - ჰოლბი/სიგურდსონი
ბეილი
ადებაიორი