ყველას მოეხსენება საქართველოში ფეხბურთი ძალიან პოპულარული სპორტის სახეობაა,ჩვენ ამ სპორტში დიდი ტრადიციები გვაქვს .ქართული ფეხბურთის პარალელურად,უცხოურ ფეხბურთთანაც გვაქვს განსაკუთრებული კავშირები,ვგულშემატკივრობთ უცხოურ ნაკრებებსა თუ საფეხბურთო კლუბებს.
ჩვენს ქვეყანაში საფეხბურთო გულშემატკივართა დიდი ნაწილი იტალიურ ფეხბურთს ქომაგობს,ყველას ძალიან უყვარს ოთხ–გზის მსოფლიო ჩემპიონი Squadra Azzurra. საკლუბო დონეზე კი შესაბამისად ამ ქვეყნის პირველობის გუნდებს ქომაგობენ. საქართველოში იტალიურ ქომაგთა ძირითადი ნაწილი სამ იტალიურ გრანდზე:იუვენტუსზე,მილანზე და ინტერნაციონალეზე ნაწილდება,შედარებით მცირე რაოდენობა რომაელი ”ჯალოროსია” ან ”ბიანკოჩელესტე” და ზოგიც ფლორენციელ ”იათა” მიმდევარია.
ინტერნაციონალეს შავ–ლურჯთა ლეგიონი რაოდენობრივად მართალია ჩამორჩება ”შავ–თეთრებსა” და ”შავ–წითლებს”,მაგრამ ლომბარდიული გრანდის ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ბოლო ხანებში არაერთ ქართველს აამღერა – Pazza Inter Amala
ნამდვილი ქომაგისთვის,ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყოს,მისი რჩეული გუნდი ცხოვრების რაღაც ნაწილად უნდა იქცეს აუცილებლად(ჩემთვის ნამდვილად ეგრეა) გუნდის წარმატება და სიხარული მისი წარმატება და სიხარული უნდა იყოს.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში არაერთი საფეხბურთო საიტი თუ ფორუმია,ყველგანაა სხვადასხვა კლუბებზე სტატიები,თემები თუ კომენტარები.ამ მხრივ ”შავ–ლურჯთა” ერთ–ერთი მსხვილი დაჯგუფება და მათი სჯაბაასისა და განსჯის ადგილი”თბილისის ფორუმზეა” თემაში FC. Internazionale.
ფორუმის წევრი ინტერისტები აქტიურად ქომაგობენ თავიანთ გუნდს,გადამწყვეტი თამაშების საყურებლად ერთად იკრიბებიან და ერთად განიცდიან მოგებით მიღებულ სიხარულს.
მათი ერთ–ერთი შეკრება ჩელსისა და ინტერის განმეორებით მერვედფინალური მატჩის დროს იყო.
ბედნიერი ინტერისტები მატჩის შემდეგ:
ინტერი 3-1 ბარსელონა. თბილისი, ივენთ ჰოლი.
ფინალში გასული ინტერნაციონალეს მეტოქე მიუნხენის ბაიერნი იყო.
ფინალური მატჩისათვის ქართველმა ინტერისტებმა ისევ ერთად შეკრება გადაწყვიტეს,შეკრების ადგილი ისევ თბილისის ივენთ-ჰოლია,ადგილი,რომელიც კარგად აქვთ დაცდილი შავ-ლურჯებს.ამჯერად ინტერისტები უფრო დიდი ძალებით იკრიბებიან და სრულ მობილიზებას აპირებენ,იტალიის მთელი ქართული ფანობა ერთად ირაზმება ბაიერნის წინააღმდეგ და შედეგად მატჩის დაწყებამდე ფილარმონიის წინ შეკრებილ ნერაძურელთა შემადგენლობას მრავლად უერთდებიან სხვადასხვა იტალიური გუნდების გულშემატკივრები.
მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრები მირზაანში შეიკრიბნენ თავიანთი გუნდის საქომაგოდ,ასე,რომ ივენთჰოლში ინტერსიტთა სიმრავლე აღინიშნებოდა.მხოლოდ რამოდენიმე მაგიდაზე იყვნენ გერმანული ფეხბურთის მიმდევრები.
თუმცა იყვნენ ბარსელონას ქომაგები,რომლებსაც მაინცდამაინც არ ამოყვაოდათ თვალში ინტერისტთა ტრიუმფი.
ტრიუმფი ვახსენე? დიახაც რომ ტრიუმფი,ინტერმა ხომ სეზონი სრული ტრიუმფით დაასრულა,მოიგო ყველაფერი,რისი მოგებაც შეეძლო და დაიბრუნა თავისი კუთვნილი ადგილი ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე.მსოფლიოს ისევ აუფრიალა შავ-ლურჯი ფერები.
ფინალის შედეგი ყველას კარგად მოგეხსენებათ,მილიტოს დუბლის,ინტერის ყველა ფეხბურთელის თავდადებისა და მთავარი მწრთვნელის გენიალური ტაქტიკის წყალობით გერმანელებს მხოლოდ შორიდან მოუხდათ ჩემპიონთა ლიგის თასისთვის თვალის დევნება.თასისათვის,რომელიც ჩვენმა ლეგენდალურმა კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ დამსახურებულად აღმართა,ნიშნად იმისა,რომ Inter Campioni D’Europa!!!
ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა გვეზეიმა,გაგვეხარა,ერთმანეთს მოვფერებოდით და დამარცხევული მეტოქე გუნდის გულშემატკივრები დაგვემშვიდებინა.
ახლა კი სიხარულით და ბედნიერებით აღვსილნი ამაყად დავაბიჯებთ,იმიტომ,რომ ჩვენ ინტერნაციონალეს ქომაგები ვართ,ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ჩვენ ვიცით,რომ ჩვენი გუნდი საუკეთესოა მსოფლიოში.
მაისი 2010  
ავტორი – arqiteqtor გივი კურტანიძე
წყარო - 
http://inter.fanebi.com/?page_id=24