ძალიან კარგი

მოკლედ,რომ დაირხა ხმები-კაპდევილას გადმობირება უნდათ ვალენსიელებს ამ ზამთარსო და რომ უხარია ზოგიერთს...რა უხარიათ პირდაპირ ვერ ვხვდები.
ვერც ირიბად.
პლიუსი ტრანსფერისა-თავისუფალი აგენტი ხდება და შესაბამისად უფასოდ ჩავიგდებთ ხელში.
მინუსი ტრანსფერისა-უკვე 32 წლისაა და 33-ის ხდება თებერვალში.მცველისთვის ძალიან ბებერია,ქლოშინით რომ სდევს წიწკვ თავდამსხმელებს და ბოლოს მაინც ვერ დაეწევა?! ვერაფერი დამშვიდება ვერაა ჩემთვის მისი მსოფლიო ჩემპიონის მედალი.
ე.ი.მე და ნოდო განვიხილავდით გუშინ ამ საკითხს და ბატონმა ნოდარმა აღშფოთებით შენიშნა,რომ ნესტაც არაა ახალგაზრდა,სულ რაღაც 34 წლისაა და მაინც მშვენივრად დარბისო.
პატივცემულო: მილანში 34 წლის ადამიანი იუნიორთა კატეგორიაში გადის.აქ კიდევ ვალენსიაა.ლა ლიგა ძმა..სწრაფი თავდამსხმელებით, მოხერხებული ნახევარმცველებით და საოცრად "გათავხედებული" (კარგი გაგებით) მცველებით

ახლა რაც შეეხება სატრანსფერო ჯერჯერობით ჭორს,რომელსაც დღევანმდელ მარკაში მოვკარი თვალი და რომელმაც დამარწმუნა კიდევ ერთხელ "რაღაცის არსებობის" თეორიაში.
უნაი ემერის უნდა ადრიანი დეპორტივოდან
მეც მინდა რა,მეც მეც

ა პორ ადრიან
მიმაგრებული სურათი