
აი კამერონ ჯერომი რომ გამოიძახოს ნაკრებში კაპელო, ურიგო არ იქნება. ამ ბენტს, დეფოს, კრაუჩს და სირებს ბევრად აჯობებს რუნისთან ერთად წყვილში ჯერომი. მითუმეტეს, კარგი ნახევარდაცვის პირობებში, ერთადერთ ფორვარდადაც ბრწყინვალედ შეუძლია თამაში და ვაიდა, რუნი გაიტრავმოს, დეფოს შემოყვანას, 4-5-1 ითამაშებს მაკარონი

ისე გასვლითი ფორმაც ძაან მაგარი აქვს ბირმინგემს

ფოსტერმა სხვათაშორის გამოასწორა თამაში, ისეთი არასტაბილური აღარ არის, როგორიც შარშან და იმის წინ იყო მანჩესტერში. რაღაც მაგარ სეივს გააკეთებდა და მერე გამოვარდებოდა ცენტრამდე და უგდებდნენ თავზე ან რამე ეგეთი

ერთადერთი ბირმინგემის რაც არ მომწონს, ეს არის ლი ბოიერი. აი ამ კაცის ადგილს ვერ ვხედავ გუნდში, მითუმეტეს ძირითად შემადგენლობაში. ბებერი, ძალიან უხეში, ვეღარ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს. აგერ გუშინ ყვითელი მიიღო ეგრევე გაიყვანა მაკლიშმა და ტრიბუნებზე ვიღაც ჰოტორნისს გულშემატკივრებს ეჩხუბებოდა


ეს როსიცკი არასოდეს მომწონდა არც არსენალში და არც დორტმუნდში. გადამწყვეტ მომენტებში ხშირად იცის ხოლმე მომენტის გამოუყენებლობა