ძმაკაცთან ვუყურებდით სახლში და ვეღარ შემოვედი და ვეღარ დავწერე აქ თამაშის მერე
No_Fearხო, ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობს ! მაგრა მიხარია

ტაკ...
რაც შეეხება იმას რომ დორტმუნდს უვარდებოდა მოგებები, შემთხვევითობაა ის რომ გუნდი ლიდერებშია და ა.შ. ეს რომ დიდი სისულელეა მგონი ყველა მიხვდა და სერიოზულად მოუწევს ნებისმიერ გუნდს იმაზე ფიქრო როგორ უნდა გააჩერონ დორტმუნდი იმიტომ რომ თითონ ეს გუნდი არ გაიჩერებს თავს როგორც მაინცმა გააკეთა .
გუშინ ისე ითამაშა ბორუსიამ გეგონება ჰამბურგზე ბოლო წლებია 10 თავით მაღლა დგას და წესით და რიგით უნდა მოიგოსო , ბურთი დაუმალა, თავისი თამაში მოახვია თავზე და რაც მთავარია მოუგო. (გუნდმა მართლა საჩემპიონო თამაში აჩვენა)
მეორეა რომ ზამთრის შესვენების დროს გუნდს რამე არ დაემართოს და ფორმიდან არ ამოვარდეს, აი მარტო მაგის მეშინია თორემ ეხა უკვე თამამად ვიტყოდი ჩემპიონები ვართ თქო

მოკლედ მადლობა დორტმუნდს გუშინ რომ ესე ძალიან გამახარა !

და იცოდეთ ევროლიგაზეც ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის

დორტმუნდ
* * *
კიდე მაგარ ემოციებში ვარ

რა ვქნა და არ მჯერა რომ დორტმუნდი ჩემპიონი გახდება, ანუ იმის თქმა მინდა რომ თავი სიზმარში მეგონება ეგრე რო მოხდეს და ისე გამიხარდება ალბათ მუხლებზე ვისრიალებ
ნეტა შეინარჩუნოს ეს ხოდი რა !!!