ნუ, თავმდაბლობის გამო დაგეთანხმები რომ ხუანდე რამოსმა და პელეგრინიმ ცემზე მეტი იციან ფეხბურთში

, მაგრამ ისიც ფაქტია რომ ეგ მწვრთნელები ვისაც არ დაეზარა ყველამ სასტიკად დაჩაგრა და მაგათი გადაწყვეტილებების რაიმეს დამამტკიცებელ საბუთატ მოყვანა სისულელეა.
ასათიანი კარიერის უდიდესს ნაწილს მცველად ატარებს, არა და საუკეთესო პერიოდი მაშინ ჰქონდა, როცა ნახევარმცველად თამაშობდა, მაგრამ იმის გამო რომ გუნდში მცველის საჭიროება უფრო იყო, ეგეც მცველად ათამაშეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნახევარმცველად უკეთესად არ გამოავლენდა თავის ს აფეხბურთო შესაძლებლობებს, ვიდრე მცველად ყოფნისას.
დელ ბოსკეს დროს რეალი როგორც წესი 4-4-2 სისტემით ტამაშობდა და შესაბამისად მთლად გამიჯნული არც ყოფილან ფორვარდები თავისი ფუნქციებით, ყოველ შემხტევაში ისე, როგორც დღეს-დღეობითაა და რაულის გოლების რაოდენობაზეც აისახებოდა ეს, საშუალოდ სეზონში 27-32 გოლი რომ გაჰქონდა.
ის რომ ერთი ფინალი ნახევარმცველად ითამაშა კარგად, არაფერს არ ნიშნავს. მე კარში ჩამდგარი მცველებიც მინახავს, პენლებიც რომ მოუგერიებიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი უფორ კარგი მეკარეები არიან, ვიდრე მცველები.
თავით ორთაბრძოლებს რაული ძალიან კარგად იგებს და არა ერთი გოლი აქვს თავით გატანილი. არც კანავარო იყო ორ მეტრიანი, მაგრამ ეგეც ზაან მაგრად თამაშობდა ტავით. ამ დროს სიმაღლეზე უფრო მეტად (თუ მთლად 2,5 მ. არაა ფეხბურთელი) პოზიციის ზუსტად შერჩევა ფასობს და ფორვარდისთვის- ასევევ თავით ზუსტად დარტყმა.
და საიდან მოიტანე რომ რაული ორთაბრძოლებს აგებს? ჯერ ეს ერთი, ფეხბურთელი რომელიც განთქმულია შავი სამუშაოს შესრულებაში არ შეიძლება ორთაბრძოლებში სუსტი იყოს და შენი ნათქვამის საპირისპირო ბოლო თამაშშიც დაადასტურა რაულმა, ძალისმიერ ორტაბრძოლაში რომ წაართვა ბურთი მეტოქეს და შეტევა განავითარა, რასაც ბოლოს ჰუნტელაარის გოლი მოჰყვა. თუმცა ცენტრ-ფორვარდის მტავარი ღირსება "სტოლბიკობა" კი არაა, არამედ გოლის გატანის უნარი. დამისახელე ერთი ფიზიკურად ძლიერი ცენტრ-ფორვარდი, რომელიც თუნდაც გვერდით დაუდგებოდა ინძაგის (ნუ ნისტელროი შეიძლება ერთი გვერდით მიუყენო), მაგრამ ტანით რაულზე პატარაა ინძაგი.
რაულის და ინზაგისნაირ ფეხბურთელებს ორთაბრძოლებში შესვლა არც სჭირდებათ, იმიტომ, რომ სანამ მცველი მათთან ორთაბრძოლას გამართავს, მაგათ უკვე გაკეთებული აქვთ ერთი შეხებით საკუთარი გასაკეთებელი, თუმცა ინძაგისგან განსხვავებით, რაული, რომელსაც უკანდაწეულს უწევდა ხშირად თამაში, ორთაბრძოლებშიც ხშირად შედიოდა ხოლმე.
და ჰუნტელაარი რომ მიგაჩნია ცენტრ-ფორვარდად, რა რაულზე უკეთ იგებს ჰუნტელაარი ორთაბრძოლებს?
შალკეში რაული თამაშების დიდ ნაწილში ან ფლანგზე იდგა, ან უკან, ხურადოს ადგილას, თუმცა ბოლო ორ თამაშში ნამდვილად მეორე ფორვარდად იდგა. მაგრამ ეს ფაქტი არანაირად არ ცვლის იმას, რომ დღეს გუნდები ერთ ფორვარდზე არიან გადასულები და მეორე ფორვარდის პოზიცია გააუქმეს, რადგან თითქმის ყველა წამყვანი გუნდი და ს აერთოდ, გუნდების 90% 4-5-1 სისტემით თამაშობს.მილონი გუნდია მსოფლიოში და რა ტქმა უნდა ყველა ზუსტად ერთნაირი განლაგებით არ ითამაშებს.
და რა მაინტერესებს, დღევანდელ რეალში, ინტერში ან ბარსაში შენი აზრით რაული რა პოზიციაზე უნდა იდგეს? და კიდევ, იგუაინი რა ტიპის ფორვარდია?