SIDCFCყველაფერი პირობითია ჩემო კარგო ეხლა თავად ფაქტი რომ ფული როგორც ასეთი ყველაფერზე მაღლა არ უნდა ეყენოს თუნდაც ბიზნესმენს რა თქმა უნდა ჭეშმარიტებაა მაგრამ აი მათი საქმიანობა ხომ ხშირად მრავლისმომცველია და ამ მრავალში შეიძლება ლივერპულიც კი მოხვდეს რომელიც მათთვის არ იყოს ცხოვრების ის მამოძრავებელი რაც ამ კლუბის ქომაგისათვის.
მე აი ის უფრო მაბრაზებს რომ ბიზნესმენები ასეთ ბრენდს როგორიც ლივერპულია მარტივი ბიზნესგარიგებისათვის ყიდულობენ სადაც მთავარი პრიორიტეტი ფულის გათეთრება მოხვეჭაა და არა სპორტული ინტერესები.
თუმცა რომანტიკის მომენტი იქ სადაც ამდენ ნოლებთან გვაქვს საქმე ცოტა ძნელი საპოვნია და მსგავსი მეპატრონენი როგორიც ჩელსის ან სიტის ჰყავს თითებზე ჩამოსათვლელნი არიან ისტორიის მანძილზეც კი.
მე აი რაც მახსოვს ხესუს ხილი(ცხონებული), ფლორენტინო პერესი, ბერლუსკონი, მორატი, მოჯი, ტაპი აბრამოვიჩი და ეხლა ამათ გვერდით მანსური. მეპატრონენი რომელთათვისაც ფული როგორც ასეთი მართლაც თითქოს დიდი არაფერი იყო რადგანაც მათ თავ თავიანთი კლუბებისათვის შეეძლოთ გაეღოთ უკანმოუხედავად მრავალი მილიონები და იმ შემთხვევებშიც კი თუ ის თანხა მათ არ ჰქონდათ ან საჩალიჩო ჰქონდათ(ხესულს ხილის და ტაპის მაგალითები გამოსარჩევია ამ მხრივ).
ხოდა მოდით ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ რომ მსგავსი შანსი აქ იყო რომ არა პერის მამაძაღლობა და ალ მაკტუბა დიდი შანსი იყო მოსულიყო ლივერპულში თუმც ეს უკვე ისტორიაა რადგანაც რამდენადაც ვიცი ეგრეთ წოდებული მსოფლიოს ეკონომიკური კრიზის დროს ამ შეიხს საკმაოდ დიდი სეკვესტრი გაუკეთეს და ყოველგვარი სურვილი მოუკლეს დიდი ფინანსური უკანმოუხედავი ფლანგვა განეხორციელებინა.
მოკლედ ეხლა მთავარია ყველაფერი დალაგდეს და ის ახალი მეპატრონე ჩაწვდეს ამ გუნდის სულს დილიხორს და აი მაშინ იმედი რეალობად შეიძლება იქცეს თან ისე რომ პატარა ზღაპარი აქ კვლავ დაბრუნდეს.
ხო ეხლა ზღაპარში რას ვგულისხმობ.
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ბევრისათვის ეს გუნდი რა სათამაშო ფორმაშია ამ წუთას ან რომელ ადგილას იმყოფება ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ძალიან ბევრი აი ძალიან ბევრი მსოფლიოს წამყვანი მამა ფეხბურთელებისთვის თუ მწვრთნელებისათვის.
მათ უმრავლესობას დღესაც ხიბლავს პერპსპექტივა მოხვდნენ ამ გუნდის ან მწვრთნელის პოსტზე ან მოთამაშე იყვნენ.
ბევრ მათქგანს ჩუმად აქვს სხვა და სხვა დროს გაჟღერებული თავიანთი ჩუმი სურვილი, ზოგსაც მინიშნება გუკეთებიათ და ზოგიც ხმამაღლა აცხადებს ან განუცხადებია რომ მსგავსი კლუბის შეთავაზებაზე ცხოვრებაში ვერ იტყოდა უარს.
თავის დროზე როდესაც გაჩნდა ინფო რომ სნეიდერი შეიძლებოდა ამ გუნდის წევრი გამხდარიყო კინაღამ კანკალი დავიწყე სიხარულისაგან მაგრამ შემდგომ რაფამ იმდენი ქნა რომ ეს ჩემი ჩუმი ოცნება ქარს გაატანა და მის მაგივრად აქ მომაკვდავი აქუილანი მოიყვანა მეტად საეჭვო ვითარებაში.
ესა დო სნეიდერი ჩემს სქემაში ვერ ჯდებაო. ეხლა მუდამ კითხვა მიჩნდება ამ წუთას როგორ ჯდება ამ ბლანჟიანის სქემაში ის ლოყებწითელა ხოლანდიელი.
მოკლედ ეხლა აქ რაფა აღარ არის და ამდაგვარი საფრთხე აღარ ემუქრება კლუბს. ხოდა ეხლა კვლავ გაჩნდა მეორე არანაკლებ მომხიბლავი ტრანსფერის ვარიანტი და ჭორი მის შესახებ.
ჭორი ჭორად და თითქოს დიდი არაფერია მაგრამ საქმე იმაშია რომ ამ ჭორის ობიექტს ასევე აქვს გაჟღერებული სხვა და სხვა დროს ჩუმი სიყვარული ამ გუნდში მობურთავე ლომის გულის მქონე კაპიტნის მიმართ და თავისი ჩუმი სურვილი ოდესმე ებურთავა მის გვერდიგვერდ.
www.lfconline.comReds in for Kaka?
According to today's Mirror, Liverpool are one of a number of Premier League clubs keen on signing Kaka, if the sale of the club goes through next week.
The Brazilian striker has struggled at Real Madrid since his £56m move from AC Milan, and has now been linked with a possible £35m switch to Liverpool, Manchester City or Chelsea.
დადონ ახალმა მეპატრონეებმა £35m და იანვარშივე თუ აქ არ გაეძროს 7 ნომრიანი მაისურით ეგ კაცი მე ვიყო იშტოიანი!