ძალიან მიჩქმალული ინტერვიუ ჭორის დონეზე იყო გაჟღერებული რომ თუ სასურველი შემოთავაზება(ფინანსურს არ გულისხმობდა) არ იქნება მაშინ ისევ სანპაულუში დავბრუნდებიო.
აი ეს მეჩვენა ყველაზე მეტად ხელჩასაჭიდ მომენტად რადგანაც მას მსურველების სახით ჰყავს თავად რეალი(სადაც აღარ სურს როგორც ვფიქრობ) ინტერი(ნუ რა უნდა შესთავაზოს ინტერმა და ბლანჟიანმა არ ვიცი.) მილანი(ერთ და იგივე ადგილას ბომბი არ ფეთქდება და ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია ეგ ვარიანტი) სიტი(ხო ეხლა ფულით თუ მოქრთამეს კი შეიძლება მაგრამ 100 მილიონის შეთავაზებისას თქვა უარი და რა ვიცი რა ვიფიქრო) ჩელსი( არ ვიცი რამდენად ეტრფის ანჩელოტის რომ უმისოდ კარიერის გაგრძელება აღარ უღირდეს. მოკლედ არ მჯერა მე ამ ვარიანტისაც) და სწორედ მიძინებული ჩუმი გატრუნული იმედი.
იმდეი იმისა რომ მაღალ ინტელექტუალური ფუტბოლი გააგოროს.
რიგ შემთხვევებში მსგავს ტრანსფერების იდეისას ხალხი ბჭობს ხოლმე რომ აი ტიტულების მოგება ხომ უნდა და ამ მიზეზებს რატომ არ ითვალისწინებო და რამე.
მათ მისამართით ვიტყვი რომ მსგავს უიშვიათეს შემთხვევბში ფეხბურთელს რომელსაც მოგებული აქვს აბსოლუტურად ყველაფერი, ტიტულები ისე აღარ ანაღვლებს როგორც ბურთის სიამოვნებით გორაობა სასურველ გარემოში რა თქმა უნდა რომელიც მოემსახურება ტიტულების მოგებასაც.