მოკლედ გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ კვლავ და ბოლომდე ალბათ მაინც ვერ გავერკვევი ესე უცებ თუნდაც იმ შემთხვევაში თუ ჰიქსი და ჯილეტი ისტორიას ჩაბარდება ოფიციალურად.
მოდით თავიდან დავიწყოთ ანალიზი.
როდესაც ამა თუ იმ კლუბს ხელთ იგდებს დიდი ფულის პატრონი(მილიარდერი) არაბი მსგავს სიტუაციას აქვს ახსნა და ასევე აქვს თავისი პლუსები და მინუსებიც.
აი მსგავს სიტუაციაში ამ არაბებს სურთ წარმოჩენა დედაელიტარულ საზოგადოებაში და ფეხბურთი დღეს ბრწყინვალე საშუალებაა ამისათვის.(პოლიტიკის შემდგომ.) ისინი იწყებენ(მთელ რიგ შემთხვევებში) ფულის "ფლანგვას" და ამით ცდილობენ მიაღწიონ შედეგს. ეს ქომაგს მოსწონს და ხიბლავს მსგავსი პერსპექტივა.
თუმც ისევ და ისევ კლუბის მეპატრონის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ დიდი ფულის ხარჯვა არ არის დიდი წარმატების მიღწევის გარანტია.
წარმატების მიღწევის აუცილებელი პირობაა ფულის ხარჯვა მაგრამ არასაკმარისი!აი ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნა ისევ ქართულ მაგალითს მოვიხმარიებ.
ქეთო და კოტეს (მხ.ფილმი) მაგალითი ავიღოთ. აი მილიარდერი ღრაჩიკა სასიმამრო დიდი ფულის პირობებშიც კი ვერ ავა იმ სიმაღლეზე მხოლოდ ფულის თუნდაც შოვნის ან ხარჯვის შემთხვევაშიც კი.

ხო და აი უარყოფითი მხარეც ანუ ის ნეგატიური პერსპექტივა რომელიც შეიძლება მოხდეს მსგავს შემთხვევაში.
მსგავს არაბ მილიარდერებს დროთა მანძილზე ფულის ხარჯვის შემდგომ თუ არ ექნათ მართლაც შედეგი(EPL მაინც) ისინი შეიძლება საბოლოოდ მაინც დარჩნენ იმედგაცრუებულნი და ამ ფორმის "გართობაზე" საერთოდ უარიც კი თქვან.
მაგალითი ეხლა მთლად ზუსტი შეიძლება არ იყოს მაგრამ აი დოდიკას მამას რომ შევხედოთ მაგას კლუბის იქეთ აღარავინ დარჩა(შეიძლება ვცდები და დოდიკას(სიკვდილამდე) ჰყავს გასროლილი თან არაერთი ისინი ვისაც არაბიათ) მაგრამ ის არ იხარჯება ისე რომ მისი კლუბი ბრილიანტივით ბრწყინავდეს.
მართალია ებრაელი მილიარდერები ამ კუთხით ძირითადად განსხავდებიან არაბებისაგან მაგრამ არკასიჩის ისტორია ძალიან ჰგავს არაბულ ზღაპარს.
აი ლივერპულის შემთხვევაში კი მე მინდა ბოლომდე ჩავწვდე ამ "ნესვის" ინტერეს და მივხვდე რა სურთ იდეაში მათ.