სტ. პაულის ბლოგზე მაგარი პოსტი გაიჩითა.
"გერმანიის 2010 წლის საუკეთესო საფეხბურთო გამოთქმა"
მოკლედ 29 ოქტომბერს გამოვლინდება გამარჯვებული, სულ 11 კანდიდატია, აქედან რამოდენიმეს ჩამოვწერ.
იურგენ კლოპი ლიოვის შესახებ: "მე მიყვარს იოგი- მე მის დეზოდორანტს ვხმარობ და ისეთივე შამპუნი მაქვს."
დენიც ნაკი სტ.პაულიდან: "მე იქიდან ვარ, სადაც ან სუტინიორი ხდება ადამიანი ან პროფესიონალი ფეხბურთელი"
ტონი შუმახერი ინგლისის შესახებ: "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ინგლისი ფეხბურთის დედა-ქვეყანა აღარაა, უფრო მეტად იგი ფეხბურთის ბებია-ქვეყანაა."
ვან გაალი: "მე ჭკვიანი მწვრთნელი ვარ. უფრო მეტად გონებას ვავარჯიშებ, ვიდრე ფეხებს"
ჰოლგერ სტანისლავსკი, სტ.პაულის მწვრთნელი: "მე მინდა საუკეთესო გუნდი 11 ფეხბურთელისგან და არა საუკეთესო 11 ფეხბურთელი გუნდიდან."
მაინცის მწვრთნელი, ტომას ტუხელი ბაიერნთან მატჩის წინ, წინა სეზონში: "ჩვენ მხოლოდ სწრაფი გოლი და სწრაფი საფინალო სასტვენი გვიშველის, ნუ თუკი გუნდის ავტობუსს ჩვენს კართან გავაჩერებთ - ესეც ერთ-ერთი ვარიანტია." (აზზე ხართ 1 სეზონში როგორ გაიზარდნენ?

)
ფრანც ბეკენბაუერი პასუხობს კითხვას, თუ რატომ იყო მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე გერმანია ასეთი ძლიერი: "არ ვიცი, ლიოვს ჰკითხეთ, თუმცა არც მან იცის"
http://www.sports.ru/tribuna/blogs/fcstpauli/116716.html
https://youtu.be/xpwhTi3pwu8?t=1396 ძუძუ ძმაო.