სრული სახელწოდება: New York Red Bulls
ზედმეტსახელი: Red Bulls / Metros
დაარსების წელი: 1996
სტადიონი: Red Bull Arena
სტადიონის ტევადობა: 25,189
მფლობელი: Red Bull GmbH
სპორტული დირექტორი: Erik Solér
მთავარი მწვრთნელი: Hans Backe
ლიგა: Major League Soccer
ბმულები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ნიუ იორკ რედ ბულსი (
New York Red Bulls [
NYRB]) არის ამერიკის პროფესიონალური ფეხბურთის გუნდი. რომელიც მონაწილეობას იღებს Major League Soccer-ში (
MLS), რომელიც ყველაზე მაღალი დივიზიონია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში.
NYRB-ი იმ ათ კლუბს შორის არის, რომელიც
MLS-ის დაარსებიდან აქვს უფლება მონაწილეობის მიღების უმაღლეს დივიზიონში.
გუნდი დაარსებული იქნა
MLS-ის წევრების მიერ 1996 წელს, მაგრამ მოკლე დროის მანძილზე რამოდენიმეჯერ შეიცვალა სახელი. მისი პირველი სახელწოდება იყო ნიუ იორკ/ნიუ ჯერს მეტრო სტარს (
New York/New Jersey MetroStars) რომითაც მხოლოდ 1 წელი იარსება (1997 წლამდე). ხოლო 1998 წლიდან მოყოლებული 2005 წლამდე გუნდს უბრალოდ მეტროსტარს (
MetroStars) ერქვა. 2006 წლის 9 მარტს კი გუნდი ნაყიდი იქნა
Red Bull GmbH-ის მიერ, რის შედეგადაც გუნდს კვლავ შეეცვალა სახელი და დაერქვა
New York Red BullsMLS ლიგის დაწყებიდან მათ არ ააქვთ მოგებული მთავარი ლიგა. მათი უმაღლესი მიღწევა MLS Cup-ზე იყო 2008 წელი, სადაც ფინალში დამარცხდნენ. რაც შეეხება US Open Cup-ს, მათ სამჯერ მიაღწიეს ნახევარ ფინალს (1997, 1998, 2000 წლებში), სანამ საბოლოოდ მივიდოდნენ ფინალში (2003 წელს) სადაც მეტროსტარსი დამარცხდა Chicago Fire-თან 1-0. 2000 წლის 26 აგვისტოს, მეტროსტარსის ფეხბურთელმა
Clint Mathis-მა MLS-ის რეკორდი დაამყარა და ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა
Dallas Burn-ის წინააღმდეგ.
გუნდში აქვთ ნათამაშები ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: რობერტო დონადონი, ლოთარ მათეუსი, იური ჯორკაეფი, ტიერი ანრი და რაფაელ მარკესი.
გუნდის სათავეში ასევე ყოფილან ცნობილი პერსონები, როგორებიც არიან: კარლოს კეირუში, კარლოს ალბერტო ფერეირა და ბობ ბრედლი.
1996-2000 წლებიკლუბის ნამდვილი სახელი თავიდან
Empire Soccer Club იყო, რომელმაც დიდი გულშემატკივრების არმია ჩამოაყალიბა სახელად
Empire Supporters Club. გუნდის მფლობელები
John Kluge და
Stuart Subotnick იყვნენ
Metromedia-ს ხელმძღვანელები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს კლუბის დაარსებას რომელსაც "Metro" უნდა დარქმეოდა. თუმცა Nike-ს სურვილი იყო რომ გუნდის სრული სახელი ყოფილიყო
MetroFlash, მაგრამ საბოლოოდ მაინც
MetroStars-ე შეჩერდნენ.
თაბ რამოსი (
Tab Ramos) იყო პირველი ფეხბურთელი რომელიც გახდა პირველი მეტროსტარი, მას შემდეგ მოყვნენ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდელი ტონი მეოლა (
Tony Meola) და
AC Milan-ის ვარსკვლავი და ნახევარმცველი - რობერტო დონადონი (
Roberto Donadoni). პირველი გუნდის კაპიტანი კი პიტერ ვერმესი (
Peter Vermes) გახდა. გუნდის პირველი მწვრთნელი კი ედი ფირმენი (
Eddie Firmani) იყო.
როდესაც ლიგა დაიწყო 1996 წელს, ბევრი ელოდა რომ გუნდი დაიწყებდა დომინირებას პირველივე სეზონში, მაგრამ მოლოდინი მოლოდინადვე დარჩა. მიუხედავას ცნობილი ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის ხმამაღალი განცხადებებისა, გუნდს შეკრულობა არ ეტყობოდა. გუნდის პირველი საშინაო მატჩი
New England Revolution-ის წინააღმდეგ გაიმართა, მაგრამ სამწუხაროდ 46 000 გულშემატკივრის თვალწინ, მეტროსტარები 1-0 დამარცხდნენ. ფირმენი 8 მატჩის შემდეგ (3-5) გათავისუფლებული იქნა პოსტიდან, რომელიც კარლოს კეირუშმა (
Carlos Queiróz) დაიკავა, ამ უკანასკნელმა სეზონი (12-12) არც უარესაც მაგრამ არც უკეთესად წაიყვანა. გუნდმა ფლეი ოფში გააღწია მაგრამ პირველი მეტოქესთან -
D.C. United-თან დამარცხდა.
1998 წელს გუნდში არაფერი დიდი ცვლილება არ მომხდარა. გუნდი უბრალოდ სვლას განაგრძობდა და დიდი ყურადღების ცენტრშიც არ ხვდებოდა.
2000 წელს გუნდმა რეფორმის სახით გერმანიის ნაკრების და ბაიერნ მიუნჰენის ვარკსვლავი ლოთარ მათეუსი (
Lothar Matthäus) იყიდა, მაგრამ თავად მათეუსისთვის ამერიკაში გადაბარგება დიდ იმედ გაცრუებად იქცა, რომელმაც
MLS-ის სეზონში 16 მატჩი ჩაატარა.
2001-2005 წლებიმიუხედავად გუნდის შიდა სამზარეულოში არეულობების, მეტროსტარი გახდა პირველი
MLS-ის გუნდი (მხოლოდ ამ ასპექტში), რომელმაც ჩრდილო ამერიკის გარეთ მოიგო ლა მანგას თასი (
La Manga Cup). მეტროსტარმა ნახევარფინალში უკრაინის დინამოს კიევი (
Dynamo Kyiv) 3-2, ხოლო ფინალში ნორვეგიის ვიკინგი (
Viking FK) 1-0 დაამარცხა.
მოგვიანებით 2005 წელში, როდესაც გუნდიდან ბობ ბრედლი იქნა გათავისუფლებული, დროებითი თავკაცობა მისმა დამხმარე მწვრთნელმა მო ჯონსტონმა (
Mo Johnston) ჩაიბარა, რომელმაც გუნდს 3 თამაშიდან 7 ქულა მოატანინა, მოუგო
D.C. United-ს და
Chivas USA-ს, გუნდმა ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. მაგრამ იმედ გასაცრუებელი იყო ის ფაქრი რომ გუნდი ფლეი ოფში
New England Revolution-ის მიერ იქნა დამარცხებული ანგარიშით 3-2.
Red Bull-ის მიერ შესყიდვა (2006–2007)როდესაც 2006 წელს
Red Bull-მა შეიძინა გუნდი, საბოლოოდ გახდა ცნობილი რომ ყველაფერი შეიცვლებოდა: ლოგო, სახელიც და ფერებიც.
2006 წელს გუნდმა შეძლო ამხანაგურ შეხვედრაში
Giants Stadium-ზე დამარცხება გერმანული გიგანტ "
ბაეირნ მიუნჰენის", ანგარიშით 4-2, რომელიც მისი პროგრესის მანიშნებელი იყო. ასევე 2006 წელს გუნდს ჰქონდა ამხანაგური შეხვედრა "
ბარსელონას" წინააღმდეგ, რომელთანაც სამწუხაროდ 4-1 მარცხი იწვნია 79 000 მაყურებლის თვალწინ, ასევე
Giants Stadium-ზე. ხოლო ამავე წლის 18 აგვისტოს გუნდმა გამართა მატჩი ლოს ანჯელეს გელექსის წინააღმდეგ, სადაც დევიდ ბექჰემის (
David Beckham) დებიუტი შედგა კიდეც. ეს მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ მოხდა სარეკორდო რაოდენობა მაყურებლის დასწრების თვალსაზრისით, 66,238 ადამიანი იყო შეკრებილი ჯაიანტ სტადიონზე, რომელიც ერთი ლიგის ორი გუნდის დასწრებისთვის მართლაც რომ მაღალი მაჩვენებელი იყო.
იმდეგაცრუებული მსოფლიო ჩემპიონატის ჩაგდების შემდეგ, გუნდს სათავეში ამერიკის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ბრუს არენა (
Bruce Arena) ჩაუდგა სათავეში, რომელიც დაუყოვნებლივ დაეხმარა გუნდს. ფლეი ოფში ხოსი ალტიდორის (
Jozy Altidore) დაგვაიანებულმა გოლმა ყველას აფიქრებინა რომ გუნდი შემდეგ ეტაპზე განაგრძობდა გასვლას, მაგრამ
D.C. United-მა შეძლო ამ თამაშშიც გამარჯვების მოპოვე და შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლებაც, რამაც წერტილი დაუსვა გუნდის და გულშემატკივრის იმედებს.
2007 წელს გუნდი
MLS ფლეი ოფიდან იქნა გამოვარდნილი
New England Revolution-ის მიერ, ხოლო ორი დღის შემდეგ 2007 წლის 5 ნოემბერს პოსტი დატოვა ბრუს არენამ.
ყოფილი
Chicago Fire-ს მწვრთნელი ხუან კარლო ოსორიო (
Juan Carlos Osorio) კი იქნა დანიშნული მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. თვითონ ხუანისთვის ეს იყო დიდი სურვილი, რადგან მას სურდა უკან (ნიუ იორკში) დაბრუნება მეგობრების და მშობლების გამო. "რა თქმა უნდა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ეს საამაყო ფაქტია ჩემთვის, დავბრუნდე ნიუ იორკში ჩემ მეგობრებთან და ჩემ ოჯახთან ერთად." განაცხადა როსარიომ. "2001 წლიდან მოყოლებული, როდესაც მე დავტოვე
Manchester City, ყოველთვის მქონდა დიდი სურვილი დავბრუნებულიყავი
MLS-ში და გამეწვრთნა ნიუ იორკ რედ ბულსი. დღეს კი მომეცა ეს შესაძლებლობა, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვამაყობ!"
2008-2009 წლებიროსარიომ 2008 წლის სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მთელი რიგი ტრამვების მიუხედავად, ამას ისიც დაემატა რომ გუნდის სუპერვარსკვლავმა ხოსე ალტიდორმა გუნდი დატოვა და გადაბარგდა
LA LIGA-ს გუნდ
Villarreal CF-ში, რომელშიც გუნდმა 10 მლნ $ აიღო, ეს კი სარეკორდო თანხა იყო, რომელიც რომელიმე ამერიკულ გუნდს აუღია თავის ფეხბურთელში. 19 ივლისს კი 47 ათასზე მეტი ბილეთი იქნა გაყიდული, როდესაც გუნდს თამაში უწევდა ლოს ანჯელეს გელექსის წინააღმდეგ, ეს კი გუნდის და სეზონის ყველაზე მაღალი დასწრების მაჩვენებელი იყო, სამწუხაროა რომ თამაში 2-2 დამთავრდა და გუნდმა ვერ შეძლო მისი გულშემატკივრის თვალწინ მოგება.
6 აგვისტოს კი გუნდმა კვლავ ამხანაგური მატჩი გამართა
ბარსელონას წინააღმდეგ, რომელიც ამჯერად 6-2 დაფიქსირდა კატალონიელების სასარგებლოდ.
რედ ბულსი იყო ბოლო გუნდი რომელმაც ფლეი ოფში გააღწია 2008 წლის სეზონში, სადაც მათ მართლაც შესანიშნავად ითამაშეს. ფლეი ოფში მათ ორჯერ თასის დამცველი
Houston Dynamo დაამარცხეს ორი მატჩის ჯამში 4-1. ერთი კვირის შემდეგ კი
Real Salt Lake დაამარცხეს ანგარიშით 3-1. ხოლო
2008 MLS Cup-ის ფინალში დამარცხდნენ
Columbus Crew-ის წინააღმდეგ ანგარიშით 3-1.
Red Bull Arena Era (2010–დღემდე)2010 წელს გუნდმა ახალი სტადიონი, ახალი მოთამაშეები ახალი მწვრთნელი და სრული განახლება მიიღო. 2010 წლის 7 იანვარს რედ ბულსის მიერ გაცხადებული იქნა რომ გუნდს სათავეში ჰანს ბეკი (
Hans Backe) ჩაუდგებოდა, უკანასკნელმა კი დაიწყო უფრო ევროპელი ფეხბურთელების მოყვანა გუნდში.
2010 წლის პრე სეზონი გუნდმა მშვენივრად დაიწყო, პირველად რედ ბულ არენაზე ბრაზილიის სანტოსი დაამარცხეს 3-1, რომელშიც ახალწვეული ნახევარმცველი ჯოელ ლინდპერი (
Joel Lindpere) შევიდა ისტორიაში ფეხბურთელი, რომელმაც პირველი გაიტანა გოლი რედ ბულ არენაზე. პირველი
MLS-ის მატჩი კი
Chicago Fire-ს წინააღმდეგ ჩაატარეს და აქაც ლინდპერიმ გამოიჩინა თავი და გუნდს 1-0 გამარჯვებაში ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. ერთი კვირის შემდეგ კი
Seattle Sounders-ი 1-0 დაამარცხა და ასევე 27 მატჩიანი წაუგებელი სერია შეაჩერა რედ ბულსმა. ლონდონის
არსენალის და კატალონიის
ბარსელონას ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ 2010 წლის 14 ივლისს ხელი მოაწერა კლუბთან ოფიციალურ კონტრაქტს. ხოლო 2 აგვისტოს კლუბს ასევე ყოფილი
ბარსელონელი რაფაელ მარკესი შეუერთდა. ახალი შენაძენებით გუნდმა 2010 წელს, 2000 წლიდან მოყოლებული პირველად სამხრეთ კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავა. გუნდმა ასევე რეკორდი დაამყარა და სეზონი 51 ქულით დაასრულა, რაც ერთ სეზონში გაუმჯობესებული ქულების რაოდენობით იყო აღსანიშნავი, რადგან გუდნამ წინა სეზონში მხოლოდ 21 ქულით დაასრულა. მიუხედავად შესანიშნავი შემოტრიალებისა, გუნდმა ბევრისთვის იმედგამაცრუებლად დაამთავრა. სამხრეთ კონფერენციის ნახევარ ფინალში გუნდი
San Jose Earthquakes-თან დამარცხდა. გუნდის სეზონის ყველაზე ღირებულ ფეხბურთელად კი ჯოელ ლინდპერი აღიარეს.
ფერები და გერბი:
პირველი სეზონი განმავლობაში, გუნდი იცმევდა შავ და თეთრ ფორმას. შემდეგ კი საშინაო ფორმა შეიცვალა და წითელ/შავ ვერტიკალურ ზოლებიანი ფორმა გახდა (თითქმის ანალოგიური როგორც
მილანს). მას შემდეგ რაც გუნდი რედ ბულსმა იყიდა, გუნდის საშინაო ფორმა ძირითადად თეთრი გახდა, რომლის ერთი ნაწილი იყო მხოლოდ წითლად გამოყოფილი, რა თქმა უნდა რედ ბულის ლოგო იყო გამოსახული.
დღევანდელი ფორმა:
სტადიონები: სახელწოდება:
ჯაიანტ სტადიონი (Giants Stadium). ადგილმდებარეობა:
ნიუ ჯერსი (New Jersey)ტევადობა:
80 000 სტადიონის დანგრევა:
2010 წლის 4 თებერვალიგუნდის ჩატარებული წლები:
1996-2009სახელწოდება:
ბაკერ ფილდი (Baker Field)ადგილმდებარეობა: ნიუ იორკი, ნიუ იორკიტევადობა:
----გუნდის ჩატარებული წლები1997 წელს ჩაატარა ერთი მატჩი US Open Cup-ზესახელწოდება:
იორსეკ ფილდი (Yurcak Field)ადგილმდებარეობა: ნიუ ჯერსიტევადობა:
5 000გუნდის ჩატარებული წლები: 1999 და 2003 წლებში ჩაატარა 3 მატჩი US Open Cup-ზესახელწოდება:
Mitchel Athletic Complexადგილმდებარეობა: ნიუ იორკიტევადობა:
10 102გუნდის ჩატარებული წლები: 2000-2001 წლებში ჩაატარა 3 მატჩი US Open Cup-ზესახელწოდება: რედ ბულ არენა (Red Bull Arena)
ადგილმდებარეობა: ჰარისონი, ნიუ ჯერსი
ტევადობა: 25 189
გუნდის ჩატარებული წლები: 2010 წლიდან დღემდე2010 წლიდან გუნდის საშინაო სტადიონად ითვლება რედ ბულ არენა, რომელიც მდებარეობს ჰარისონში (ნიუ ჯერსი), მანამდე კი გუნდი იყენებდა ჯაიანტ სტადიონს, რომელიც გუნდის განკარგულებაში 1996 წლიდან იყო.
რაც შეეხება სავარჯიშო ბაზას, გუნდს იდეაში აქვს აშენება დიდი სავარჯიშო ბაზის ჰანოვერში (ნიუ ჯერსი), ამჟამად კი გუნდი ვარჯიშობს მონტლეი სტეით უნივერსიტეტის (
Montclair State University) ბაზაზე.
მეტოქეობარედ ბულის ყველაზე დიდი მეტოქე არის
D.C. United, ვის წინააღმდეგაც ისინი იბრძვიან
Atlantic Cup-ზე. ასევე აღსანიშნავია რე ბულისთვის კიდევ ორი გუნდი:
New England Revolution და
Philadelphia Union, რომელიც გეოგრაფიული თვალსაზრისით მოიაზრებიან უდიდეს მეტოქეებად.
მეტოქეობაში არ შეიძლება გამოიყოს დასავლეთ კონფერენციის გუნდი
Los Angeles Galaxy, რომელთა შორის მეტოქეობა წლიდან წლამდე იზრდება!
გუნდის შემადგენლობა:
მეკარეები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
==================================================
მცველები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
==================================================
ნახევარმცველები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
==================================================
თავდამსხმელები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
==================================================
გუნდის შემადგენლობის საერთო ფორმა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფეხბურთელების ტვიტერები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იწვალა გადათარგმნაში და თქვენც გაწვალათ კითხვაში © 2011 BeBe_MU==================================================================
პირველი გვერდზე პირველი პოსტი ჩაასწორეთ რა

თაგ:
Donnie aimo Duff Marco This post has been edited by BeBe_MU on 2 Oct 2011, 21:26
მიმაგრებული სურათი