მაშ ასე, ვის მეტ პენალტს უნიშნავდნენ, ბარსას თუ რეალს?
დონ ბალონმა ბოლო 50 წლის კვლევა ჩაატარა
ბოლო 5 წელი

05/06 წელში სუპერ-ბარსამ 12 პენალტი მოიპოვა (დიახ)
07/08 სეზონში კი იმენა გვიხმარეს მსაჯებმა, 11 პენალტი დადეს ჩვენს კარში
საერტო ჯამში ბოლო 5 წელში
ბარსას სასარგებლოდ დანიშნეს - 39 პენალტი
რეალის სასარგებლოდ დანიშნეს - 33 პენალტი
(ბარსას აშკარა დომინაციის წლებსი მხოლოდ 6 პენალტით მეტი დაგვინიშნეს)
ბარსას საწინააღმდეგოდ დანიშნეს - 24 პენალტი (ჰოი ჰოი მიდით მსაჯები დააწექით

საერთოდ ამდენჯერ ჩვენს საჯარიმოში იყვნენ?

)
რეალის საწინააღმდეგოდ დანიშნეს - 25 პენალტი
(ნუ, რა უნდა თქვა? აშკარაა.
მაგრამ 06/07 წლის სამარცხვინო სეზონი ბარსას სირცხვილია, მსაჯებიც კი არ გვიშლიდნენ ხელს და დავკარგეთ ჩემპინობა

)
თუმცა წინა წლებთან შედარებით სამდურავს რომ გამოვთქვამ კი მრცხვენია
ახლა ვნახოთ ბოლო დეკადა

ბარსას სასარგებლოდ დანიშნეს - 69 პენალტი
რეალის სასარგებლოდ დანიშნეს - 71 პენალტი
ბარსას საწინააღმდეგოდ დანიშნეს - 49 პენალტი
რეალის საწინააღმდეგოდ დანიშნეს - 48 პენალტი
დეკადის მიხედვით თანაბარია და ჩემპიონობაც თანაბარია 4-ჯერ ბარსა, 4-ჯერ რეალი. მადლობა დიდი, დეკადის გათვალისწინებითა, აქეთ ყველა დროის საუკეთესო ბარსა და იქით ,,გალაქტიკოსები", უნდა იყოს კიდეც თანაბარი, არ უნდა იყოს?
ახლა კი ვნახოთ ფიგუ/რონალდო/რივალდოს 5-წლედი, ალბათ საინტერესოა

ბარსას სასარგებლოდ დანიშნეს - 30 პენალტი
რეალის სასარგებლოდ დანიშნეს - 42 პენალტი
ბარსას საწინააღმდეგოდ დანიშნეს - 29 პენალტი
რეალის საწინააღმდეგოდ დანიშნეს - 21 პენალტი
1. გრანდ ბარსას მინუს 9 პენალტი? თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი, არათუ გრანდი, არამედ უბრალოდ ძლიერი გუნდი, და მასაც არ ექნება ასეთი უარყოფითი

ეს არის სრულიად ირეალური მონაცემი და ის რასაც იმდენად შეგვაჩვიეს, რომ არც გვიკვირს და გამართლებებს ვუძებნით : D (ვთქვათ ნადალი და ბლანი განსაკუთრებით ბანძები იყვნენ და ჩეხავდნენ ყველას საჯარიმოში)
2. რეალი, რომელიც იმ წლებში ბარსაზე სუსტი იყო (მიუხედავად დიდი პატივისცემისა სუპერ-შუკერ/მიატოვიჩ/რაულ/ზეედორფებისა) და მხოლოდ სწორედ ახლახანს ნახსენები გუნდით გახდა სუპერ-კაპელო ჩემპიონი - აშკარად განებივრებულია პენალტებით, 12-ით მეტი პენალტი ,,აჩუქეს"

და 7-ით ნაკლებით ,,დასაჯეს" განა სასწაული არაა? არა, მითხარით რა, ტყუილად ვწერ? ხალხი არა ხართ? ხო ხართ სპეცები 90-იანების ფეხბურთის, როგორი ფეხბურთი მიდიოდა, 95-დან 2000-წლამდე, ბარსას მინუს 19 უნდა ქონდეს პენალტებში რეალთან? ჰააა?

ვნახოთ ,,დრიმ თიმის" 5-წლედი და ის პერიოდი როდესაც საშინელი მარადმწვანე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი წავიდა (გარდაიცვალა, მოკვდას არ დავწერ)

ბარსას სასარგებლოდ დანიშნეს - 54 პენალტი
რეალის სასარგებლოდ დანიშნეს - 43 პენალტი
ბარსას საწინააღმდეგოდ დანიშნეს - 28 პენალტი
რეალის საწინააღმდეგოდ დანიშნეს - 22 პენალტი
მაგის დედა ვატირე, დრიმ თიმის კარში 6-ით მეტი პენალტია დანიშნული ვიდრე იმდროინდელი რეალის

ის რომ 54 პენალტი მოგვცეს, სრულიად ვერ ანელებს ამ საოცარი მონაცემისგან მიღებულ დამთრგუნველ შთაბეჭდილებას
თუმცა მსაჯებს მაინც +, აღარ იყო ტირანი და ბარსას სუპერ-შემტევებს ხუნდები მოეხსნა
და ვისაც მოთმინება ეყო საბოლოოდ 50 წლის მონაცემი

ბარსას სასარგებლოდ დანიშნეს - 301 პენალტი
რეალის სასარგებლოდ დანიშნეს - 328 პენალტი
ბარსას საწინააღმდეგოდ დანიშნეს - 236 პენალტი
რეალის საწინააღმდეგოდ დანიშნეს - 190 პენალტი
განსხვავება: რეალის სასარგებლოდ + 73 პენალტი
:ყველაზე ჩაგრული გუნდი ფანო:
მიმაგრებული სურათი