ნება მიბოძეთ გავაკრიტიკო : (
არ მომეწონა მაგათი არ ვიცი, უკვე 20 წუთისთვის პირველი ტაიმისა შევნიშნე ჩემთვის რომ ისეთი თამაში მიდიოდა თითქოს ვარჯიშზე ორად გაყოფილი გუნდი თამაშოფდა (ერთი ძირითადი და მეორე პატარები : D ოღონდ მიდგომა ქონდა ორივეს საწრთვნელი)
მესიმ რომ ვერ გაიტანა ის უადვილესი ბურთი ასევე ძალიან ცუდი იყო, ამ კაცმა უნდა ისწავლოს წერტილის დასმა თამაშის
თუ ვინმეს შეუძლია სეზონში 50-60 ბურთამდე ავიდეს, ეს (მართლა და თავისუფლად) მესია
რომ გამოიყენოს თავისი (რეალური) მომენტების ნახევარზე ოდნავ მეტი : D
ალვეში კატასტროფა იყო, ეს იყო რაღაც საოცრება რაც ვნახე
ტიპს 20 ჩაწოდება დაუგროვდა საბოლოოდ (ზუსტი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი დიდი ზუსტი არ ყოფილა, არა : D)
თუმცა მაგარი პასებიც რომ აკეთა ვნახეთ, თუნდაც ბოიანის ძელზე (გარედან)
აბიდალმაც 10-ზე მეტი ჩააწოდა, ეს ჩაწოდებების რეკორდი კი მასკერანომ ,,მოიტანა" (დადებით პლანში)
მასკერანო იყო ფლანგის მცველი ალვეში/აბიდალის წინ წასვლისას და მას ეს შეუძლია (დამატებით 2 კაცი შეტევაში, ახლა ალვეშმა თუ ვერაფერი ქნა, ეს მასკერანოს ბრალი არაა)
საერთოდაც მასკერანოზე 0 მაქვს პრეტენზია (მიუხედავად იმისა რომ ართმევას ჯერ ვერ აკეთებს, უკან მაინც უდიდეს სამუშაოს ასრულებდა)
არც რუბინთან მქონია მაინცდამაინც, ინდივიდუალურად (თუმცა ბუსკეტსივით რა თქმა უნდა ,,პოზიციას ვერ იჭერს"
პიკე, წლევანდელი სეზონია ძალიან მოუკლო მუშაობას და თავისი ფუნქციების შესრულებას (არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ გოლი რომ გავიდა იმას, არამედ საერთოდ)
მგონი დროა ჰოლივუდობას თავი ანებოს, გაცილებით მეტი შეუძლია (ორჯერ მეტიც ვიდრე წელს, ალბათ სულ 1 თამაშში ითამაშა რაც შეუძლია)
ახლა კარგზე
ინიესტა, თავისი პასებით, მართლა კარგი იყო
აბიდალი, ძალიან კარგი იყო და აქტიური
მილიტოს თითქმის ხუთიანი, ნუ მე არ მინახავს რამე რაშიც დავადანაშაულებდი (ამ თამაშმა, მე თუ მკითხავ მილიტო/მასკერანო/მესის ზურგზე გადაირა და კატალონელების გუნდისგან უეცრივ არგენტინელები სგახდა)
პედრო ვერ კილერობს, მაგრამ თამაშის ხარისხი მაინც მაღალს უახლოვდება, ამიტომ ვერ ვიტყვი ცუდს, მხოლოდ იმიტომ რომ ისევ გადამრჩენელი არაა
ბოიანზეც ვერ ვიტყვი, კრიზისშია (თან ყოველ გუნდში არის განტევების ვაცი, ვისაც ბრალდება, მე კი არ მიყვარს ვაცები : D)
კეიტა რუბინთან არ იყო და უდიდეს დანაკლისად გამოჩნდა მისი არყოფნა (ზუსტად მისი მოძრაობა და თანაგუნდელთან ,,დაზღვევები", შეტევაში საჯარიმოში შეჭრებითურთ აკლდა ბარსას) ახლა კი იყო და ვერაფერი შემატა გუნდს
ახლა გვარდიოლა იტყვის რომ ყველაფერი მაგრადაა (როგორც რუბინის მერე) მაგრამ ზუსტად მაგისმა თქმამ მოიტანა (რუბინის მერე) დღევანდელი ფრე, მე თუ მკითხავენ
და არც მომენტების გამოუყენებლობაში საქმე (ვისაც უნდა დაიჯეროს რომ ,,არ გვიმართლებს" მისი ნებაა, შეიძლება მართალია, მე კი სხვა მოსაზრება მაქვენ)
საერთოდ გვარდიოლას ბარსა რატომღაც სახლში ბევრს აგებდა, ახლა კი ქულების კარგვებიც მიამატა (ნუ ადრე უმოტივაციოებს აგებდა ძირითადად)
თამაში კატასტროფული ნაღდად არაა, მაგრამ არის მთელი რიგი ტენდენციები რაც მეორდება და ძნელი იქნება მათი აღმოფხვრა, რაც იმდენ ქულას დაგვაკარგვინებს, რომ მგონი მაურინიოს ტრაკის ყურება (ქვემოდან ზეით) მოგვიცწევს ძირითადად)
მწვრთნელის ბრალს კონკრეტულ თამაშზე ვერ დავდებ, ანუ რომ დავაბრალო აი შენი ბრალია თქო, არც მოსაწონი აქვს რამე (რომ გიჟდებიან) მაგრამ არც საგინებელი (ზოგს უნდა მას აკიდოს)
(საერთოდ ვფიქრობ რომ აი ეს სტილი, რაც ახლა აქვს, უფრო უკეთესია ვიდრე ის რასაც ტიტულები მოჰქონდა, სტილზეა ლაპარაკი, არა შესრულებაზე, უფრო არიან შეტევაზე მიმართული)
:ერთი კაცის გუნდი:? მგონი ყველამ დაიანხა, ვინ არის ის ერთი კაცი, მაგის გარეშე ბარსა ისე ირევა (უფრო ზუსტად თავდაჯერება აკლდება), რომ მაგის წასვლის მერე აღარ ვიცი რა უნდა ეშველოს
არის მეორეც (კაპიტანი) ვის გარეშეც ასევე გუნდს თითქოს თავგამოდება არ აქვს ისეთი, როგორიც მასთან ერთად
ვერ ვიტყვი რომ მათთან ერთად სხვა ანგარიში იქნებოდა, ასე თქმა სისულელა, მაგრამ ვინც თვალს ადევნებს ,,სრულაიდ აშკარაა"
მოკედ
მალიორკას მეორე ტაიმში ზედიზედ 5 დარტყმა ბარსას კარისკენ მაგარი იყო : D
რაღაცეები მინდოდა მარა დამავიწყდა და ემდ-ს შეფასებები
(მაქს 4, მინიმუმ 1)
This post has been edited by უსათნოესი on 4 Oct 2010, 04:22
მიმაგრებული სურათი