Фалькао не задумывается об уходе из "Атлетико"
"Я наслаждаюсь периодом в "Атлетико". Мой контракт рассчитан ещё на четыре года, и я не собираюсь ничего менять. Настал особый момент в моей карьере. У меня есть огромное желание прогрессировать и завоёвывать трофеи", — заявил 26-летний колумбиец.
“ატლეტიკომ” ფალკაო 50 მილიონად შეაფასა
15.05.2012 17:34
მადრიდის “ატლეტიკო” მთავარი მეგოლის – რადამელ ფალკაოს გასაყიდად მზადაა, მაგრამ თავდამსხმელში სოლიდური თანხის აღება სურს. FootballPress.net-ის ცნობით, საუბარი 50 მილიონ ევროზეა.
მნიშვნელოვანია, რომ ესპანელები კოლუმბიელის გაცვლის ვარიანტს კატეგორიულად გამორიცხავენ.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის “ჩელსი” “ატლეტიკოს” ფერნანდო ტორესსა და 15 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ესპანელები ამგვარ პირობებზე თანახმანი არ არიან.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=35832&lang=1ტორესი და 15 მილიონი ფალკაოში
15.05.2012 00:56
რადამელ ფალკაოს მთხოვნელი არ აკლია
მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა რადამელ ფალკაომ, შესაძლოა, კარიერა ლონდონურ “ჩელსიში” გააგრძელოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ესპანური კლუბი ინგლისური გრანდის წინადადებას დასთანხმდება. არადა, შეთავაზება საკმაოდ მსუყეა: “ჩელსი” მზადაა ფალკაოს სანაცვლოდ “ატლეტიკოს” ფერანდო ტორესი დაუთმოს და ზედ 15 მილიონი ევროც დაამატოს. შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელმა პრიმერადივიზიონის გასულ სეზონში 24 გოლი გაიტანა, უეფას თასის ფინალში კი 2 გოლი შეაგდო.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=35...1&comments=show“ატლეტიკოს” დიეგოს შენარჩუნება სურს
13.05.2012 15:29
მადრიდის “ატლეტიკოს” თავისი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის – დიეგოს შენარჩუნება სურს. მოგეხსენებათ, 27 წლის ბრაზილიელი ესპანურ კლუბში იჯარის წესით თამაშობს, მისი სატრანსფერო უფლებები კი, გერმანულ “ვოლფსბურგს” ეკუთვნის.
Tuttomercato-ს ცნობით, “მგლების” თავკაცი ფელიქს მაგათი ნახევარმცველის დაბრუნების წინააღმდეგი არაა. თავის მხრივ, “ატლეტიკოს” დამრიგებელ დიეგო სიმეონეს ბრაზილიელი არ ეთმობა და მიაჩნია, რომ მომავალ სეზონში, მადრიდელთა თამაში სწორედ მასზე უნდა იქნეს აგებული.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალში, სადაც “ატლეტიკომ” “ბილბაო” 3:0 დაამარცხა, დიეგომ კი, თავი გოლით გამოიჩინა.