ვინაიდან რეალის თემა დახურულია, იმას რისი დაწერაც იქ მინდოდა, აქ დავწერ.
ჯერ კიდევ გაბრუებული ვარ, თავში დიდი ბეისბოლის ჯოხი ჩამარტყეს თითქოს. ვეცდები ასე თუ ისე განვიხილო მაინც რაც გუშინ მოხდა.
იკერი - გამოვიდა მოედანზე როგორ ნამდვილი მადრიდისტა, პირველი გოლის შემდეგ ძალიან აიჭრა, მითუმეტეს რომ ხედავდა რასაც მისი გუნდელები მოედანზე სჩადიოდნენ და მეორე გოლზე მისი შეცდომაც ამან გამოიწვია, შემდეგ რამდენიმე კარგი სეივი და დამაჯერებელი თამაში, მაგრამ ამან მაინც ვერ გვიხსნა კიდევ 3 გოლის გაშვებისგან.
რამოსი - ამ ადამიანზე არ ვიცი რა ვთქვა. საშინლად მოიქცა, არ უნდა გაეკეთებინა როგორც ადამიანს, როგორც კაცს, როგორც ფეხბურთელს, მაგრამ იმოქმედა ისე როგორც ნამდვილმა მადრიდისტამ, ვერ აიტანა სათაყვანებელი კლუბის შეურაცხყოფა და უფრო ის, რომ ამაში ბრალი თვითონაც მიუძღვოდა. ის ფეხებში დარტყმაც მესის მიმართ, სახეში პუიოლის და მკერდში ჩავის მიმართ ვიცი რომ თვითონ უფრო ეტკინა. განწირულის ბოლო გაბრძოლებას გავდა რაც გააკეთა, მომაკვდავის გადასარჩენად ბრძოლას, რომელმაც იცის რომ უფრო დაიტანჯება ამ ბრძოლით.
პეპე და რიკი - ვერ ვიტყვი რომ ამ თამაშში ამათ დიდი ბრალი მიუძღვით, უამრავი გადაცემა ჩაჭრეს(განსაკუთრებით პეპემ), იბრძოლეს, ყველაფერი დადეს მოედანზე, თუმცა ძნელია როდესაც მეტოქეს ბურთის 60 წუთი უჭირავს და სულ ცდილობს შენი შეცდომა იპოვოს გაუძლო ამ სტრესს, ვერ გაუძლეს და შედეგიც სახეზეა, მე მაინც მადლობელი ვარ მათი.
მარსელო - აი ამისგან კი ნამდვილად მეტს ველოდი, თვითონაც იცოდა რომ წინ გაქცევას არავინ მოსთხოვდა, ოღონდ პოზიციურად არ შეცდენილიყო და ვერ გაამართლა. 1-1'ზე მესიმ დაჩაგრა ძალიან მეთქი ვერ ვიტყვი მაგრამ I და II გოლის 60 % მაგის კისერზეა და კიდევ უამრავი შეცდომა.
ჩაბი და ხედირა - აი ესენი კი ყველაზე უსუსურები იყვნენ მოედანზე, ვერც იბრძოდნენ, ვერც დარბოდნენ, აი იმენა ვერაფერს აკეთებდნენ და ამან უდიდესი გავლენა იქონია შედეგზე, თავიდანვე ცხადი იყო რომ რეალის თამაში მათზე იყო დამოკიდებული.
მესუთ - ვერაფერს ვიტყვი, უნდა გაიზარდოს, არ იყო მზად კლასიკოსთვის ისევე როგორც
დი მარია.
კრისტი - აი ეს კი ცალკე ფენომენია, სეზონისს დასაწყისიდან ვაკრიტიკებ და ხაზს ვუსვამ რომ არ მომწონს მისი თამაში, თუმცა არც იმას ვუკარგავდი რასაც აკეთებდა და აი... დემორალიზირებული ლუზერის სახით გამოვიდა, რომელსაც თამაში აუცილებლად უნდა წაეგო !
ბენზემა - ყოველთვის ვერიდები ხოლმე შეურაცხყოფას, თან ჩემების მიმართ განსაკუთრებით, ვინც კითხულობთ ჩემს პოსტებს იცით, მაგრამ ამის ძალით მადრიდისტა დედა მოვტყან რა. ###ზე ეკიდა რა მოხდებოდა, აი მაგრად ეკიდა. ტიპს ეზიზღება რეალი და რომ წავა ნახავთ ე'ტოო-სნეიდერს თუ არ აჯობოს რეალის გინებაში ერთად აღებულს.
ჟოზე - რა დავაბრალო ამას, წყალზე რომ ვერ გაიარა ?

ერთი იმაში შემიძლია გავამტყუნო რომ ბენზემა სასტარტოში დააყენა და 3 საყრდენით არ დაიწყო თავიდან, მერე დაგვიანებული იყო უკვე. თან მესუთის მოხსნა საერთოდ სისიულელე, კი მივხვდი რომ არ უნდოდა ასე წაეგო და 2:0'ზე თანახმა იყო, მაგრამ ბარსამაც კარგად იცოდა რომ მეტის გატანა შეეძლო. ჟოზე, დიდად ვწუხვარ, მაგრამ დამარცხდი !
ახლა მთლიანად გუნდი, გამოვიდნენ წაგებულები, გავიდნენ - გაცამტვერებულები.
ბარსაზე რა უნდა ვთქვა, კი განვიხილავდი ცალკე ფეხბურთელებს, მაგრამ მიჭირს, შოუ დადგეს და ეს ისტორიას დარჩება, ამათი შეჩერება ურთულესი რამაა, როგორ უნდა მოვახერხოთ არ ვიცი. გილოცავთ ადამიანებს, ვისაც მართლა გიყვართ ბარსელონა, თქვენი დრო დამდგარია, შეგიძლიათ დატკბეთ.
This post has been edited by 14. on 30 Nov 2010, 17:06