14.გამიმართლა

სამწუხაროდ ბოლო 35 წუთს ვერ ვუყურე გაჭედა ყველაფერმა : (
იქამდე რაც ვნახე პირველი წუთები აშკარად დორტმუნდის იყო, გოლამდე ვამბობ, გამართული გუნდი, უკნიდან მოთამაშე, და არეული რომ არ ეტყობა მწვრთნელის ხელი ისეთი სევილია
ჩავიქნია კიდეც ხელი, და კაგავამაც გაუტანა

მარა პაპსავიკი (

) ხო არ ვარ 1:0-ზე გავთიშო დან ვთქვა მორჩა თქო
ხოდა მერე არ ვიცი დორტმუნდა დათმო თუ სევილიაა ასეთი მაგარი (სევილიას გულშემატკივარია მაგარი, სევილიაზე რა მოგახსენოთ :დ) ,,დააწვა" თან მაგრად, ვაიდენფამ მაგარი ბურთი აიღო, მერე კი ,,ნაჩუქარი" ბურთს ვეძახი მაგას, მცველი რომ ასე ,,მოგცემს". დაიმსახურა სევილიამ ახლა, შემთხვევითობა არ არსებობს :დ მაგრამ უშეცდომოდ ბორუსია ვერ წავიდა (ისე ამ გუნდს ჩვევია, წელს რაც ბუნდესში ვუყურე კატასტროფული შეცდომებით გასდით, მათ შორის ნაქებ ვაიდენფას სუბოტას და ა.შ.) როგორ ვამოკლებ გვარებს :უსერ:
შემდეგ იყო კლასი, კანუტეს კლასიკური გოლი, რომლითაც ბარე 50 გუნდი დაზარალებულა

და პეროტის კლასიკური ჩაწოდება, რაც ასევე უგემია რამდენიმეს :უსერ:
გამიკვირდა, ბორუსია რეალურად უკეთესი გუნდი იყო რა (დავანებოთ სეზონს თავი, თამაშშიც) და სევილიამ წაიყვანა (ისევ და ისევ სევილიას გიჟ სტადიონს ,,ვაბრალებ")
ნუ გიოტცეს არ ვაკვირდებოდი მაგრამ სტატისტიკაში დრიბლინგი უწერია - 0/6, ასე რომ არ ვიცი რატომ თვლის ზოგი რომ კონკოს ყოფა უტირა :დ
ა ჰო, დამავიწყდა მეთქვა რომ სადაც ბორუსიამ აჩუქა გოლი, იქ სევილიამაც არ დააკლო, ესკუდე/ალექსისის დუეტი მაგარი უაზროდ იგერიებდა თავიდანვე ბურთებს და აკი მოიგერიეს კაგავაზე
2:1-ის შემდეგ თამაში უფრო ,,ფრთხილი” გახდა, პირიქით რომ ყოფილიყო იმის ნაცვლად. ბორუსია ისევ თავის საფირმო სწრაფი შეტევების იმედზე იყო, სწრაფი კომბინაციების ესე იგი, გაყვანა თავისუფალ ზონებში, მაგრამ ეს სხვა ტიპის თამაში იყო და არ ჰქონიათ ,,შემთხვევა”.
კანუტეს ტრავმა დიდი დანაკლისი იყო, ეგ კაცი მხეცია, რამდენი ორთაბრძოლა მოიგო დღეს, მეგონა თამაშს ,,დახურავდა” სევილია, მარა მანსანოს უდიდესი პატივისცემის მიუხედავად მაგათ მწვრთნელის არაფერი ეტყობათ, რაც გამოდის იმას თამაშობენ :დ უბრალოდ გამიკვირდა რომ ბორუსია ,,ვერ დააჯდა”.
ნუ მერე 2:2 და დანარჩენს ვერ ვუყურე :დ ასე რომ ამდენი წერა უაზრობა იყო
ჩემი ბორუსიული ფავორიტის საჰინის თამაში კვლავ მომეწონა :დ მაგარია რა, ყველგან არის და ყველაფერს აკეთებს, დაცვა, ,,აწყობაშიც” ეხმარება შემტევებს, მე ცუდ ხარისხში რაც ვნახე ისევ ეგ იყო დორტმუნდიდან საუკეთესო (და არა კაგავა, რომელიც ხშირად მაგრა უაზროდ პიარდება მე ბოდიში :დ)
მოკლედ არეაულ დარეულმა სევილიამ შეაკლა თავი და ჩატოვა ეს გამართული ბორუსია, ძალიანაც მოხარული ვარ, თამაშს ვერ ვუყურე სრულად უფრო კარგად ვერაფერს დავწერ, რა რატომ მოხდა აზრს ვერ გამოვხატავა დაააა როგორც იტყვიან შპანიენ უბერ ალესით დავკმაყოფილდებიიი
ტრამპამპამ
ესპანურ გუნდებს აბსოლუტურად ყველა ქვეყნის გუნდებთან საკმაო უპირატესობა აქვთ (წლევანდელი ჯერ არაა შესული)
მინიმუმ +14 მოგება (და მეტი)

თუმცა არა!
უარყოფითიც აქვთ
ბრაზილიურ და ურუგვაულ გუნდებთან 4 თამაშშიიიი
და თანაბარი არგენტინულებთან, ალბანურებთან და ქართულებთანნნნნნნ, მოდი და ნუ დაიჯერებ რომ რჩეული ერი ვართ!
ვივა მეგობრებო
* * *
უფ რამდენი შეცდომა დავუშვი
და მერე რომ ვნახე შეცვლელბი სევილიას სულ მცველები შემოუყვანია და ისეთი განლაგებაა იტალიურ სტილს წააგავს

იტალიური მოგება იქნებ?
This post has been edited by tormuzi on 16 Dec 2010, 03:13